ბიზნესი საეჭვოდ მიიჩნევს ივანიშვილს პროგნოზს, რომ 2030 წელს მშპ  ერთ სულ მოსახლეზე 12 000  დოლარამდე  გაიზრდება

ბიზნესი საეჭვოდ მიიჩნევს ივანიშვილს პროგნოზს, რომ 2030 წელს მშპ ერთ სულ მოსახლეზე 12 000 დოლარამდე გაიზრდება

access_time2018-07-31 09:00:00

ეკონომიკის ზრდამ ივნისში 4 % -ი შეადგინა, როცა მაისში ეს მაჩვენებელი  7,5% - იყო.  „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა მაისის ეკონომიკური ზრდის მიმოხილვისას პირველი  არხის ეთერში  24 ივლისს ოპტიმისტური გზავნილები გააჟღერა. „კომერსანტი“ დაინტერესდა რას ფიქრობს  ბიზნესი ივანიშვილის  მოსაზრებებზე?


გზავნილი  1

ბიძინა ივანიშვილი:  „2030 წლამდე არც ისე ტრაგიკული დროა 12 წელიწადი. ჩემი მიზანია და თუ გნებავთ ოცნებაც არის, რომ 2030 წლამდე მოვახერხოთ, ერთ მოსახლეზე წარმოებული პროდუქცია, რომელიც დღეს 4 400 თუ 4 500-ია, 12 ათასს გადავაცილოთ, თითქმის სამმაგია ეს ზრდა.

 

„ტექნო ბუმის“ დამფუძნებლის ანზორ ქოქოლაძის შეფასებით ივანიშვილის პროგნოზი რეალობასთან ახლოამ თუმცა საეჭვოა: „შესაძლებელია მშპ-ს ზრდამ  12 წელიწადში ერთ სულ მოსახლეზე 12 000 დოლარი  შეადგინოს. იმ შემთხვევაში თუ ეკონომიკური ზრდის ტემპი შენარჩუნდა.“

 

ივანიშვილის პროგნოზს ეჭვქვეშ აყენებს  ადგილობრივ მწარმოებელთა ასოცოაციის ხელმძღვაელი ლევან სილაგავა. მისი შეფასებით, თუ ეკონომიკური ზრდა ორნიშნა არ იქნება, მშპ-ს  ზრდის მაჩვენებელი  ერთ სულ მოსახლეზე 12 ათას დოლარს ვერ მიაღწევს.

 

გზავნილი 2

 

ამავდროულად, ვსაუბრობდი, რომ ევროკავშირის წევრობაც შეიძლება მოვახერხოთ 2030 წლამდე. ეკონომიკის გარეშე ამას დიდი ფასი არ აქვს და ალბათ, ვერც მოვახერხებთ, მაგრამ თუ ეს მოხდა, მიზანიც და ოცნებაც ესაა და რეალურია ძალიან, ჩვენ შეგვიძლია ჭეშმარიტად გავხდეთ ევროპული ქვეყანა, თავისი დემოკრატიული ინსტიტუტებით, ვთქვათ, არა  ძალიან მაღალი ეკონომიკით, მაგრამ უკვე შესადარი ეკონომიკით.  ამის შემდეგ ქვეყანა აღარ იქნება მოწყვლადი. თემები, რომელსაც ვიხსნებ ძალიან ხშირადეკონომიკისა და დემოკრატიის შედარება, დაკარგავს თავის მნიშვნელობას, აღარ იქნება ისეთი სახიფათო ქვეყნის სტაბილურობა და სახელმწიფოს მართვა“,

 

ბიზნესის შეფასებით,  ევროკავშირში გაწევრიანება პოლიტიკური საკითხი უფროა ვიდრე ეკონომიკური და ამ გადაწყვეტილებას  ბევრი  ფაქტორი განაპირობებს:


„ევროკავშირში გაწვრანება იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ განვითარდება ქვეყანაში მოვლენები. 2008 წელს ომი დაიწყო, რამაც ქვეყნის განვითარება 20 წლით უკან დასწია. ეს უფრო პოლიტიკური საკითხია, ვიდრე ეკონომიკური“ - ამბობს ანზორ ქოქოლაძე.


ოპტიმისტურ შეფასებას აკეთებს „კომერსანტთან“ ლევან სილაგავა:


„ჩვენი ქვეყანა, ევროკავშირის კანონმდებლობასთან ინტეგრაციას  ახდენს. 2030 წლისთვის ევროკაშირის წევრობას  არ გამოვრიცხავ.“



გზავნილი  3


 მაისში მართლაც 7.5% იყო ეკონომიკური ზრდა, ბევრი ოპონენტი ცდილობს მომაწეროს, რომ ამ კაცმა საოცრებები მოახდინა, ამ დროს, აიძულეს და გადადგა. არავის არ უიძულებია, იძულება ეს სიტყვა შეიძლება არ იყოს ლეგიტიმური, თუმცა, ამის გამორიცხვაც არ შეიძლება, მან ნახა, როგორც ხდებოდა და სხვა გზა არ ჰქონდარაც შეეხება 7.5%-იან ზრდას, ამაზე ევროპასთან თავისუფალმა ვაჭრობამ თავისი ეფექტი იქონია, ევროკავშირი გახდა ჩვენი ძირითადი სავაჭრო პარტნიორი. ამავდროულად ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმში შევედით. პარალელები რომ გავავლოთ, არც ევროპასთან სავაჭრო ურთიერთობის კუთხით არ არის განსაკუთრებული კვირიკაშვილის დამსახურება და მით უმეტეს ჩინეთთან კვირიკაშვილს განსაკუთრებული წვლილი არ აქვს. უფრო მეტსაც გეტყვით, თუ ვინმე შემიძლია გავიხსენო, ისევ ბახტაძე შემიძლია გავახსენო, მაშინაც, როცა რკინიგზას კურირებდა, შემდგომშიც, როცა ფინანსთა მინისტრი გახდა. თუ ვინმეს როლს დავასახელებდი, დავასახელებდი ბახტაძის და არა კვირიკაშვილის “.

 

ტექნობუმისდამფუძნებელი ანზორ ქოქოლაძეკომერსანტთანსაუბარში  ეკონომიკის ზრდის სამ ფაქტორს ასახელებს და აქ კვირიკაშვილის და ბახტაძის პირდაპირ როლს გამორიცხავს

 

ტურიზმის , ექსპორტის და ფულადი გზავნილების ზრდამ, ამ სამმა ფაქტორმა მოახდინა ძირითადი გავლენა ეკონომიკურ ზრდაზე.   ბუნებრივია, სახელმწიფოს მხრიდან გადადგმულმა ნაბიჯებმა ამ მხრივ  პოზიტიური გავლენა იქონიაეკონომიკაში საზღვრები არ არის. აქ  არის ეტაპობრივი განვითარების უწყვეტობა. ასე რომ მე საზღვარს ვერ გავავლებ ვისი დამსახურებაა კვირიკაშვილის თუ ბახტაძის.

 

ანზორ ქოქოლაძის შეფასებით, მთავრობამ გაატარა რამდენიმე მნიშვნელოვანი რეფორმა, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში დადებით შედეგს მოიტანს

 

მოგების გადასახადის ესტონური მოდელის რეფორმა  უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში შექმნის დადებით ტრენდს. თუმცა გავლენები უკვე მოახდინა განწყობებში. ეს იყო რევოლუციური ნაბიჯი  და  ძალიან პოზიტიური.  თუმცა ამ წელს სახელმწიფომ უფრო ნაკლები ფული ამოიღო ეკონომიკიდანრამაც დამატებითი სამუშაო ადგილები და ეკონომიკური ზრდა განაპირობა.   ღგს- დაბრუნება ქმნის სამუშაო ადგილებს და ეკონომიკის ზრდის ტემპს აჩქარებს. პოზიტიური განწყობები ეკონომიკაში მნიშვნელოვანი ფაქტორია.“

 

რიკო კრედიტისდამფუძნებლის ლაშა ნიკოლაიშვილის შეფასებითეკონომიკურ ზრდაზე გავლენა მოახდინა მოგების გადასახადის რეფორმამ, რომელიც გიორგი კვირიკაშვილის პრემიერმინისტრობის დროს გატარდა და უფრო მეტ ეფექტს ეკონომიკას მომავალში მოუტანს:  

 

მოგების გადასახადის რეფორმა მნიშვნელოვანია. ჩემს ბიზნესს მოგება აქვს 15%  და ეს ფული ეკონომიკაში ჩაბრუნდება. რაც უფრო მეტი თავისუფალი სახსრები გამოჩნდება, ეკონომიკური აქტივობა უფრო მეტი იქნება. ეს იქნება წამახალისებელი იმისთვის, რომ ბიზნესი განვითარდეს.

 

ბიზნესის წარმოამადგენლები ასევე ამბბენ რომ ავისუფალმა ბაზარმაევროპასთან და ჩინეთან თავისუფალმა ვაჭრობამ ექსპორტი წაახალისა

 

საქსტატისმონაცემების მიხედვით, ივნისში საქართველოდან განხორციელებულმა ექსპორტმა აახლოებით 309 მილიონი დოლარი შედგინა, რაც 2017 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 45,4%-ით მეტია.


გზავნილი 4

ბიძინა ივანიშვილი: „საზოგადოების გარკვეულ ნაწილს, “ქართული ოცნებისშემდგომ, სიღარიბის ზღვარი გაუუარესდა. ორმა ბანკმა გადაჭამა მთელი ქვეყანაირღვეოდა ბალანსი სახელმწიფოს ინტერესებსა და ბიზნესის ინტერესებს შორის“.

 

ტექნობუმისდამფუძნებელი ანზორ ქოქოლაძე  ივანიშვილის პოზიციას ეთანხმება:

 

ეს ორი ბანკი იზრდება მოსახლეობის გაღარიბების ხარჯზე. ძალიან ხშირად მანიპულირებენ სავალუტო ოპერაციებით.  თუ ავიღებთ  ბანკების 2017 წლის ბალანსს  მთელი საბანკო სექტორის მოგება იყო 870 მლნ ლარი. აქედან 80 % მოდიოდა ამ ორ ბანკზე და საბანკო სექტორის მთავარი შემოსავალი  სავალუტო ოპერაციები იყო. კურსი ხშირ შემთხვევაში იცვლებოდა არგუმენტირებულად  და გარე ფაქტორები ახდენდა გავლენას. თუმცა, ზოგჯერ იყო მანიპულირებადი და ამ ორი ბანის ქმედების შედეგად ხდებოდა ლარის კურსის ცვლილებარაც უფრო დიდი იყო რყევა, მით უფრო დიდ შემოსავალს იღებდა ეს ორი ბანკი. ფინანსური მაჩვენებლები ს თანახმად  სავალუტო ოპერაციებიდან ბანკების  შემოსავალი გაზრდილია. 180 მილიონი ლარი იყო ამ ორი ბანკის შემოსავალი სავალუტო ოპერაციებიდან. 170 მლნ იყო ჯარიმა-საურავები. გამოდის, რომ  ამ ბანკების გამდიდრება მოსახლეობის გაღარიბების ხარჯზე მოხდა.“

 

რიკო კრედიტისდამფუძნებელი ბანკებთან დაკავშირებით ივანიშვილის განცხადების შეფასებისგან თავს იკავებს, თუმცა ამბობს, რომ ფინანსურ ბაზარს უფრო ხისტი რეგულირება  სჭირდება

 

რეგულაციები არის მნიშვნელოვანი. მართლა კაბალური პროცენტი იყო. 800-900%  ონლაინ სესხებზე.  ახლა ეს პროცენტია 50%-მდე ჩამოვიდაჯარიმები გაუქმდაეს ამ ბიზნესს მოგებას შეუმცირებს , მაგრამ აქ მთავარი გათვლა ის არის, რომ როცა ხალხს ექნება მეტი შემოსავალი და  არ იქნება გაღარიბების მომენტი საფინანასო სექტორის  შემოსავლებიც გაიზრდება. შეუძლებელია მხოლოდ საფინანასო სექტორი იყოს მდიდარი ქვეყანაში და სხვა ყველა ცუდად ვითარდებოდესარ შეიძლება 80 წლის ქალბატონს მივცეთ იპოთეკური სესხი თუ აქვს  300 ათასიანი ბინა. არ შეიძლება ხალხმა ქონება დაკარგოს. ეს უნდა დარეგულირდეს.“

 

ლევან სილაგაძის განცხადებით, კი ბანკებმა ბაზარზე ჯანსაღი კონკურენცია შეზღუდეს;

„ბაზარზე ორი ბანკი აქტიურობს და მათი წილი მაღალია. კონკურენცია საკმაოდ მძაფრია.  ბანკები გახდნენ ბიზენსის კონკურენტები. მთავრი პრობლემა მაინც  ისა, რომ ადგილობრივ წარმოებას არ აკრედიტებენ და ეკონომიკის დარგები ვერ ვითარდება.“

 

ნინო ნატროშვილი

 






ქართული არხები ხვალიდან, შესაძლოა, ფასიანი გახდეს

ქართული არხები ხვალიდან, შესაძლოა, ფასიანი გახდეს
access_time2021-07-31 13:04:25
ხვალიდან, ქართული არხები შესაძლოა, საკაბელო ტელევიზიებისთვის ფასიანი გახდეს. აღნიშნულის შესახებ საკაბელო ტელევიზიების კავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.   კავშირის ცნობით, 2021 წლის ივნისში მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულმა პირებმა მიიღეს შპს “მედია რაითს ჯორჯიას“ წერილი, ტელეარხების - „იმედი“, „ჯიდიეს tv“, „რუსთავი 2“, „პოს tv“, „tv პირველი“, „ფორმულა“, „მთავარი არხის“ ფასიანი ტრანზიტის ხელშეკრულებების გაფორმების მოთხოვნით.   კერძოდ,...

საქართველოს საფონდო ბირჟაზე 5 თვეა ნულოვანი ბრუნვა ფიქსირდება

საქართველოს საფონდო ბირჟაზე 5 თვეა ნულოვანი ბრუნვა ფიქსირდება
access_time2021-07-31 12:00:02
საქართველოს ისედაც თითქმის უმოქმედო საფონდო ბირჟა 2021 წელს მთლიანად გაჩერდა. თებერვლის შემდეგ 1 გარიგებაც კი არ შემდგარა. 7 თვის განმავლობაში კი ყველა გარიგების ჯამმა 2453 ლარი შეადგინა, რაც იმდენად ცოტაა, რომ შეიზლება 0-დაც ჩაითვალოს. 2021 წლის ივლისში საქართველოს საფონდო ბირჟის ვებგვერდზე ზოგადი ინფორმაციის ველში წერია, რომ 1-ლი ივლისის მდგომარეობით ბირჟაზე სულ 26 კომპანიის აქციები იყო განთავსებული, რომელთა კაპიტალიზაცია $754 მლრდ-ს აღწევდა, მაგრამ ივნისში დღიური...

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა
access_time2021-07-30 18:00:43
30 ივნისის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებაში 0.47 თეთრით 3.1244-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს კურსმა 3.1100 შეადგინა. დოლარის მსგავსად ლარი ასევე გაუფასურდა ევროსთან 1.31 თეთრით 3.7174-მდე, ბრიტანლ ფუნტთან 1.28 თეთრით 4.3670-მდე, თურქულ ლირასთან 0.46 თეთრით 0.3713-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.67 თეთრით 1.8391-მდე, 100 რუსულ რუბლთან 1.88 თეთრით 4.2829-მდე. გამონაკლისი სომხური დრამი აღმოჩნდა 1000 დრამი 2.73 თეთრით 6.4197-მდე...

AstraZeneca-ს ვაქცინების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლები 1,17 მილიარდ დოლარს, Pfizer-ის კი ათჯერ მეტს აღწევს

AstraZeneca-ს ვაქცინების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლები 1,17 მილიარდ დოლარს, Pfizer-ის კი ათჯერ მეტს აღწევს
access_time2021-07-31 16:00:06
ბრიტანულ-შვედური ფარმაცევტული კომპანიის AstraZeneca-ს ვაქცინების გაყიდვებიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2021 წლის პირველ 6 თვეში 1,17 მილიარდი დოლარი შეადგინა. როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, ვაქცინების გაყიდვები მეორე კვარტალში მოსალოდნელზე მეტი აღმოჩნდა და 894 მილიონი დოლარი შეადგინა.   როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, კომპანიამ და მისმა პარტნიორებმა მიმდინარე წლის 6 თვეში 700 მილიონი დოზა ვაქცინის რეალიზება მოახდინეს მსოფლიოს 170 ქვეყანაში, მათ შორის 80 მილიონი დოზა...

იანვარ-ივნისში სამშენებლო ნებართვების რაოდენობა 4400-მდე გაიზარდა

იანვარ-ივნისში სამშენებლო ნებართვების რაოდენობა 4400-მდე გაიზარდა
access_time2021-07-31 14:00:49
ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2021 წლის იანვარ-ივნისში შენობა-ნაგებობის მშენებლობაზე 4400 ნებართვა გაიცა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5,5-ით მეტია.   საერთო ჯამში, ნებართვა გაიცა 2955,0 ათასი კვ.მ ფართზე. ეს მაჩვენებელი წინა წელს 14,7%-ით უსწრებს.   აღსანიშნავია, რომ ნებართვების 71,8% მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე. კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 47,3%- ქ. თბილისზე, 9% - ქვემო ქართლის რეგიონზე, 8,6% - იმერეთის...


მსგავსი სიახლეები

up