ბიზნესი და ვიზიტები რუსეთში - გახარიას დამალული წარსული

ბიზნესი და ვიზიტები რუსეთში - გახარიას დამალული წარსული

access_time2019-06-15 22:40:40

საქართველოს მთავრობის ყველაზე გავლენიანი მინისტრის დამალული წარსული - „კურიერმა“ მოიპოვა დოკუმენტები, საიდანაც კარგად ჩანს გახარიას რუსული კავშირები და მისი მცდელობა, წაშალოს საჯარო სივრციდან მისი რუსული წარსული.

საზღვრის კვეთის დოკუმენტები, რომელიც „კურიერმა“ მოიპოვა, 2013 წლის პირველი იანვრიდან 2017 წლის პირველ იანვრამდე პერიოდს მოიცავს. აქ ჩანს მხოლოდ რუსეთის პასპორტით საზღვრის კვეთის მომენტები.

„შაბათის კურიერის“ მიერ რუსეთის საზღვრის დაცვის სამსახურიდან მოპოვებულ დოკუმენტებში ჩანს, რომ საქართველოს მთავრობაში ბიზნესომბუდსმენად მუშაობის პარალელურად, გახარიას მოსკოვში ხშირად ჩადიოდა.

ამონაწერში ვკითხულობთ, რომ საქართველოს მთავრობაში ბიზნესომბუდსმენად დანიშვნის წინ გიორგი გახარია მოსკოვში იმყოფებოდა და თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგაც ჩავიდა. ბოლო ვიზიტიდან ორ დღეში გახარია ბიძინა ივანიშვილთან ერთად კამერების წინ გამოჩნდა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების გეგმა ექსპერტებს შუშის სასახლეში წარუდგინა.

ბიზნესს გახარია რუსეთში საქართველოს მთავრობაში მუშაობის პარალელურად ინარჩუნებდა. რუსეთის ერთიანი რეესტრის ამონაწერებით დგინდება, რომ ჯამში სხვადასხვა დროს ის შვიდ კომპანიას ფლობდა. საქართველოს მთავრობაში მაღალ თანამდებობაზე დანიშვნის დროს კი გახარიას სახელზე სამი კომპანია იყო რეგისტრირებული.

გახარიას მისი რუსული წარსულის წაშლას ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნის წინ იწყებს. ჯერ რუსეთის საელჩოს წერილით მიმართავს და რუსეთის მოქალაქეობას დაჩქარებული წესით თმობს, შემდეგ კი რუსეთში მის სახელზე გაფორმებული კომპანიების ლიკვიდაციას იწყებს. მინისტრმა „კურიერს“ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ინტერვიუზე უარი უთხრა.

თუმცა „კურიერის“ კითხვებს გახარიას მამამ, ზაურ გახარიამ უპასუხა. მან არ ის იცის, საიდან ჰქონდა საქართველოს მთავრობის ვიცეპრემიერს 115 ათასი დოლარი, რომელიც მშობლებს აჩუქა.


გახარიამ დეკლარაციიდან გააქრო ის უძრავი ქონება, რომელსაც მისი ოჯახი ფლობდა. გახარიას მამამ ინტერვიუში არ დამალა, რომ ბინა მთაწმინდაზე, დედაქალაქის ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ კორპუსში მისი შვილის საკუთრებაა და მამის სახელზე ფორმალურად გააფორმა.

„კურიერს“ ხელში ჩაუვარდა კიდევ ერთი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ გიორგი გახარიამ რუსული კვალი ბოლომდე ვერ წაშალა. შინაგან საქმეთა მინისტრად მუშაობის პარალელურად ის რუსეთში კომპანია "ფუდ ოტელის" 40%-იან წილს ფლობდა. შემდეგ ეს კომპანია დახურა, თუმცა სად წავიდა ამ შემთხვევაში ფული, რომელიც ამ ბიზნესიდან მიიღო, გახარიას დეკლარაციაში არ ჩაუწერია, ამიტომ ჩნდება ეჭვი, რომ მან ქონება ფორმალურად მოსკოვში სხვების სახელზე გადააფორმა.

ვალიკო აბსანძე, რომლის შესახებაც კავკასიის მედია ჯგუფის ხელმძღვანელი ყვება, გიორგი გახარიას კლასელი და მეჯვარეა. მათ მჭიდრო კავშირებს ვიცე პრემიერის მამაც ადასტურებს.

გურამ აბსნაძის შვილს 2014 წელს ზუგდიდში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბი ებარა. გახარიას მეგობარი მმართველი გუნდის გამარჯვებას ანაკლიაში მაშინ ავტომატის ჯერით შეხვდა.

ვალიკო აბსნაძე ახლა მოსკოვში ცხოვრობს და დიდი ბიზნესი აქვს. ის ГАЗПРОМСИНТЕЗ -ის დიდ წილს ფლობს და გენერალური დირექტორის პოსტს იკავებს. ეს კომპანია რუსული ენერგოგიგანტის „გაზპრომის“ პარტნიორია.

რუსეთში ბიზნესის კეთების მთელი ფილოსოფია ზედმიწევნითაა ცნობილი პუტინისგან დევნილობაში მყოფი ანალიტიკოსისთვის. ანდრეი პიანტკოვსკი, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატებიდან აკვირდება საქართველოში რუსული გავლენების გაძლიერებას, ამბობს, რომ გიორგი გახარია კრემლიდან მიღებული დასტურის გარეშე, შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე ვერ დაინიშნებოდა. პიანტკოვსკი დარწმუნებულია, რომ გახარიაც რუსული პროექტია.

გახარიას კავშირი რუსეთთან 2018 წლის მარტის ჩათვლით დოკუმენტურად დადგენილია. მოსკოვში გახარიას ხშირი ვიზიტების დამადასტურებელი დოკუმენტები „კურიერს“ ანონიმურმა წყარომ მიაწოდა, სადაც ასახულია მინისტრის მიერ რუსული პასპორტით საზღვრის კვეთა.


რუსთავი 2


თეგები:
გახარია



“იმედის” აღმასრულებელ დირექტორად გიორგი ცხვიტავა დაინიშნა, შეიცვალა გენერალური დირექტორიც

“იმედის” აღმასრულებელ დირექტორად გიორგი ცხვიტავა დაინიშნა, შეიცვალა გენერალური დირექტორიც
access_time2019-07-19 12:55:25
ჟურნალისტი გიორგი ცხვიტავა “იმედის” აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნა. ინფორმაცია ამის შესახებ “კომერსანტს” თავად ცხვიტავამ დაუდასტურა. ცხვიტავას განცხადებით, ივლისში შეიცვალა ტელეკომპანიის გენერალური დირექტორიც გიორგი ბახტაძე, რომელიც  ელდარ მდინარაძემ ჩაანაცვლა. მდინარაძე 1990-იანი წლების მიწურულს ბიძინა ივანიშვილის მე-9 არხის ერთ-ერთ ხელმძღვანელად მუშაობდა. აღნიშნული მე-9 არხი ბიძინა ივანიშვილმა ვარდების რევოლუციის შემდეგ...

IRI - ეროვნული ბანკის საქმიანობას მოსახლეობის 62% ნეგატიურად აფასებს

IRI - ეროვნული ბანკის საქმიანობას მოსახლეობის 62% ნეგატიურად აფასებს
access_time2019-07-19 12:09:47
საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) საქართველოს მოსახლეობის აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, საქართველოში მთავარ პრობლემად ეკონომიკური ვითარება - უმუშევრობა და დაბალი ხელფასები სახელდება. გამოკითხვისას მოსახლეობას სხვა და სხვა ინსტიტუტის საქმიანობის შეფასება სთხოვეს. გამოკითხულთა ყველაზე დიდი ნაწილი დადებითად საქართველოს საპატრიარქოსა (89%) და ჯარის (87%) საქმიანობას აფასებს. ერთ-ერთი ყველაზე უარყოფითი შეფასება კი საქართველოს...

პრობლემა არა საგარეო-სავაჭრო ბალანსის დეფიციტია, არამედ მისი სიდიდე - გიორგი ცუცქირიძე

 პრობლემა არა საგარეო-სავაჭრო ბალანსის დეფიციტია, არამედ მისი სიდიდე - გიორგი ცუცქირიძე
access_time2019-07-18 18:30:47
“პრობლემა არა საგარეო-სავაჭრო ბალანსის დეფიციტია, არამედ მისი სიდიდე!”, – ამ სათაურით აქვეყნებს პოსტს საბანკო-საფინანსო საქმის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში. პოსტს კომერსანტი უცვლელად გთავაზობთ: “პრობლემა არა საგარეო-სავაჭრო ბალანსის დეფიციტია, არამედ მისი სიდიდე! აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში საგარეო სავაჭრო ბრუნვის ზრდასთან ერთად, იზრდებოდა წმინდა ექსპორტი და...

ჯიპიაი-მ ლოიალობის პროგრამა ეკოისტი დაიწყო

ჯიპიაი-მ  ლოიალობის პროგრამა ეკოისტი დაიწყო
access_time2019-07-18 16:00:27
მათთვის ვისაც ჯანსაღი ცხოვრების წესის დაწყება სურს „ჯიპიაი ჰოლდინგი“ მასშტაბურ ლოალობის პროგრამას იწყებს, სახელწოდებით „ეკოისტი“. პროგრამა მოიცავს განსაკუთრებულ პირობებს, როგორც დაზღვეულებისთვის, ისე ნებისმიერი სხვა მსურველისთვის.  რა არის ეკომონეტა? ამ მოძრაობაში მთავარი ადგილი უჭირავს „ეკომონეტას“, რომელსაც კომპაინიაში ჯანსაღი ცხოვრების ახალი ვალუტად მოიხსენიებენ. ჯანსაღი ცხოვრებისთვის დამახასიათებელი ქმედებების სანაცვლოდ...

უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი: ჩინეთი არ იყენებს აბრეშუმის გზას

უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი: ჩინეთი არ იყენებს აბრეშუმის გზას
access_time2019-07-18 19:00:28
რუსეთის მიერ შემოღებული სატრანზიტო შეზღუდვების გამო უკრაინული ექსპორტი 3 წლის მანძილზე ცენტრალურ აზიაში 10-ჯერ  შემცირდა. ჩინეთი არ იყენებს დიდი აბრეშუმის გზას და ძირითადად ახორციელებს სატვირთო გადაზიდვებს ყაზახეთის, რუსეთისა და ბელორუსიის გავლით - განაცხადა უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ვიქტორ დოვგამა. „ჩინელებთან მიმდინარე მუდმივი მოლაპარაკებების მიუხედავად, ახალი აბრეშუმის გზა ჯერჯერობით არ მუშაობს. ამ ეტაპზე ის რჩება...


მსგავსი სიახლეები

up