ბიზნესი სახელმწიფოს წინააღმდეგ - Myway Airlines-მა ავიაციის სააგენტოს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა

ბიზნესი სახელმწიფოს წინააღმდეგ - Myway Airlines-მა ავიაციის სააგენტოს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა

access_time2021-12-10 11:00:03

ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის კიდევ ერთი დავა დაიწყო. Myway Airlines-მა თბილისის საქალაქო სასამართლოში სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს წინააღმდეგ სარჩელი 8 დეკემბერს შეიტანა. ავიაკომპანია იმ ბრძანების გაუქმებას ითხოვს, რომლის საფუძველზეც საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვა აეკრძალა. კომპანიის იურისტი თამარ მამფორია აცხადებს, რომ სააგენტოს გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი, უსამართლო და დისკრიმინაციული. 

 


„ვითხოვთ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ბრძანების გაბათილებას და Myway Airlines-ის საჰაერო გადაზიდვა-გადაყვანის მოწმობის ძალაში დატოვებას.როდესაც მხარე სასამართლოს ადმინისტრაციული აქტის გასაჩივრების მოთხოვნით მიმართავს, კანონი რიგ შემთხვევებში ითვალისწინებს გასაჩივრებული აქტის შეჩერებას. ჩვენს შემთხვევაში აქტი შეჩერდება, თუ მოსამართლე ჩათვლის, რომ საკითხი, რომელიც სადავო გახდა, არ უკავშირდება ფრენების უსაფრთხოებას.  Myway Airlines-ის შემთხვევაში ფრენების უსაფრთხოების საკითხზე საუბარი არასდროს ყოფილა, სააგენტოს კითხვები ჰქონდა საკორპორაციო სამართლებრივ ტრანზაქციასთან დაკავშირებით. შესაბამისად, დიდი იმედი გვაქვს, რომ მოსამართლე აქტის მოქმედებას შეაჩერებს“, - განაცხადა თამარ მამფორიამ.

 


მისივე თქმით, საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მოწმობის გაუქმებით Myway Airlines ყოველდღიურად 140 000  დოლარის შემოსავალს ვერ იღებს რამაც, მისი განცხადებით, შესაძლოა, კომპანია გააკოტროს. იურისტს იმედი აქვს, რომ სასამართლო კანონიერ გადაწყვეტილებას მიიღებს და მათ  პოზიციას გაიზიარებს.

 



„საქმეში რამდენიმე გარემოებაა მნიშვნელოვანი - პირველი არის ის, რომ საფუძველი, რომელსაც მხარეს ედავებოდნენ, წარმოების პროცესშივე გამოსწორდა. ეს ეხებოდა უცხოელი პარტნიორის მიერ წილის ფლობას კომპანიაში, რაც კანონთან შეუსაბამო იყო. შესაბამისად, სააგენტოს შეეძლო საქმე დაეხურა და ასეთი დამაზიანებელი გადაწყვეტილება არ მიეღო. მაგრამ, არჩიეს წარმოების გაგრძელება და ეს დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღეს.

 

ძალიან სერიოზულ ფინანსურ ზარალს იწვევს კომპანიისთვის, ყოველდღიური გარანტირებული შემოსავალი, რაც შეიძლება კომპანიას ჰქონდეს არსებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, არის 140 000 დოლარი. კომპანიამ დიდხანს თუ ვერ შეძლო მუშაობის განახლება, გადახდისუუნარო გახდება, რადგან გადაზიდვა-გადაფრენის ოპერაციები არის ის ერთადერთი შემოსავლის წყარო, რომელიც კომპანიას გააჩნია“, - თქვა კომპანიის იურისტმა.

 


კომერსანტთან“ საუბარში თამარ მამფორია ამბობს, რომ Myway Airlines -მა პრემიერს და ეკონომიკის მინისტრს წერილით უკვე მიმართეს. კომპანიაში იმედი აქვთ, რომ საქართველოს მთავრობის წევრები საკითხით დაინტერესდებიან და ბიზნესს შეხვდებიან, რათა საკითხის მოგვარების სწრაფი გზა მოიძებნოს.



ბაჩო ადამია


თეგები:
Myway Airlines



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up