ბიზნესი ბიზნესომბუდსმენის სახალხო დამცველის აპარატთან გაერთიანების ინიციატივას უარყოფითად აფასებს და ბიზნესომბუდსმენისთვის არსებული ფუნქცების გაზრდას ითხოვს

ბიზნესი ბიზნესომბუდსმენის სახალხო დამცველის აპარატთან გაერთიანების ინიციატივას უარყოფითად აფასებს და ბიზნესომბუდსმენისთვის არსებული ფუნქცების გაზრდას ითხოვს

access_time2018-09-03 15:30:02

„თუ გვინდა ქვეყანაში შემოვიდეს ინვესტიციები, ბიზნესომბუდსმენს ფუნქციები უნდა გაეზარდოს “-ასე ეხმაურება საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის ხელმძღვანელი იციკ მოშე გასულ კვირას „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გაჟღერებულ ინიციატივას, რომლის მიხედვითაც ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტი უნდა გაუქმდეს და სახალხო დამცველის აპარატს შეუერთდეს.



საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის ხელმძღვანელი იციკ მოშე აღნიშნულ მოსაზრებას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ პალატას გიორგი გახარიას ბიზნესომბუდსმენობის პერიოდში ჰქონდა მის აპარატთან თანამშრომლობის ორი წარმატებული საქმე, ამჟამად კი მუშაობა კიდევ 4 ქეისზე მიდის.



„ჩვენ არაერთხელ გაგვიჟღერებია, რომ თუ გვინდა ქვეყანაში შემოვიდეს ინვესტიციები, ბიზნეს ომბუდსმენს პირიქით უნდა გაეზარდოს ფუნქციები, იმისათვის რომ დროულად შეძლოს ინვესტორების პრობლემებსა და საჭიროებებზე რეაგირების მოხდენა. ბიზნეს ომბუდსმენის მხარდაჭერას ინვესტორებისათვის საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიანიდან მათ აშინებთ უცხო ქვეყნაში სტანდარტული ბიუროკრატიული პროცესიც კი.



ქვეყანა იზომება არა ინვესტიციების მოცულობით, არამედ ქვეყანაში შემოსული ინვესტორების პრობლემებზე დროული და ადეკვატური რეაგირებით“-აცხადებს იციკ მოშე.



აუდიტორული კომპანია BDO-ს მმართველი პარტნიორი ზურაბ ლალაზაშვილი არ იზიარებს იდეას ბიზნესომბუდსმენის აპარატის გაუქმების და მისი სახალხო დამცველის აპარატთან შეერთების თაობაზე. რაც შეეხება ეფექტურობას, როგორც ლალაზაშვილი განმარტავს, ძალიან ბევრი საკითხი აპარატმა ძალიან კარგად და ეფექტურად გადაწყვიტა.



მისი განმარტებით, ბიზნესომბუდსმენის აპარატი ბიზნესს ბიუროკრატიის გამო დროში გაჭიანურებული საკითხების მოგვარებაში ეხმარება და თუ ეს აპარატი სახალხო დამცველილს აპარატთან გაერთიანდება, ნაკლებ ეფექტური იქნება.




„აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით, ორგანიზაციას, თუ სხვადასხვა უწყებასთან თანამშრომლობის ფორმა არ ექნება და იქნება მხოლოდ ოპონირების რეჟიშმი, რომელიც გამოავლენს ფაქტებს,როდესაც ვიღაც თავის საქმეს არ აკეთებს, ბიზნესს პრობლემები არ მოუგვარდება. ბიზნესისთვის საკითხების გადაჭრაზე თუ ვსაუბრობთ, ის ფორმა რომელიც დღეს არის, ყველაზე უფრო უპრიანია“-აცხადებს ლალაზაშვილი.



„დისტრიბუტორთა ასოციაციის“ პრეზიდენტი ივა ჭყონია განმარტავს,რომ ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტის არსებობა აუცილებელია და მას ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული. როგორც ჭყონია აცხადებს, ვინც სახალხო დამცველთან გაერთიანების იდეა წამოწია და გააჟღერა, ძალიან არაკომპეტენტურია ამ ნაწილში, რადგან იმ საკითხებს, რასაც ბიზნესომბუდსმენი აგვაებს, იმას ჩვეულბრივი ომბუდსმენი ვერ აუვა.



ჭყონიას შეფასებით,ბიზნესომბუდსმენის აპარატში მომუშავე 5-6 ადამიანი, არ შეიძლება სახელმწიფოსთვის მძიმე ტვირთი იყოს.



„ბიზნესომბუდსმენის აპარატს ყოველ შემთხვევაში, ჩვენი ასოციაციისთვის ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული. მისი თანადგომა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ერთად, ძალიან ბევრი საკითხი გადაგვიწყვეტია. მათი მუშაობა საკმაოდ ეფეტურია.



რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ ვინ იქნება ბიზნესომბუდსმენი. მე ძალიან მადლიერი ვარ ბატონი ირაკლი ლექვინაძის და მისი წინამორბედის ზურა ძნელაშვილის, რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში მოვალეობას ასრულებდა. ბოლო ერთი კვირის თემაა ის, რომ კონსულტაციების შედეგად საქართველოს მთავრობის 2016 წლის 1 ივლისის N301 დადგენილებით დამტკიცებული მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე ტექნიკური რეგლამენტი 2018 წლის 1 სექტემბრის ნაცვლად, 2019 წლის 1 მარტიდან ამოქმედდება. ეს საკითხი უშუალოდ ჩვენი მოთხოვნის საფუძველზე გადავადდა და ჩვენს მიერ გაგზავნილ წერილს, ბატონი ირაკლი ლექვინაძის მიყსიერი რეაგირება მოყვა. პირველივე მთავრობის სხდომაზე გავიდა ეს საკითხი. წინააღმდეგ შემთხვევაში ,ჩათვალეთ,რომ დახლები ცარიელი დარჩებოდა. ირაკლი ძალიან კომპეტენტურია და ყველაფერს კომპეტენტურად უდგება. ვთვლი, რომ ეს ინსტიტუტი საჭირო კი არა, აუცილებელია“-აცხადებს ჭყონია.



„საქართველოს ფერმერთა ასოციაციის“  ხელძღვანელი  ნინო ზამბახიძე არ ეთანხმება „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივას, რომლის მიხედვითაც ბიზნესომბუდსმენის აპარატი უნდა გაუქმდეს და სახალხო დამცველის აპარატს შეუერთდეს.მისი თქმით, ბიზნესომბუდსმენის აპარატის ცალკე არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია.



„ბიზნესმენებს ძალიან უჭირთ იმ ბიუროკრატიასთან გამკლავება რაც ქვეყანაშია.ბიზნესომბუდსმენი კი, ძალიან კარგად და ეფექტურად ახდენს კომუნიკაციას სხვადასხვა უწყებებთან“ -აცხადებს ზამბახიძე.



მისი განცხადებით, აუცილებელია ბიზნესომბუდსმენის აპარატს გაეზარდოს ფუნქციები,პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებიდან გამოვიდეს და ცალკე უწყებად ჩამოყალიბდეს. „ქვეყნის ეკონომიკას, მცირე და საშუალო ბიზნესს ძალიან სერიოზულად სჭირდება განვითარება და არ შეიძლება სახალხო დამცველის ფუნქცია იყოს ბიზნესომბუდსმენობა“-აცხადებს ზამბახიძე.



მისივე შეფასებით, დღეს არსებული ბიზნესომბუდსმენის აპარატი საკმაოდ ეფექტური და ქმედითია. „პირადი მაგალითიდან გამომდინარე შემიძლია სახელი და გვარები დავასხელო იმ ადამიანების, ვინც ბიზნესომბუდსმენს მიმართა და შედეგად, არაერთი პრობლემა მოგვარდა. აღნიშნული აპარატი განსაკუთრებით, რეგიონში არსებული ბიზნესებისთვისაა ძალიან ხელისშემწყობი. მე ბიზნესომბუდსმენს მადლობის წერილიც კი გავუგზავნე. გარდა ამისა, როგორც ვიცი, სხვადასხვა ქვეყნებს აქვთ იმის სურვილი, რომ ეს პრაქტიკა მათ ქვეყნებშიც დაინერგოს. არა მგონია, რომ განვითარებულ ქვეყნებს ჰქონდეთ ისეთი მოთხოვნები, რაც კარგი არ არის. ამიტომ, არ ვეთანხმები „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივას,რომელიც ბიზნესომბუდსმენის აპარატის გაუქმებას ითვალისწინებს.



„ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ირაკლი იაშვილის განცხადებით, ქვეყანაში, სანამ ორი საკითხი არ მოგვარდება, მანამდე ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტის საჭიროება მკაფიოდ დგას.პირველი, ვიდრე სასამართლო ისეთ დონეზე არ მოწესრიგდება, რომ ბიზნესმა თავისი პრობლემა გადაწყვიტოს სამართლებრივი დავის ფარგლებში ან არბიტრაჟში და ეს დავა წლობით არ გაგრძელდეს, მანამდე ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტის საჭიროება დგას. მეორე- ვიდრე არ მოგვარდება ბიუროკრატიის პრობლება.



როგორც იაშვილი განმარტავს, ამ ეტაპზე ეს ორივე პრობლემა ქვეყანაში მწვავედ დგას, შესაბამისად, ბიზნესომბუდსმენის ადგილი და როლი ძალიან მკაფიოა.


ავტორი: სოფო ქსოვრელი 






არაექსპლუატირებადი ტერასები, დაუსრულებელი მოაჯირები, გაუქმებული მწვანე სახურავი- რა სამშენებლო დარღვევები აღმოაჩინა მუნიციპალურმა ინსპექციამ „გალერია თბილისში“

არაექსპლუატირებადი ტერასები, დაუსრულებელი მოაჯირები, გაუქმებული მწვანე სახურავი- რა სამშენებლო დარღვევები აღმოაჩინა მუნიციპალურმა ინსპექციამ „გალერია თბილისში“
access_time2020-02-24 20:00:17
მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ „გალერია თბილისი“ 4 000 ლარით დააჯარიმა, მიზეზი ის სამშენებლო სამართალდარღვევებია, რომელიც დედაქალაქის მთავრობამ მრავალფუნქციურ სავაჭრო ცენტრში აღმოაჩინა.   სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება მუნიციპალურმა ინსპექციამ გასული წლის 19 ნოემბერს დაიწყო. ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ ბიძინა ივანიშვილის...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-02-24 21:30:50
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.ვასილ ურუშაძე: ქვეყნის ლოგისტიკური ეფექტიანობა ფსკერზეა, გამართული სატრანსპორტო სისტემის გარეშე ბიზნესის კეთება აბსურდია ლოგისტიკური მაჩვენებლების გაუარესების ფონზე არის თუ არა შესაძლებელი საქართველო ბიზნესის საკეთებლად...

დამსაქმებელთა ასოციაციის და English Book Education-ის ერთობლივ ნეთვორქინგ ღონისძიებას უმასპინძლებენ

დამსაქმებელთა ასოციაციის და English Book Education-ის ერთობლივ ნეთვორქინგ ღონისძიებას უმასპინძლებენ
access_time2020-02-24 14:30:17
ბიზნეს გაერთიანება - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა და English Book Education-ის ორგანიზებით “ნეთვორქინგ” ღონისძიება გაიმართება, რომელსაც 100-მდე კომპანიის წარმომადგენელი დაესწრება. საქართველოში დღითიდღე აქტუალური ხდება TOEIC ტესტი, რომლის ჩაბარებაც 1979 წლიდან აუცილებელი მოთხოვნაა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლების მისაღებად. ღონისძიების მიზანია, მონაწილეებმა მიიღებენ ინფორმაცია თავიანთი ბიზნეს საქმიანობის სტანდარტების გაუმჯობესების...

რუსეთის დუმის დეპუტატი გენადი ონიშენკო სვირინგების აკრძალვას ითხოვს

რუსეთის დუმის დეპუტატი გენადი ონიშენკო სვირინგების აკრძალვას ითხოვს
access_time2020-02-24 18:30:23
რუსეთის დუმის დეპუტატი,განათლების კომიტეტის მდივანი   გენადი ონიშნეკო  რუსულ რადიოსთან ინტერვიუში სვირინგების საშიშროებაზე ალაპარაკდა. ონიშენკო მიიჩნევს, რომ სვირინგების მიმართ სიყვარული სქესობრივი ჰორმონების სიჭარბეს უკავშირდება. „ეს უფრო მძიმე გამოვლინებაა იმ სულიერი ინტელექტუალური კრიზისის, რომელსაც საზოგადოება გაინცდის. საერთოდაც, ეს სვირინგები უნდა აიკრძალოს.“ - განაცხადა პარლამენტარმა. მისი თქმით, სვირინგებით სხეულის...

ფაბიო მანინი -„ქუთაისის „ტორპედოს“ დიდი ისტორია აქვს,ჩვენ ამ სახელით სასტუმროს აშენება გვინდა“

ფაბიო მანინი -„ქუთაისის „ტორპედოს“ დიდი ისტორია აქვს,ჩვენ ამ სახელით   სასტუმროს აშენება გვინდა“
access_time2020-02-24 16:30:04
„არ ვეძებდი მცირე და უმნიშვნელო კლუბებს, მინდოდა საუკეთესო. ქუთაისის „ტორპედო“  არაერთი თასის მფლობელი გახდა, ორი წლის წინ ასევე დიდი გამარჯვება მოიპოვა, შესაბამისად ჩავთვალე, რომ ეს საუკეთესო ვარიანტი იყო ჩემთვის“-ამის შესახებ „კომერსანტთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში  ქუთაისის „ტორპედოს“ ახალმა მფლობელმა,იტალიელმა ბიზნესმენმა ფაბიო მანინიმ...


მსგავსი სიახლეები

up