ბიზნესი ახალი საბაჟო კოდექსის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს

ბიზნესი ახალი საბაჟო კოდექსის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს

access_time2018-09-11 18:30:41

ახალი საბაჟო კოდექსის შესახებ ბიზნესი ინფორმაციას არ ფლობს. ფინანსთა სამინისტროს ოფიციალური დოკუმენტი ჯერ არ გაუსაჯაროებია. „კომერსანტთან“ საუბარში ბიზნესის წარმომადგენლებმა განიცხადეს, რომ არც კოდექსთან დაკავშირებიით გამართულ კონსულტაციებში მიუღიათ მონაწილეობა და არც დოკუმენტი უნახავთ.   


ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც ახალ საბაჟო კოდექსში იქნება გათვალისწინებული, იმპორტის გადასახადს ეხება. კერძოდ, თუ ქვეყანაში იმპორტირებული პროდუქტი რეექსპორტზე გავა, მაშინ ოპერატორს იმპორტის გადასახადი დაუბრუნდება. ეს სიახლე ძირითადად ავტოიმპორტიორებისთვის არის გათვალისწინებული. 


ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელის მიხეილ ალიხანაშვილის შეფასებით, საბაჟო კოდექსში განსახორციელებელი ცვლილება  ავტობიზნესის ოპრატორების საქმიანობას სტუმულს მისცემს: 


„პოზიტიური ცვლილებაა, თუმცა ოფიციალური დოკუმენტი ჯერ არ მინახავს, რადგან ფინანასთა სამინისტროს ინფორმაცია  ჯერ არ გაუსაჯაროებია. ეს იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი  გზავნილი, რომელიც ფოთში გამართულ პრეზენტაციაზე გაჟღერდა“. 


„კომერსანტი“ შეეცადა საბაჟო კოდექსთან დაკავშირებით, შეფასებები სხვა ბიზნესოპრატორებისგანაც მიეღო, თუმცა როგორც გაირკვა ბიზნესმენებმა მხოლოდ ძირითადი გზავნილები მოისმინეს და შეფასებების გაკეთება უჭირთ. 



„საბაჟო კოდექსზე ვერ ვუსაუბრებ“  ამბობს „კონერსანტთან“საუბარში  მეფრინველეთა ასოციაციის თავმჯდომარე ზურაბ უჩუმბეგაშვილი. მისი თქმით, მეფრინველეები საბაჟო კოდექსთან დაკავშირებით კონსულტაციებში ჩართული არ ყოფილან და შესაბამიად ვერ იმსჯელებენ:   


„ვიდრე ოფიციალურ დოკუმენტს არ ვნახავ, ძირითად გზავნილებზე ვერ ვისაუბრებ,“  ამბობს უჩუმბეგაშვილი. 


ანალოგიური პოზიცია აქვს ტექსტილის და ფეხსაცმელის მწარმოებელთა ასოცოაციის თავმჯდომარე დავით ბიძინაშვილს: „კოდექსთან დაკავშირებით, კონსულტაციებში მონაწილეობა არც ჩვენ მიგვიღია, შესაბამისად ინფორმაცია არც ჩვენ გვაქვს. ვიდრე ოფიცალურ დოკუმენტს არ ვნახავ კომენტარს ვერ გავაკეთებ“. 


ახალ საბაჟო კოდექსზე არ საუბრობს კომპანია BDO-ს მმართველი პარტნიორი ზურაბ ლალაზაშვილი : „ძირითადი გზავნილების შეფასება რთულია ვიდრე, ოფიციალურ დოკუმენტს არ გავეცნობი. სამწუხაროდ, საქმის კურსში არ ვარ“.  


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძე 2018 წლის ივნისში პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ  საბაჟო კანონმდებლობა ვერ პასუხობდა ბიზნესის მოთხოვნებს და ახალი პროექტის მომზადება მეწარმეებთან კონსულტაციების შედეგად მოხდებოდა. 


რამდენიმე დღის წინ კი ფინანსთა მინისტრმა ახალი საბაჟო კოდექსის პროექტის პრეზენტაცია  ფოთში გამართა. 


ფინანსთა ცნობით, კანონპროექტი მნიშვნელოვან სიახლეებს პროცედურების გამარტივების. კერძოდ:

მარტივი გაფორმების ახალი წესები და დეკლარირების ფორმები;

  • იქმნება გადახდილი იმპორტის გადასახადის დაბრუნების შესაძლებლობა;
  • საბაჟო გადაწყვეტილების მიღების დროს, მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული მეწარმის ინტერესები;
  • ბიზნესის გათვალისწინებით, შესაძლებელი იქნება გარანტიის ახალი სახის (თავდებობა) გამოყენება;
  • იქმნება მნიშვნელოვანი წინაპირობა, ბიზნესმა გამარტივებული საბაჟო პროცედურებით ისარგებლოს ევროკავშირსა და სხვა ქვეყნებში;
  • ამასთან, საბაჟო კანონმდებლობაში შენარჩუნდება ყველა ის პოზიტიური ცვლილება, რაც რეფორმების შედეგად განხორციელდა საგადასახადო და საბაჟო ვალდებულებების ერთიანი/გამარტივებული ადმინისტრირების მიმართულებით, მათ შორისაა: გადასახადის გადამხდელის ერთიანი ბარათი (საგადასახადო და საბაჟო), „სივრცეშიდასაზღვარზეარსებული ზედმეტობის ურთიერთჩათვლა, ერთიანის სახაზინო კოდი საგადასახადო/საბაჟო ვალდებულების შესასრულებლად, გასაჩივრებისა და საგადასახადო შეთანხმების ერთიანი სისტემა.

  • როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერიასაბაჟო კოდექსის ამოქმედების შემდეგ, საქართველო იქნება ქვეყანა რეგიონში, რომელიც თანამედროვე საბაჟო ინფრასტრუქტურასთან ერთად, ახალი საბაჟო კანონმდებლობითაც სრულად უპასუხებს ევროსტანდარტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საერთაშორისო ვაჭრობის განვითარებაშ


    ნინო ნატროშვილი






    ქართული კლუბები ევროტურნირებზე მაყურებლების გარეშე – უეფას ახალი გადაწყვეტილებები

    ქართული კლუბები ევროტურნირებზე მაყურებლების გარეშე – უეფას ახალი გადაწყვეტილებები
    access_time2020-08-10 19:00:43
    6 აგვისტოს უეფას ორგანიზებით მორიგი ვიდეო კონფერენცია გაიმართა, რომელშიც ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს წევრი ასოციაციების გენერალური მდივნები მონაწილეობდნენ. აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეს-სამსახური ავრცელებს. შეხვედრაზე უეფას ეგიდით გასამართ უახლოეს საკლუბო და სანაკრებო მატჩებზე იმსჯელეს. გადაწყდა, რომ ევროპა ლიგის ოთხივე ეტაპზე და ჩემპიონთა ლიგის სამ ეტაპზე მატჩები მაყურებლის გარეშე გაიმართება, ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის...

    დონალდ ტრამპმა ამერიკელებს TikTok-ით სარგებლობა აუკრძალა

    დონალდ ტრამპმა ამერიკელებს TikTok-ით სარგებლობა აუკრძალა
    access_time2020-08-10 20:00:57
    აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკელებს ჩინური კომპანიების ByteDance და Tencent-ის სერვისებით ყოველგვარი სარგებლობა აუკრძალა - მათ შორისაა მოკლე ვიდეოჩანაწერების სერვისიTikTok და მესენჯერი WeChat. აკრძალვის ქვეშ ყველა გარიგება მოხვდება, მათ შორის მოლაპარაკებები წილების შეძენასთან დაკავშირებითაც. ტრამპის ბრძანებულება ძალაში 20 სექტემბერს შევა. გადაწყვეტილებას წინ პრეზიდენტის მუქარები უძღოდა. შემდეგ, 6 აგვისტოს, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა...

    წლევანდელი წელი მთლიანად ჩავარდა - სამთო საექსპედიციო ტურიზმი ჯავშნებს მხოლოდ მომავალი წლიდან ელოდება

    წლევანდელი წელი მთლიანად ჩავარდა - სამთო საექსპედიციო ტურიზმი ჯავშნებს მხოლოდ მომავალი წლიდან ელოდება
    access_time2020-08-10 18:00:32
    კორონავირუსის პანდემიის გამო, საზღვრების ჩაკეტვამ და ფრენების გადადებამ, ტურიზმზე დამოკიდებული კომპანიების შეჩერება გამოიწვია. ერთ-ერთი ასეთი, მთაში მოგზაურობის და თავგადასავლების სააგენტო Mountain Freak-ია, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ სტუმარს ალპინისტურ, სალაშქრო, „ტრეკინგ“ თუ კულტურულ -ფოლკროლურ ტურებს სთავაზობს. პანდემიამდე მთელი სეზონი დაჯავშნილი იყო, თუმცა კორონავირუსმა გეგმები შეცვალა და წლევანდელი წელი მთლიანად ჩავარდა, ამის შესახებ „კომერსანტი“...

    მთავრობა „თელასის“ კაპიტალში კუთვნილი აქციების წილს ჰყიდის

    მთავრობა „თელასის“ კაპიტალში კუთვნილი აქციების წილს ჰყიდის
    access_time2020-08-10 17:00:11
    „საპარტნიორო ფონდი“ სს „თელასის“ კაპიტალში კუთვნილი აქციების წილის - 24.5%- ის გასასხვისებლად საჯარო აუქციონს აცხადებს. ინფორმაციას საპარტნიორო ფონდი ავრცელებს. საჯარო აუქციონის საწყისი ფასი შეადგენს 10 511 211.08 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში. ბიჯის ოდენობაა 50,000 ლარი. აუქციონის დროს დაფიქსირებული ფასი დაკონვერტირდება აშშ დოლარებში აუქციონის გამოცხადების დღისთვის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი გაცვლითი კურსის შესაბამისად. საჯარო აუქციონი 2020 წლის...

    გველის თუ არა უფრო ღრმა კრიზისი?!

    გველის თუ არა უფრო ღრმა კრიზისი?!
    access_time2020-08-10 16:00:18
    ამომრჩევლის მოსყიდვა თუ კრიზისის დროს შეხიდება? ახალ სოციალურ პაკეტს, რომელიც მთავრობამ მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფს შესთავაზა, უკვე მოჰყვა არაერთგვაროვანი შეფასებები. რადგან არჩევნებამდე 3 თვეა, ოპოზიციამ ჩათვალა, რომ ხელისუფლება იმ ამომრჩევლის გულის მოგებას ცდილობს, ვინც შესაძლოა „ქართული ოცნების“ 8-წლიანი მმართველობით კმაყოფილი არ არის. ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ამ პროგრამებს არჩევნებთან საერთო არაფერი აქვს და აანონსებენ, რომ შესაძლოა კიდევ ერთი სოციალური პაკეტი მომავალი წლის...


    მსგავსი სიახლეები

    up