ბიზნესი აშშ-სგან სანქციებს გამორიცხავს

ბიზნესი აშშ-სგან სანქციებს გამორიცხავს

access_time2020-02-24 11:30:15

 „სანქციების დაწესება, რა ფორმითაც არ უნდა იყოს, რა თქმა უნდა გავლენას მოახდენს ეკონომიკაზე და ძალიან არასასურველი და საფრთხილო ფაქტი იქნება.  მაგრამ, არ მგონია ეგეთი რამე მოხდეს, ამაში დარწმუნებული ვარ. ევროკაშირშთან ასოცირების ხელშეკრულება და უვიზო მიმოსვლა გვაქვს და ამ პერიოდში მთავრობის წევრს ან ნებისმიერ მოქალაქეს, რამე სანქცია რომ დაუწესონ ჩვენთვის ძალიან ცუდი იქნება. ამიტომ ყველამ უნდა ვიმუშავოთ, რომ ეს არ მოხდეს, როგორც პოზიციამ ასევე ოპოზიციამ.“-  ასე აფასებს კომპანია „რედიქს ჯგუფის“ გენერალური დირექტორი ლაშა პაპაშვილი, ამერიკელი კონგრესმენების მხრიდან გამოთქმულ მოსაზრებას საქართველოსთვის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით.


საქართველოსთვის სანქციების დაწესებას ბოლოს ამერიკელი კონგრესმენი, რესპუბლიკური პარტიის წევრი, ჩარლზ ფლეიშმანი შეუერთდა. ის მეხუთე ამერიკელი კანონმდებელია, რომელმაც კონგრესმენ მარკვეინ მალინის ინიციატივას დაუჭირა მხარი.


აშშ-ს კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის წევრმა, რესპუბლიკელმა მარკვეინ მალინმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ, გიორგი გახარიას წერილი გაუგზავნა, რომელშიც დემოკრატიული ღირებულებებისგან გადახვევისა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო  შეშფოთებას გამოხატავს.


 „კომერსანტი“ დაინტერესდა  რა მოლოდინი აქვს ქართულ ბიზნესს საქართველოს სტრატეგიული პარტნიორისგან და გამორიცხავს თუ არა, რომ შესაძლოა აშშ-მა კონკრეტულ პირებს საქართველოში სანქციები დაუწესოს. როგორც აღმოჩნდა, ბიზნესმენების უმეტესობა ერთხმად უარყოფს ამერიკისგან ეკონომიკური სანქციების საფრთხეს, თუმცა ყველაზე მინიმალური დაშვებით, ამ ფაქტმა შესაძლოა საქართველოს საერთაშორისო იმიჯზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს.


„აქ საუბარი არ არის ქვეყნის მიმართ სანქციებზე, არამედ ადამიანების მიმართ სანქციებზე. მაინც მგონია, რომ სანქციები არ იქნება და ეს ყველაფერი ბოდვას ჰგავს. სანქციები უწესდება ისეთ ქვეყნებს, რომელთა პოლიტიკა ამერიკის სტრატეგიულ ინტერესებს ეწინააღმდეგება. ასეთებია ირანი, რუსეთი - ჩვენ არ შევდივართ ამ ჩამონათვალში. შესაბამისად, ქართულ ეკონომიკასთან ვერ გავაიგივებთ ამ ყველაფერს. რუსეთში კერძო პირებზე და რამდენიმე კომპანიაზე აქვს აშშ-ს სანქციები დაწესებული, სახელმწიფო სანქციები კი მხოლოდ ირანზე( აკრძალულია მოძრაობა, გადარიცხვები).



თუ ეს მოხდება, ეს იქნება რეპუტაციულ ნაწილში გრძელვადიანი პრობლემა ჩვენი ქვეყნისთვის და  წლები დასჭირდება მის აღდგენას. კონგრესმენის წერილი არის ლობიზმის ნამუშევარი და ასეთ ადამიანებს ქვეყნისთვის სიკეთე არ უნდათ.“ - ამბობს ბიზნესმენი ირაკლი იაშვილი.


უმსხვილესი ამერიკული კომპანია „კოკა-კოლას“ ქართული წარმომადგენლობის , „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“-ს პრეზიდენტი თემურ ჭყონია მიიჩნევს, რომ ეკონომიკისთვის მსგავსი საუბრები სტრატეგიული პარტნიორისგან დამაზიანებელი არ იქნება და გამორიცხულია, რომ აშშ-მა ეკონომიკური სანქციები დააწესოს.


„როცა ერთი ქვეყანა მეორეს სანქციებს უწესებს ეს ნიშნავს, რომ რაღაც რეაგირება უნდა მოახდინოს სახელმწიფომ ან  ბიზნესმა. სანქციის მიზანი არის, რომ თემა რომელიც აწუხებს რომელიმე სახელწმიფოს,  ეს თემა უნდა მოექცეს რეგუალციების ქვეშ.  გამორიცხულია აშშ-მა ეკონომიკური სანქციები დაუწესოს საქართველოს.  ერთი კონგრესმენის ნათქვამიც საკმარისია რომ გაიზიაროს უმრავლესობამ, მაგრამ  ეს ეკონომიკას არ დააზიანებს .“ - ამბობს თემურ ჭყონია.


შეგახსენებთ, რომ ბოლო ორ თვეში საქართველოს მთავრობისთვის აშშ-ს კონგრესმენების მიერ გამოგზავნილ წერილებში გამოთქმული იყო შეშფოთება მიმდინარე მოვლენების, აქციების დაშლის, პროპორციული სისტემის ჩაგდების და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დევნის გამო და აღნიშნული იყო, რომ საქართველოსა და ამერიკის პარტნიორობა შესაძლოა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს.


მალინმა საქართველოს სამართლიანი ბიზნესპრაქტიკის სანქციების აქტი 2019 წელს შეიმუშავა, თუმცა, მისმა თანაპარტიელმა კონგრესმენებმა აქტის მხარდაჭერა ერთი წლის თავზე დაიწყეს. რესპუბლიკელი კონგრესმენი ქვეყნის დემოკრატიული ღირებულებებისგან გადახვევისა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო თავის შეშფოთებას გამოხატავს. ბიზნესის შევიწროების ერთ-ერთ მაგალითად მას ნავთობისა და გაზის კომპანია Frontera Resources მოჰყავს, რომელთაც საქართველო საერთაშორისო არბიტრაჟში დაობს.

 

მარიამ მორგოშია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up