ბიზნესი არსებული კოვიდ რეგულაციების მკაცრ აღსრულებას მოითხოვს

ბიზნესი არსებული კოვიდ რეგულაციების მკაცრ აღსრულებას მოითხოვს

access_time2021-08-04 11:00:05

ინფექციონისტების მოთხოვნას, რომ პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციები მკაცრ კონტროლს დაექვემდებაროს, ბიზნესიც იზიარებს.  საქართველოს მეფრინველეთა ასოციაციის ხელმძღვანელი, კომპანია ,,კუმისის“ დამფუძნებელი ზურაბ უჩუმბეგაშვილი აცხადებს, რომ ახალი ლოქდაუნის გადაწყვეტილება სასიკვდილო განაჩენი იქნება ბიზნესისთვის. ამიტომ, მისი თქმით, მნიშვნელოვანია არსებულ რეგულაციებზე კონტროლი გამკაცრდეს.


,,კორონავისრუსმა ისედაც ძალიან დიდი პრობლემა შექმნა როგორც შიდა, ასევე გარე ბაზრებზე. ნედლეულზე წვდომაც კი გაგვიჭირდა. ფასები კატასტროფულად გაზრდილია მარცვლეულსა და ზეთზე. გაიზარდა ელექტროენერგიის გადასახადი, ასევე საწვავის აფსი, რასაც პროდუქციის თვითღირებულებაში საკმაოდ დიდი წილი უჭირავს. ამას დაემატა მოთხოვნის კელბა, ჩვენი ბიზნესის დიდი ნაწილი ტურიზმის ინდუსტრიაზე იყო მიბმული. ტურისტული ნაკადების შემცირებამ წარმოება ძალიან დააზარალა. 2020 წლის მაჩვენებლებს ვერ შევადარებთ, მაშინ ბაზარი საერთოდ მკვდარი იყო, თუმცა გეგმის დიდი ნაწილი, რის განხორციელებასაც 2021-2022 წლებში ვგეგმავდით, ჩაგვივარდა. ფრინველის ხორცის წარმოებაში შევძელით 2019 წლის მაჩვენებლების შენარჩუნება, მაგრამ კვერცხის წარმოებაში 10%-იანი კლებაა“, - აცხადებს ,,კომერსანტთან“ უჩუმბეგაშვილი.


„კუმისის“ დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ ბიზნესი ლოქდაუნს ვერ გადაიტანს, ამიტომ, სანამ ახალი შეზღუდვების დაწესებაზე ფიქრობენ, უმჯობესია, არსებულ  რეგულაციებს  მეტი მონიტორინგი გაეწიოს, რაც გაცილებით მეტ შედეგს მოიტანს, ვიდრე ახალი შეზღუდვების დაწესება.


„მძიმე ეპიდემიური მდგომარეობაა და არ გვაქვს სხვა გამოსავალი, გარდა იმისა, რომ  ვისწავლოთ რეგულაციების დაცვა და ვირუსთან თანაცხოვრება. გარკვეული გამოცდილებაც დაგროვდა, არ არის ის მდგომარეობა, როგორშიც აღმოვჩნდით 2020 წლის დასაწყისში, როცა არ ვიცოდით, როგორ გავმკლავებოდით პანდემიას და რა ზომები მიგვეღო. ბიზნესი, ფაქტობრივად, ახალი მოთხოვნების შესაბამისად გადაეწყო, რასაც დრო დასჭირდა. ჩვენ თუ ვიქნებით ადეკვატურები და ვირუსთან თანაცხოვრებას ვისწავლით, ეკონომიკის ჩაკეტვის საფრთხე არ დაგვემუქრება“, - აცხადებს უჩუმბეგაშვილი.



შპს ,,კუმისი XXI” ბაზარზე 2005 წლიდან არის წარმოდგენილი. თანამედროვე დონეზე აღჭურვილი საწარმოს საქმიანობაა ქათმის კვერცხის წარმოება. ფაბრიკა მდებარეობს გარდაბნის რაიონში, სოფელ კუმისში, თბილისიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 17 კილომეტრის დაშორებით და განლაგებულია 12 ჰექტარზე. კომპლექსში განლაგებულია 13 საფრინველე – საწარმოო ფრინველისათვის და ასევე 3 საფრინველე ე.წ. საწიწილე-გამოსაზრდელი წიწილებისათვის, სადაც 1 დღიანი წიწილის გამოზრდა ხდება 15 კვირამდე. შემდეგ ეს წიწილები გადადიან საფრინველეში რათა მოემზადონ და დაიწყონ კვერცხის დადება 20 კვირის ასაკიდან. თითოეული საფრინველე გათვალისწინებულია საშუალოდ 28,000 ფრინველზე.


ზურაბ უჩუმბეგაშვილის ინფორმაციით, კომპანიაში დაასაქმებულია 150-მდე ადამიანი, ხოლო საშუალო ხელფასის მოცულობა 1300 ლარს შეადგენს.


შეგახსენებთ, რომ საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება, ინფიცირების გაზრდილი მაჩვენებელი, მოქმედი რეგულაციების აღსრულება და იმუნიზაციის პროცესის მიმდინარეობა განიხილეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, რომელიც, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს, 3 ივლისს, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, თუ ინფიცირების შემთხვევების ზრდის ტემპი გაგრძელდება, დაავადებათა კონტროლის ცენტრი მკაცრი შეზღუდვების ღონისძიებების გეგმას წარმოადგენს.


მისი თქმით, დღევანდელი პარამეტრები უკვე საკმარისი საფუძველია რეგულაციების გამკაცრებისთვის.

 

მარი ჩიტაია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up