დავით ბეჟუაშვილის როლი „საქნახშირში“ - ბიზნესი პირველ რიგში მაღალ  სოციალურ პასუხისმგებლობას გულისხმობს

დავით ბეჟუაშვილის როლი „საქნახშირში“ - ბიზნესი პირველ რიგში მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობას გულისხმობს

access_time2018-08-08 11:00:55

„საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ (GIG) - ერთ-ერთი უმსხვილესი ჰოლდინგი, რომელიც არაერთ კომპანიას აერთიანებს, მათ შორისაა „საქნახშირი“-ც. ბიზნესს დავით ბეჟუაშვილი ფლობს. მოცულობის გათვალისწინებით კომპანიის წლიური მოგება სავარუდოდ იმდენად დიდია, რომ ის ბიუჯეტში ერთ-ერთ უმსხვილეს გადამხდელად მოიაზრება.


პარალელურად, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული ბიზნესის სახელთან ასოცირდება ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში ათობით დაშავებული და დაღუპული ადამიანის სიცოცხლეც.


2010 წლის 4 მარტს, ტყიბულის მინდელის მაღაროში აფეთქების შედეგად, 4 მაღაროელი დაიღუპა.


2010 წლის 27 აგვისტოს, ტყიბულის მინდელის სახელობის მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად, 3 მაღაროელი დაიღუპა და 7 მძიმედ დაშავდა.


2011 წელს, 6 ნოემბერს, ისევ ტყიბულში, ისევ მინდელის მაღაროში, წმენდით სანგრებში ჭერის ჩამონგრევის შედეგად, 2 მაღაროელი დაიღუპა.


2011 წლის 22 იანვარს, მინდელის სახელობის მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად, დაიღუპა ერთი მაღაროელი და ოთხი მძიმედ დაშავდა.


2013 წლის 13 ოქტომბერს მინდელის შახტში, მიკროსამთო დარტყმის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა.


2015 წლის თებერვალში ტყიბულში, ქვანახშირის საბადოზე, 1 მუშა დაიღუპა.


2016 წელს, ოქტომბერში, მინდელის მაღაროში 1 გარდაცვლილი მუშა იპოვეს.


2017 წელს, 7 მაისს, ისევ ტყიბულში, ისევ მინდელის შახტში, 4 ადამიანი დაიღუპა, სატვირთო ლიფტზე სარემონტო სამუშაოების შესრულების დროს ბაგირის გაწყვეტის გამო.


2018 წელი, 5 აპრილი, - მინდელის მაღაროში დაიღუპა 6 და დაშავდა 3 მეშახტე.


ამ ფაქტებიდან დღემდე არცერთს მისცემია ბოლომდე სამართლებრივი შეფასება. მხოლოდ ბოლო ფაქტთან დაკავშირებით დაადგინა გამოძიებამ, რომ შახტიში უსაფრთხოების ნორმები არ არის დაცული. საქმეც ამავე სსსკ 240-ე მუხლით დაკვალიფიცირდა,  რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს და ექვსი პირიც მისცეს პასუხისმგებლობაში. ( სასამართლო გადაწყვეტილებამდე, მათ ბრალეულობის მტკიცებისგან თავს შევიკავებთ)



მაგრამ მაინც ისმის კითხვა ვინ არის ტრაგედიებზე რეალურად პასუხისმგებელი?


12 წელია, რაც დავით ბეჟუაშვილის კომპანია GIG  „საქნახშირის“ 100 %-იან წილს ფლობს. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში ხმამაღლა გაცხადდა, რომ კომპანია წაგებაზე მუშაობს და სახელმწიფოსაც კი შესთავაზეს უსასყიდლოდ მაღაროს გადაცემა,  ბიზნესის კეთება მაინც გრძერლდება  მოიპოვებენ ქვანახშირს, ამუშავებენ, ექსპორტზეც გააქვთ და ფულსაც იღებენ. ამ ყველაფერში არ ჩანს მხოლოდ მუშების სამუშაო პირობების გაუმჯობესება, მათი უსაფრთხოება და სიცოცხლის დაცვა. 


„კომერსანტი“ -ს კითხვაზე ბიზნესი მხოლოდ ფულის კეთებაა თუ სფეროზე სოციალური პასუხისგმებლობის აღებაც, დარგის სპეციალისტების  პოზიცია ერთია: როგორც განვითარებულ ქვეყნებში,  საქართველოშიც ნებისმიერმი ბიზნესმენი უნდა ცდილობდეს დასაქმებულისთვის შექმნას უსაფრთხო გარემო, დაეხმაროს თანამშრომელს პროფესიულ განვითარებაში  და მეტიც, ხელი შეუწყოს  იმ დარგის დაწინაურებას, რომელშიც ბიზნესმენი ოპერირებს.

 

 

ფოტო: უცხოელი და ქართველი მეშახტის ეკიპირება 


„არასერიოზულია, როცა GIG-ის მსგავსი  უმსხვილესი კომპანია საუბრობს წაგებაზე ვმუშაობდი ამდენი წელი და ამიტომ ვერ უზრუნველვყავი შესაბამისი უსაფრთხოებაო.  ზოგადად ამდენი ხანი, არანაირი ბიზნესი არ მუშაობს წაგებაზე და არ ფუქნციონირებს, თუ რაიმე სარგებელს არ ნახულობს. რაც შეეხება შრომის უფლებებს, დამსაქმებლის პირველი ვალდებულება არის აიღოს სოციალური პასუხისმგებლობა, თანამშრომელთათვის შექმნას უსაფრთხო გარემო და თუ ამას ვერ ახერხებს უნდა გააჩეროს მუშაობა. მეტიც, უნდა დაეხმაროს დასაქმებულს განვითარებაში. დავით ბეჟუაშვილის კომპანიას ასეთი გადაწყვეტილება არ მიუღია. მეტიც, ყოველთვის ისჯებიან მენეჯმენტის ქვედა რგოლის წარმომადგენლები. შსს-მ ამჯერადაც დააკავა ის 6 პირი, რომელსაც იდეაში ინსტრუქციის მიხედვით პირდაპირ ევალება უსაფრთხოება, თუმცა სინამდვილეში ეს პირები არ არიან გადაწყვეტილების მიმღებნი და აკეთებენ, მოქმედებენ ისე, როგორც ზედა რგოლის წარმომადგენელი მიუთითებს“,- განმარტავს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების შრომის უსაფრთხოების ექსპერტი ნიკა კაკაშვილი.

 

ფოტო: უცხოელი და ადგილორბივი მეშახტეები 


„ვერავინ დამარწმუნებს იმაში, რომ არსებობს ბიზნესმენი დედამიწაზე, რომელსაც სახლიდან მოაქვს ფული, წლები ახმარს რაღაც საქმეს და ამ საქმეს არ აქვს მოგება. მანიპულირების თემაა და მეტი არაფერი. შეიძლება რაღაც დივიდენდეები წლის ბოლოს კომპანიას არ რჩებოდეს ისეთი,  რომ აქციონერები  სასურველ მოგებას ინაწილებდნენ, მაგრამ ადმინისტრაციაში ხალხი მუშაობს, ავტოპარკს ამუშავებენ, ახალ თბოელექსტროსადგურებს აშენებენ და ა.შ. არაა გამორიცხული, რეალურად მოგების პროცენტების გადამისამართება GIG-ის სხვა ბიზნესებში ხდებოდეს,  მაგალითად, როცა გარდაბანში მეცხრე ბლოკი შეიძინეს, სადღაც ჰესი ააშენეს... მოკლედ, მოგება აუცილებლად ექნებოდა დავით ბეჟუაშილს, რაზეც არავინ ედავება. უბრალოდ თავის თანამშრომლებზე უნდა ზურნავდეს ყველა და პრობლემა სწორედ ამაშია. ის ბიზნესმოდელი, რაც შახტში მუშაობს, თავისთვად განაპირობებს შრომის უსაფრთხოებისგან გვერდის ავლასაც და პასუხსიმგებლობის საკითხიც არასწორად დგება. მაშინ ერთი და იგივე ტრაგედია წელიწადში ამდენჯერ ვერ განმეორდებოდა“,- განმარტავს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე თამაზ დოლაბერიძე.  

 

ფოტო: უცხოელი და ქართველი მეშახტეები


მინდელის შახტასთან დაკავშირებულ მოვლენებზე პირდაპირი თუ არა ირიბი პასუხისმგებლობა, რომ დავით ბეჟუაშვილს ეკისრება, ამ მოსაზრებას არ იზიარებს კომპანია „საქნახშირი“-ს დაკავებული 6 თანამშრომლის ინტერესების დამცველი მამუკა ჭაბაშვილი. მისი თქმით, GIG-ის მფლობელი ფიზიკურად არ იმყოფება ტყიბულში  და ამიტომაც ვერ გააკონტროლებს რა ხდება შახტში.


„მფლობელი იმიტომ ნიშნავს დირექტორს და უხდის ხელფასს, რომ შეძლოს მისი არყოფნის დროს სიტუაციის კონტროლი. დავით ბეჟუაშვილი ფიზიკურად ხომ ვერ იქნება ტყიბულში სულ?! ზუსტად ამიტომ ავალებს თავის ფუნქციას სხვებს და ის სხვები აგებენ პასუხს. რაც შეეხება შრომის პირობებს, „საქნახშირმა“ 13 მლნ.ლარის ინვესტიცია განახორციელა ამ მიმართულებით, თუმცა მოგეხსენებათ მინდელი შახტი არის ერთ-ერთი ურთულესი მთელ მსოფლიოში.  ამასთან, სამწუხაროდ ძალიან ხშირად იქ მომხდარი ტრაგედია თავად შახტში მყოფი ადამიანური ფაქტორთანაცაა დაკავშირებული“, - განამრტავს ჭაბაშვილი.

 

იმ შემთხვევაში თუ „საქნახშირი“ მართლაც წაგებაზე მუშაობდა, მაშინ რა სარგებელი შეიძლება მიეღო ზოგადად „საქართველოს ინდუსტირულ ჯგუფს“, როგორც ბიზნეს? - ამ კითხვაზე ეკონომისტ პაატა შეშელიძეს სამი სავარაუდო პასუხი აქვს:

 

 „პირველი, ხელისუფლებისგან ან რაიმე პრივილეგიები ჰქოდნა GIG-ს, რომელიმე სხვა სფეროში და სამაგიეროდ იძულებული იყო „საქნახშირი“ ემუშავებინა. მეორე, ან პირდაპირი რეკეტი იყო ვიღაცისგან,  ეს საქმე ეკეთებინა და GIG-ც იძულებული გახდა,  ან მესამე ვარიანტია - „საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფს“ თავიდან ჰქონდა რაღაც ვალდებულება აღებული, რაც მერე შეუცვალეს და უთხრეს, რომ ტყიბულელი მეშახტეები შეენახათ. ზუსტად ეს ვარიანტები სცემენ დღევანდელ გარემოებას პასუხს. სხვა ახსნა არ არის“,- აღნიშნავს შეშელიძე.

 

 

  • რატომ ვერ უზრუნველყო „საქნახშირი“-მა შესაბიმის შრომის უსაფრთხოება აქამდე ?
  • რატომ მუშაობს კომპანია წაგებაზე და ასეთ შემთხვევაში რეალურად რა ინტერესი აქვს ტყიბულში?
  • ვინ არის პასუხისმგებელი სინამდვილეში ათობით ადამიანის სიცოცხლეზე ?
  • „საქნახშირის“ წამგებიანი ბიზნესი ხომ არ უზრუნვეყოფს GIG-ის სხვა ბიზნესების დაცულობას?
  • განახლდება თუ არა ამ ეტაპზე შეჩერებული მინდელის შახტში მუშაობა?

 

კითხვები კვლავ აქტუალური და პასუხგაუცემელია.

 


ოფიციალური მონაცემების მიხედვით, დავით ბეჟუაშვილის კომპანია „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ ქართული ბიზნესის ყველაზე დიდ და მთავარ სეგმენტს ფლობს: ენერგეტიკა, ბუნებრივი რესურსების მოპოვებადამუშავება, საშენმასალათა წარმოება, ლოჯისტიკური მომსახურება, დეველოპმენტი, მედიაბიზნესი, საავტომობილო და ნავთობის ბიზნესი.

დავით ბეჟუაშვილის ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, რომ ის 1994 წლიდან ოფშორულ ზონაში, მარშალის კუნძულებსა და კვიპროსზე რეგისტრირებული ორი კომპანიის პარტნიორია, რომელთაგან სწორედ ერთ-ერთი ფლობს საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფს. დაუზუსტებელი ინფორმაციით კი ბიზმენმენის ქონება 1 მილიარდ დოლარს შეადგენს.




სალომე ლემონჯავა





კომუნიკაციების კომისია „მაგთისა“ და „სილქნეტს“ ტარიფების გაზრდის საშუალებას არ მისცემს

კომუნიკაციების კომისია „მაგთისა“ და „სილქნეტს“ ტარიფების გაზრდის საშუალებას არ მისცემს
access_time2019-01-24 09:10:03
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური აცხადებს, რომ კომისია ფიქსირებული ბაზრის კვლევას იწყებს, იმ მიზნით, რომ საცალო ბაზრის რეგულირება მოახდინოს და კომპანიებს, რომლებიც კომისიის აზრით უსაფუძვლოდ ზრდიან ფასებს ზედა ზღვრული ტარიფები დაუწესოს. „ჩვენ დავიწყებთ საცალო ბაზრის სეგმენტზე, ნებისმიერ მობილურ, თუ ფიქსირებული მომსახურების ბაზრის კვლევა-შესწავლას, ბაზრის კვლევა დაიწყება იმ მიზნით, რომ საცალო ბაზრის რეგულირება მოვახდინოთ. კერძოდ, საცალო ბაზარზე...

კახა ბექაური: „ბილაინს გადაწყვეტილი აქვს ამ ბაზრიდან გასვლა, ის ყიდის ბიზნესს“

კახა ბექაური: „ბილაინს გადაწყვეტილი აქვს ამ ბაზრიდან გასვლა, ის ყიდის ბიზნესს“
access_time2019-01-24 09:25:01
ბილაინს არ ჰქონდა 4G უზრუნველყოფის შესაძლებლობა და ვერ უწევდა ამ ორ კომპანიას კონკურენციას, მაგრამ კომისიამ მისცა მათ 800იანი სიხშირე და მათ შეძლეს 4G განვითარება, მიუხედავად ამისა, მათ გარკვეულად მაინც საექსპერიმენტო ბაზად ქონდათ ქართული ბაზარი და პრინციპში „ბილაინსაც გადაწყვეტილი აქვს ამ ბაზრიდან გასვლა, ისიც ყიდის ბიზნესს, შეასბამისად, მისი მხრიდანაც არ ხდება კონკურენციაში შესვლა“-ამის შესახებ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა მექაურმა...

Damen Shipyards -ის წარმომადგენლები უახლოეს პერიოდში საქართველოში ჩამოვლენ - ეკონომიკის სამინისტროს განმარტება

 Damen Shipyards -ის წარმომადგენლები უახლოეს პერიოდში საქართველოში ჩამოვლენ - ეკონომიკის სამინისტროს განმარტება
access_time2019-01-23 17:51:34
როგორც „კომერსანტს“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განუცხადეს, ნიდერლანდური კომპანია Damen Shipyards-იის მიერ საქართველოში გემთმშენებლობის საწარმოს აშენებასთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია. უწყებაში დაგვიდასტურეს, რომ უახლოეს მომავალში საქართველოში საერთაშორისო კომპანიის ექსპერტები ჩამოვლენ და ბაზარს შეისწავლიან. სწორედ ამის შემდეგ გადაწყდება კონკრეტულად სად და რა ტიპის...

პაატა შეშელიძე : „მიუხედავად კარგი განცხადებებისა, პრემიერს საქართველოს რეგიონში ჰაბად გადაქცევის რეალური ბერკეტები არ აქვს“

პაატა შეშელიძე : „მიუხედავად კარგი  განცხადებებისა, პრემიერს საქართველოს რეგიონში ჰაბად გადაქცევის რეალური ბერკეტები არ აქვს“
access_time2019-01-24 10:00:55
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე უკვე ნახევარ წელზე მეტია,  საქართველოს  რეგიონულ  ჰაბად ქცევაზე საუბრობს. ამის შესახებ მან გუშინ “დოიჩე ველესთან” ინტერვიუშიც განაცხადა. მისი განმარტებით, მთავრობის სტრატეგიაა, საქართველო რეგიონის ცენტრად აქციოს ბიზნესის, ვაჭრობის, ფინანსების, ლოჯისტიკის, ტურიზმისა და განათლების სფეროში.   შეკითხვაზე — რა პერსპექტივა აქვს საქართველოს გახდეს რეგიონში ჰაბი და რა ნაბიჯებს...

საქართველოს სკოლების 88%-ში არ არის დაცული ჰიგიენური ნორმები - გაეროს ბავშვთა ფონდი და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია

 საქართველოს სკოლების 88%-ში არ არის დაცული ჰიგიენური ნორმები - გაეროს ბავშვთა ფონდი და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია
access_time2019-01-23 16:48:09
2018 წელს გაეროს ბავშვთა ფონდისა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ერთობლივი გლობალური ანგარიში  - „სასმელი წყალი, სანიტარია და ჰიგიენა სკოლებში“ გამოქვეყნდა. ანგარიშის მიხედვით, საქართველოს საჯარო სკოლების 26%-ში არ არის სუფთა სასმელი წყალი, აგრეთვე 26%-ში საერთოდ არ არის საპირფარეშოები, 40%-ში არ არის დაცული სანიტარული პირობები, 88%-ში არ არის დაცული ჰიგიენური ნორმები. გამოკვლეული სკოლების 27%-ში საერთოდ არ არის ხელსაბანი. მსოფლიო...


მსგავსი სიახლეები

up