ბიზნესი  2019 წელს აჯამებს და გილოცავთ დამდეგ 2020 წელს

ბიზნესი 2019 წელს აჯამებს და გილოცავთ დამდეგ 2020 წელს

access_time2019-12-31 20:00:44

2019 წელი ბიზნესისთვის არაერთგვაროვანი გამოწვევების წელი აღმოჩნდა. „კომერსანტის“ კითხვაზე, თუ როგორ დაახასიათებდნენ გასულ წელს ერთი წინადადებით, ბიზნესმენებისგან მივიღეთ პასუხები, რომელთაგანაც ზოგი იმედისმომცემია და ზოგიერთი არცისე სახარბიელო მოლოდინებს გამოხატავს.


 „ეს წელი იყო ძალიან მძიმე დარტყმების წელი ბიზნესისთვის. პირველ რიგში, ბიუროკრატიული პროცესები აფერხებს ყველაფერს, წელს ბიზნესმა დათმო პოზიციები. ეს ეხება როგორც ავიაციის სფეროს, ასევე კონკრეტულად ჩვენი კომპანიისთვის არასახარბიელო სიტუაციის შექმნას.  სახელმწიფო აფინანსებს ჩვენს კონკურენტ კომპანიებს და ხელს უშლის Georgian Airways-ის საქმიანობას. რუსეთიდან ფრენების აკრძალავა კი ბოლო წერტილი იყო.“ - ასე აფასებს ქართული საავიაციო კომპანიის დამფუძნებელი თამაზ გაიაშვილი გასულ წელიწადს.


„გამოწვევების შესაძლებლობებად გადაქცევის წელი  - შედარებით პოზიტიური აქცენტები სააქციო საზოგადოება „ლომისის“ კორპორაციულ საქმეთა დირექტორმა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა გააკეთა.  როგორც ჩანს ლუდის წარმოებაში ბიზნესი წინსვლასა და 2020-ში მოვლენების სწორ განვითარებაზე ამახვილებს ყურადღებას.


 - ყველა პროექტი განვახორციელეთ ლუდის ინდუსტრიაში, რაც დაგეგმილი გვქონდა.  2015 წლის შემდეგ ეს იყო პირველი წელი, როცა ზრდა დაფიქსირდა ინდუსტრიაში.  თუ მაშინ იყო კლება,  2020-ში იმედების და მოლოდინების წელი გვექნება.“ - ამბობს ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი.


ლარის მკვეთრი გაუფასურება და გაზრდილი ფასები - ასე აფასებს როგორც ეკონომიკის, ასევე ბიზნესისთვის განვლილ რთულ წელიწადს „დისტრიბუტორთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი ივა ჭყონია.


„იყო რიგი პრობლემები და გამოწვევები -  ყველაზე მტკივნეული ლარის კრიზისი აღმოჩნდა, ინფლაციამ ყველაზე ნეგატიურად იჩინა თავი,  რეფინანსირების განაკვეთი გაიზარდა, რაც ნიშნავს, რომ მოსახლეობისთვის გაიზარდა სასესხო პროცენტი„ოქროს სიის“  სწრაფად გაუქმება ასევე  ერთ-ერთი ნეგატიური ეფექტის მომტანი იყო, მესმის  ფინანსთა სამინისტროს პოზიციაც ამ საკითხზე, მაგრამ  ბიზნესს უნდა ჰქონოდა მოსამზადებელი დრო, ქეშის დეფიციტი შეიქმნა და მოგვიწია მიგვემართა ბანკებისთვის.


ყველა მაინც ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, მომავლის იმედი გვაქვს.“ - ამბობს ივა ჭყონია.


2019 წლის მიწურულს,  „კომერსანტი“  ერთგულ რესპოდენტებს, ბიზნესმენებს, მედიასთან აქტიური კომუნიკაციისა და ჩართულობის გამო მადლობას უხდის და მომავალი წლისთვის ნაკლებ სირთულეებს, ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს და მყარ ლარის კურსს ვუსურვებთ. ამასთანავე არც ბიზნესმენებმა დაიშურეს მისალოცი სიტყვები ჩვენი მკითხველებისა და მსმენელებისთვის.  

 

ბიზნესმენი ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი - ყოველთვის გამოირჩეოდა „კომერსანტი“ თავის საქმიანობაში და გისურვებთ, რომ ამ ტემპით გააგრძელოთ ბიზნესის საკითხების განხილვა.  ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი მოღვაწეობა და შესაბამისად, ბიზნეს-საზოგადოებას აწვდით განახლებული ინფორმაციას, რაც ხელს გვიწყობს ჩვენ ყოველდღიურ საქმიანობაში. გისურვებთ წარმატებას და ასეთი შემართებით გაგეგრძელებინოთ საქმიანობა. მე პირადად ვრჩები თქვენს მკითხველად და მოვუწოდებთ ყველას, ვისაც უნდა ბიზნესის შესახებ ჰქონდეს სრული ინფორმაცია, უნდა უსმინონ და იკითხონ „კომერსანტი“.


ბიზნესმენი ივა ჭყონია  - „განსაკუთრებული სითბოთი და სიყვარულით მინდა როგორც კომერსანტს, ასევე თქვენს მკითხველს და მსმენელს მივულოცო დამდეგი ახალი წელი. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კომპეტენტური მედიასაშუალება და დროულად აწვდით ინფორმაციას ბიზნესს. რაც ძალიან საჭიროა.  არ გაურბიხართ სიამრთლეს და ეს არის ყველაზე ღირებული და ფასეული წარმატებისთვის.  ყველა წარმატებულმა და მომავალმა ბიზნესმენმა უნდა ადევნოს თვალი თქვენს ინფორმაციებს, რითაც არაერთხელ დადებითად მისარგებლია მეც.“


ბიზნესმენი გიორგი სვანიძე - „კომერსანტის“ მთელ გუნდს და მკითხველს ვულოცავ დამდეგ ახალ წელს, დიდი წარმატების, ჯანსაღი აზრების კიდევ უფრო მეტად გაჟღერების და კეთილდღეობის წელი ყოფილიყოს.


ბიზნესმენი თამაზ გაიაშვილი

„კომერსანტის“ ყველა  მკითხველს, ბიზნესასოციაციებსა, კომპანიების წარმომადგენლებს ვუსურვებ ჯანსაღ წელიწადს და დასახული მიზნების მიღწევას.

 


 მარიამ მორგოშია






6 აპრილი - ქართული ლარი გაუფასურდა, თურქული ლირა მცირედით გამყარდა

6 აპრილი - ქართული ლარი გაუფასურდა, თურქული ლირა მცირედით გამყარდა
access_time2020-04-06 19:00:47
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის დასაწყისიდან ლარის მნიშვნელოვანი გაუფასურება დაიწყო და წლის დასაწყისთან შედარებით, დაახლოებით 22%-ით გაუფასურდა. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაშიც ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარი ძირითადად მკვეთრად უფასურდებოდა, რეგიონის ვალუტის კურსები კი ან მცირედით და ეტაპობრივად უფასურდება, ან მყარდება. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 6 აპრილის ვაჭრობის შედეგად, ქართული...

ბაზისბანკის ციფრული არხებით სარგებლობა უფასოა

ბაზისბანკის ციფრული არხებით სარგებლობა უფასოა
access_time2020-04-06 17:30:46
ბაზისბანკი შექმნილი ვითარებისა და მომხმარებელთა ინტერესების გათვალისწინებით, თავის მომხმარებლებს ინტერნეტ და სმს ბანკინგს 3 თვის განმავლობაში უფასოდ მიაწოდებს. ბანკის ელექტრონული სერვისების საშუალებით საჭირო საბანკო ოპერაციების განხორციელებას სახლიდან გაუსვლელად, ბანკის ოფისებში ვიზიტის გარეშე, უწყვეტ რეჟიმში შეძლებთ. ბაზისბანკის ინტერნეტ და მობაილ ბანკით თქვენ შეგიძლიათ: უფასოდ...

კრიზისმა ეროვნული ბანკის დაგვიანებული, არაეფექტიანი და „შეშინებული“ პოლიტიკა კიდევ უფრო სახიფათო გახადა

კრიზისმა ეროვნული ბანკის დაგვიანებული, არაეფექტიანი და „შეშინებული“ პოლიტიკა კიდევ უფრო სახიფათო გახადა
access_time2020-04-06 18:00:27
გასული კვირის ბოლოს „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ ხელმძღვანელმა, კორონოვირუსისგან სულ ახლახანს გამოჯანმრთელებულმა ნიკოლოზ გამყრელიძემ, საჯაროდ უსაყვედურა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს სიტლანქისა და მოუქნელობის გამო. მედიასთან საუბრისას გამყრელიძემ აღნიშნა, რომ მის მიერ, ანუ ქვეყნის ყველაზე მსხვილი ჰოსპიტალური გაერთიანების პირველი პირის მიერ მიწერილ წერილზე, რომელიც პრაქტიკულად ბოქსირებული პალატიდან გაუგზავნა გვენეტაძეს და სადაც ოპერატიულ...

„სამწუხაროა, რომ ამის შესახებ არ ვიცოდით, საინტერესოა რას ელის ჩვენგან მინისტრი“ – „სადაზღვევო ასოციაცია“ ეკატერინე ტიკარაძის ინიციატივაზე

„სამწუხაროა, რომ ამის შესახებ არ ვიცოდით, საინტერესოა რას ელის ჩვენგან მინისტრი“ – „სადაზღვევო ასოციაცია“ ეკატერინე ტიკარაძის ინიციატივაზე
access_time2020-04-06 17:00:04
„ამ ეტაპზე კოვიდინფექციის მკურნალობის ხარჯებს მთლიანად სახელმწიფო ფარავს, თუმცა, სადაზღვევო კომპანიებთან ფინანსურ მხარდაჭერაზე მოლაპარაკებები გაიმართება“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. როგორ ჩაერთვებიან სადაზღვევო კომპანიები მთავრობის ახალ...

EBRD „სოლიდარობის პაკეტის“ ფარგლებში საქართველოს და სხვა ქვეყნებს ჯამში 1 მილიარდ ევროს გამოუყოფს

EBRD „სოლიდარობის პაკეტის“ ფარგლებში  საქართველოს და სხვა ქვეყნებს ჯამში 1 მილიარდ ევროს გამოუყოფს
access_time2020-04-06 16:10:36
„ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი“ (EBRD) და საქართველოს მთავრობა კორონავირუსის პანდემიის პირობებში ქვეყნის ეკონომიკის წინაშე არსებული გამოწვევებზე საპასუხოდ თანამშრომლობას აღრმავებენ. ამის შესახებ EBRD-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. „სოლიდარობის პაკეტის“ ფარგლებში EBRD 38 ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, ჯამში 1 მილიარდ ევროს გამოუყოფს. როგორც საქართველოს ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს, აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის მმართველ დირექტორს...


მსგავსი სიახლეები

up