ბიზნესი 5 ივლისის მოვლენებს გმობს და პასუხიმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს 

ბიზნესი 5 ივლისის მოვლენებს გმობს და პასუხიმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს 

access_time2021-07-06 16:07:04

CNN, BBC, Associated Press, Guardian, France24 - საქართველო მსოფლიო ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა - ყველა გავლენიანი მედია წერდა, რომ ღირსების მარში ძალადობრივ პროტესტად გადაიქცა. 53 დაზარალებული ჟურნალისტი, დარბეული ოფისები და განადგურებული ინვენტარი ეს გუშინდელი დღის ქრონიკაა. დღეს „კომერსანტი“ დაინტერსდა, როგორ აფასებს ძალადობრივი ჯგუფების შტურმს ქართული ბიზნესი. რა გავლენა ექნება ულტრა-მემარჯვენეების კონტრაქციას ეკონომიკაზე და როგორ აისახება ქვეყნის რეპუტაციაზე.

 

„კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ პრეზიდენტი თემურ ჭყონია გვიყვება, რომ ცხოვრების მანძილზე ბევრი რამის მომსწრეა, თუმცა, ისეთი დაბალი დონის აგრესია, როგორიც გუშინ ძალადობრივი ჯგუფების მიერ იქნა გამოვლენილი, არასდროს უნახავს.

 

„აგრესია არის სხვადახვა კატეგორიის და სხვადახვა გამოხატვის ფორმა აქვს, თუმცა გუშინდელი დაბალი დონის აგრესია წარმოუდგენლად შეურაცხმყოფელი იყო ქვეყნისათვის და ისტორიისთვის. აქციაზე შეკრებილმა ძალადობრივმა ჯგუფებმა ჟურნალისტების ცემა დაიწყეს, სასიკვდილოდ იმეტებდნენ ადამიანებს, ამას ვერც კი წარმოვიდგენდი. ეს ყველაფერი როგორ იმოქმედებს ჩვენს იმიჯზე? სიტყვები არ მყოფნის იმის აღსაწერად, რა შეფასებაც ამ ყველაფერს მოჰყვება, ამის გამოსწორებას კი რამდენი წელი დასჭირდება“, - აცხადებს თემურ ჭყონია.

 

ბიზნესმენი ამბობს, რომ სახელმწიფო ვალდებული იყო, ძალადობის პრევენცია მოეხდინა. თუმცა, მისივე თქმით, ხელისუფლებამ მომხდარის ანალიზი დაიწყო, რაც  არასწორია. „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ პრეზიდენტი  მიიჩნევს, რომ მოვლენები სამოქალაქო საზოგადოებამ უნდა შეაფასოს.

 

„ჩვენ მოვისმინეთ მმართველი გუნდის წევრების განცხადებები, რომ ამ ყველაფერის უკან კონკრეტული პარტია დგას. ჩემი აზრით, სახელმწიფომ მომხდარის ანალიზი კი არ უნდა გააკეთოს, არამედ ძალადობის პრევენციაზე იზრუნოს. მომხდარის ანალიზს როგორც გინდა ისე წარმოაჩენ, მაგრამ პრევენცია სახელმწიფოს ვალდებულებაა. კიდევ გავიმეორებ, რომ სახელმწიფო არ უნდა აფასებდეს მოვლენებს. ამას ჩვენ, საზოგადოება უნდა ვაკეთებდეთ. ხელისუფლება ნუ წარმოაჩენს, ვისი ბრალია მომხდარი, ეს არ არის სწორი. მოცემულ სიტუაციაში სახელმწიფო იყო უაღრესად და აბსოლუტურად მიუღებელი - შეფასებებით, მენტალიტეტით, მიდგომებით“, - განუცხადა კომერსანტს ბიზნესმენმა.

 

„კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ პრეზიდენტი ამბობს, რომ სახელმწიფო ვალდებულება ნებისმიერი ადამიანი დაიცვას. თუმცა თემურ ჭყონიას თქმით, გუშინდელი დღემ აჩვენა, რომ საქართველოს მთავრობას განსხვავებული ორიენტაციის ადამიანის დაცვა არ შეუძლია.


 

„ინვესტორი ან ტურისტი შესაძლებელია სხვადსხვა შეხედულების, სხვადახვა მრწამსის ან ორიენტაციის იყოს, თუმცა სახელმწიფომ აღიარა – მას არ შეუძლია განსხვავებული ორიენტაციის ტურისტი ან ინვესტორი დაიცვას. რატომ გვგონია, რომ ყველა ინვეტორი არის გიორგი სააკაძის შთამომავალი? ინვესტორი შეიძლება იყოს სხვა ორიენტაციის, რომლსაც უფრო მეტი შესაძლებლობა და განათლება აქვს, ვიდრე ე.წ. ჯიგიტებს“, - ამბობს თემურ ჭყონია.

 

5 ივლისს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს უარყოფითად აფასებს „ჩირინას“ გენერალური დირექტორი რევაზ ვაშაკიძე. ბიზნესმენი „კომერსანტთან“ საუბარში აცხადებს, რომ ძალადობრივი ჯგუფების შტურმი ქვეყნის რეიტინგს არ გაზრდის და მომხდარი, რა თქმა უნდა, ბიზნესზე უარყოფით ზეგავლენას მოახდენს.

 

„ფაქტი გუშინ მოხდა, მაგრამ ამას გრძელვადიანი ეფექტი ექნება. ქვეყანაში განვითარებული მოვლენები ძალიან ფართოდ გაშუქდა, ინფორმაციას ძალიან ბევრი მეგობარი მიგზავნიდა. შემიძლია გითხრათ, რომ ეს დადებითად არ იმოქმედეს, საჭირო იყო უფრო მეტი მომზადება ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან, რათა შეტაკება არ მომხდარიყო.  რეალურად საფრთხეს ძალოვანი სტრუქტურა წინასწარ ითვლის, ჩემი აზრით, ხელისუფლების მხრიდან საფრთხე არასწორად იყო შეფასებული. საქართველოს მთავრობა ბოლო მომენტში მიხვდა საშიშროებას და მოუწოდა, მარში არ ჩაეტარებინათ, თუმცა ეს ყველაფერი წინასწარ უნდა მოემზადებინათ. ეს აგრესიის ცუდი გამოვლინება იყო. ვთვლი, რომ ორგანიზატორების მიმართ, რომელთაც ეს ხალხი შეკრიბა და ძალადობისკენ მოუწოდებდა, სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას. საჭიროა უფრო მეტი გამჭვირვალობა და პასუხისმგებლობა აქციის ორგანიზატორების მიმართ. ჩემი აზრით მომხდარის ღრმა ანალიზი უნდა გაკეთდეს, რადგან ფაქტობრივად ეს აგრესია არ იყო LGBTQ + თემის მიმართ მიმართული. ეს იყო მიმართული ჟურნალისტების და ტურისტების მიმართ“, - განაცხადა რევაზ ვაშაკიძემ.

 

დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი ივა ჭყონია აცხადებს, რომ 5 ივლისს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობა სრულად საქართველოს მთავრობას ეკისრება.  ბიზნესმენი მიიჩნევს, რომ იმ ფონზე, როდესაც საქართველო დამოკიდებულია ევროპასა და ამერიკაზე, მათ დახმარებაზე, ძალადობრივი ჯგუფების შტურმი ცალსახად ნეგატიურად აისახება როგორც ინვესტიციებზე, ასევე ყველა ბიზნეს ოპერატორზე.

 

„როდესაც ევრო-ატლანტიკური მიმართულება გვაქვს აღებული და ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ინვესტიციები, ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფების კონტრაქციის შემდეგ, არ მგონია ვინმეს ინვესტირების სურვილი გაუჩნდეს. გამიჭირდება გუშინ მომხდარი ბნელ 90-იან წლებს შევადარო, მაშინ რაც ხდებოდა კიდევ დასაშვები იყო, მაგრამ როდესაც 30 წელია დამოუკიდებელი ერი ვართ და ასეთ სიბნელეს ვხედავთ, ეს არის უბრალოდ წარმოუდგენელი.

 

მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებლობა მხოლოდ სახელმწიფოს ეკისრება და არავის სხვას. ყველაფერი მიზანმიმართული იყო იმისკენ, რომ რუსთაველზე კარვები მოცილებულიყო და პირდაპირ აგრესია ყოფილიყო ჟურნალისტებზე. ეს მიგვანიშნებს, რომ თავისუფალი მედია არავის სჭირდება.  ჩვენ ვართ ის ქვეყანა, რომელსაც სერიოზულად აკვირდებიან ევროპელი პარტნიორები და უშუალოდ არიან პროცესებში ჩართულები და ცალსახაა, რომ რაც გუშინ მოხდა ინვესტორებს მხოლოდ და მხოლოდ დააფრთხობს“, - აცხადებს ივა ჭყონია.


5 ივლისს, ძალადობრივ კონტრაქციაზე ჰომოფობიური და მოძალადე ჯგუფები ჟურნალისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ და ტექნიკაც დაუზიანეს. ჟურნალისტების ნაწილი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი. პოლიციამ 53 ჟურნალისტის ცემისთვის პოლიციამ სულ 11 ადამიანი დააკავა, მათგან 8 - ადმინისტრაციული წესით.


ბაჩო ადამია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up