ხელისუფლების გადაწყვეტილებები, რაზეც ბიზნესი გაბრაზდა

ხელისუფლების გადაწყვეტილებები, რაზეც ბიზნესი გაბრაზდა

access_time2019-08-14 18:30:21


წლებია საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლები სულ უფრო ხშირად აფიქსირებენ უკმაყოფილებას ხელისუფლების ამა თუ იმ გადაწყვეტილების გამო. ბოლო პერიოდში კი აშკარაა, უკმაყოფილება გაბრაზებაში გადაიზარდა, რასაც არაერთი საპროტესტო აქცია თუ გაფიცვების სერიაც ადასტურებს.

რაზე ბრაზდებიან ყველაზე მეტად საქართველოს მოქალაქეები  და ხელისუფლების რომელი  გადაწყვეტილებები არ მოსწონთ, ამჯერად “კომერსანტი“, როგორც ბიზნეს-ეკონომიკური გამოცემა, ბიზნესის პოზიციას შემოგთაბაზებთ: 



ალბატროს ჯგუფის“ დამფუძნებელი დავით ბეგიაშვილი

 

1.ამდენი ხნის განმავლობაში ქვეყანაში არ მოხერხდა სამართლებრივი სივრცის შექმნა, ყველაზე მეტად ეს საკითხი მაწუხებს და მაბრაზებს. ის მემკვიდრეობა რაც დარჩა იგივე მემკვიდრეობას ვაგრძელებთ ახლაც. 2012 წელს ქართული ოცნების ერთ-ერთი მთავრი დაპირება იყო სამართლიანობის აღდგენა. ამის გამო გადაირჩიეს წინა ხელისუფლება. 2019 წელია და ისევ ერთ წერტილში ვართ, პროცესები პრინციპში არც დაძრულა. 


2. ასევე არ ვემხრობი ე.წ. ოქროს სიის გაუქმებას. გადასახადების გადახდა სხვა კომპანიებისთვისაც უნდა გამარტივებულიყო და პირიქით ყველას გაურთულეს საქმე.


3. ვფიქრობ, რომ ნაჩქარევი გადაწყვეტილება იქნა მიღებული საბანკო რეგულაციების კუთხითაც, ამან ეკონომიკას სერიოზული ზიანი მიაყენა, რაც ჩანს კიდევაც.



4. ვთვლი, რომ ლარის გაუფასურებაც არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია.   

 

საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარე ივა ჭყონია


1. მთავარი გადაწყვეტილება რომელიც პირველი გამახსენდა არის მათ მიერ შეპარული “ოქროს სიის“ გაუქმება.


2. იგივე შეიძლება ვთქვა საწვავსა და ალკოჰოლურ სასმელზე აქციზის გაზრდაზე. ამით ბიზნეს პრობლემები შეექმნა. როდესაც დაწიეს აქციზის გადასახადი, უკვე გვიან იყო. ამ ყველაფრის შედეგებს დღევანდელ დღესაც ვიმკით.

 

კომპანია „ჩემი რანჩოს“ დამფუძნებელი ვანო იოსელიანი

 

1. გამაბრაზა ფინანსთა სამინსიტროს ბოლო დროინდელმა გადაწყვეტილებამ, როდესაც გააუქმა “ოქროს სია“.  ვთვლი, რომ ეს საკმაოდ უხეშად იყო გაკეთებული. ჩემი აზრით, ეს მძიმე ტვირთად დააწვა ძალიან ბევრი კომპანიას და ძალიან ბევრი პრობლემა გამოიწვია. ერთ დღეში ასეთი გადაწყვეტილების მიღება, რბილად რომ ვთქვათ, არასწორია.


2. გავიხსენებ, ხორბლის  გადამზიდავებთან დაკავშირებით მოუმზადებლად და მოულოდნელად მიღებულ გადაწყვეტილებას. ესეც გაუთვლელი გადაწყვეტილება იყო და მოუწიათ შემდგომ უკან დახევა.

 

 

„ტექნობუმის“ დამფუძნებელი ანზორ ქოქოლაძე

 

ყველაზე მეტად რაზეც გავბრაზდი არის ის, რომ სამართლიანობა არ აღდგა. წართმეული ქონება, რომ არ დაბრუნდა, ამაზე გავბრაზდი ყველაზე მეტად. თუმცა საქართველოს მთავრობამ მიიღო ძალიან ბევრი გადაწყვეტილება რაზეც კამათი შეიძლება, რაზეც გაბრაზება ხმამაღალი ნათქვამი იქნება, სამართლიანობის აღდგენის გარდა სხვა ყველაფერი  სამსჯელო საკითხებია, მაგალითად, იგივე საბანკო რეგულაციები, რასაც თავის პლუსები და მინუსები  აქვს, შეიძლებოდა  უფრო რბილად გატარებულიყო, ისე რომ მომხმარებლებზე და კომპანიებზე ნაკლებად ასახულიყო. არის თემები, რომელიც გემოვნების ამბავია, ვიღაცას მოსწონს ვიღაცას არ მოსწონს.


ბაჩო ადამია





საქართველოს ბიზნეს ასოციაცია სამედიცინო სფეროს მარეგულირებელ კანონმდებლობაში ცვლილებებს კიდევ ერთხელ ეხმაურება

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია სამედიცინო სფეროს მარეგულირებელ კანონმდებლობაში ცვლილებებს კიდევ ერთხელ ეხმაურება
access_time2020-07-16 16:00:27
სამედიცინო სფეროს მარეგულირებელ კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებს საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში კიდევ ერთხელ ეხმაურებიან და კანონპროექტის ინიციატორებსა და კანონმდებლებს მოუწოდებენ, 17 ივლისს დაგეგმილი საკომიტეტო მოსმენის ფარგლებში სათანადო გულისხმიერებით გაეცნონ ჯანდაცვის სექტორის მიერ კანონპროექტში დანახულ საფრთხეებს. როგორც ასოციაციაში აცხადებენ, მიუხედავად გარკვეული ცვლილებებისა, რაც კანონპროექტში პირველი მოსმენის შემდეგ განხორციელდა, მასში კვლავ რჩება რიგი...

„USAID-ი საქართველოს ეხმარებოდა, რომ მცირე და საშუალო ჰიდროელექტროსადგურების ფუნქციონირება კომერციულად გამრთლებული გამხდარიყო“ - ნიკა ოყრეშიძე

„USAID-ი საქართველოს ეხმარებოდა, რომ მცირე და საშუალო ჰიდროელექტროსადგურების ფუნქციონირება კომერციულად გამრთლებული გამხდარიყო“ - ნიკა ოყრეშიძე
access_time2020-07-16 19:00:08
რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „პროფესიონალები“ USAID-ის ეკონომიკის ოფისის ენერგეტიკის სექტორის მრჩეველმა ნიკა ოყრეშიძემ და სემეკის ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ზვიად გაჩეჩილაძემ საქართველოში...

Forbes: 2020 წელს „გაზპრომმა“ 10 მლრდ. დოლარი იზარალა

Forbes: 2020 წელს „გაზპრომმა“ 10 მლრდ. დოლარი იზარალა
access_time2020-07-16 20:00:56
2020 წელი „გაზპრომისთვის“ ძალიან რთული აღმოჩნდა. გაზის ექსპორტისგან მიღებული შემოსავალი 53%-ით შემცირდა და წლის საბოლოო პროგნოზით მაჩვენებელი შესაძლოა 2000-ანი წლების მინიმუმამდე დაეცეს. 4 წლის მანძილზე მონოპოლია გაზის მოპოვებას და შესაბამისად ექსპორტს მუდმივად ზრდიდა. 2019 წელს მაჩვენებლები მცირედით გაუარესდა და ევროპაში ექსპორტი უმნიშვნელოდ - 201,7-დან 199 მლრდ. კუბურ მეტრამდე შემცირდა. თუმცა, ეს მხოლოდ დასაწყისი იყო, რადგან ნამდვილი...

#ლიბერთიგულით პროგრამა პენსიონერებისთვის ზაფხულის დღეებში გრძელდება

#ლიბერთიგულით პროგრამა პენსიონერებისთვის ზაფხულის დღეებში გრძელდება
access_time2020-07-16 14:00:39
დღეიდან, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე პენსიონერებისთვის ლიბერთი ბანკისა და კომპანია „აქვა გეო"-ს ერთობლივი საზაფხულო აქცია იწყება. ლიბერთი ბანკის სპეციალურად შერჩეულ 25, ყველაზე მეტად დატვირთულ ფილიალთან, ბანკის მომხმარებლებს სასმელი და გაზირებული მინერალური წყლებით გაუმასპინძლდებიან.   პანდემიის გამო, ჯანდაცვის რეკომენდაციების  გათვალისწინებით, ბანკის სერვისცენტრებში მხოლოდ განსაზღვრული ადამიანების თავშეყრაა დასაშვები. გარეთ კი ცხელა, და მომხმარებლებისთვის კომფორტის...

თუ კანონპროექტში ცვლილება არ შევა ჯანდაცვის სამინისტრო დაკარგავს თავის რეალური ფუნქციას და კლინიკების წინაღმდეგ სადამსჯელო რაზმად გადაიქცევა - კობერიძე გაბუნიას

თუ კანონპროექტში ცვლილება არ შევა ჯანდაცვის სამინისტრო დაკარგავს თავის რეალური ფუნქციას და კლინიკების  წინაღმდეგ სადამსჯელო რაზმად გადაიქცევა -  კობერიძე გაბუნიას
access_time2020-07-16 15:45:09
„თუ კანონპროექტში ცვლილება არ შევა, ჯანდაცვის სამინისტრო გაიზიარებს იმ ტენდენციას, რაც მარეგულირებლებს აქვს, რომ მაქსიმალურად გააკონტროლოს ბიზნესი“, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ სესიის პლენარული სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, მარეგულირებელს რეალურად ეძლევა  საშუალება, რომ თავისი შეხედულების მიხედვით, ცუდი განზრახვების პირობებში კლინიკის საქმიანობა შეაჩეროს. დამოუკიდებელი დეპუტატმა კითხვები ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს, თამარ გაბუნიას...


მსგავსი სიახლეები

up