ბიზნესგიდი - თიბისის მომსახურების ახალი მოდელი ბიზნესმომხმარებლისთვის

ბიზნესგიდი - თიბისის მომსახურების ახალი მოდელი ბიზნესმომხმარებლისთვის

access_time2019-12-06 16:57:04

სულ მალე, თიბისის ფილიალებში მისულ მომხმარებელს ბიზნესგიდი დახვდება, რომელიც მეწარმეს ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ გადაწყვეტას შესთავაზებს და თიბისის ბიზნესეკოსისტემის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიღებაში დაეხმარება.


ბიზნესგიდის მომსახურება ნებისმიერი ზომის ბიზნესისთვის იქნება ხელმისაწვდომი, მათ შორის სტარტაპებისთვის. პროექტის მიზანია, ბიზნესის წარმომადგენლებისთვის გადაწყვეტილების მიღების პროცესის გამარტივება და ბანკის პროცედურებში დახარჯული დროის დაზოგვა. ბიზნესგიდები თიბისის ყველა ფილიალში დახვდებიან მომხმარებელს და მათ გააცნობენ თიბისი ჯგუფის როგორც საბანკო, ასევე არასაბანკო პროდუქტებს.



"თიბისი, როგორც ბიზნესის საუკეთესო მხარდამჭერი, მუდმივად ცდილობს მომხმარებლისთვის საუკეთესო სერვისის შეთავაზებას. ბიზნესგიდის პროექტიც ამ სტრატეგიის ნაწილია. გიდები მომხმარებელს ბევრი განსხვავებული პროდუქტიდან საკუთარ ბიზნესსაჭიროებებზე მორგებულ პროდუქტზე/მომსახურებაზე არჩევანის გაკეთებაში დაეხმარებიან და დაზოგავენ მათ დროს. გარდა ამისა, თიბისის ნებისმიერ ფილიალში ბიზნესანგარიშების გახსნა და საბაზისო პროდუქტების მიღება კომპანიებს უკვე 7 წუთში შეუძლიათ, ხოლო ბიზნესსესხის განაცხადზე პასუხის მიღება - 15 წუთში.", - ნათია ვაჭარაძე, თიბისის ბიზნესსეგმენტების მართვის ლეგიონის ასოცირებული პარტნიორი.


თიბისიში ბიზნესგიდების მიღება უკვე დაიწყო. ვაკანსიის ნახვა და რეგისტრაცია შესაძლებელია შემდეგ ბმულზე.


(R)





კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს

კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს
access_time2020-07-11 12:55:09
ავიაკომპანია Emirates-ის დირექტორის, ტიმ კლარკის განცხადებით, 9 ათასამდე სამუშაო ადგილს გაუქმებას გეგმავენ. მიზეზი პანდემიაა, - ამის შესახებ BBC...

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან
access_time2020-07-11 14:00:11
პანდემიისა და ზაფხულის ცხელ დღეების გამო დეზერტირების ბაზრობის დახლებთან სავაჭროდ მისული ადამიანები კანტი-კუნტად შეიმჩნევა. ხანშიშესული ქალები ე.წ. საკიდი დახლებით ქოლგებს აფარებენ თავს და გამვლელებს სხვადასხვა პროდუქციას სთავაზობენ. პანდემიის დროს გამოწვეული სირთულეების შესახებ მოვაჭრებებთან საუბარი გვსურდა, მათი უმრავლესობა მედიასთან...

აშშ-მა საფრანგეთს 1,3 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელზე დამატებითი გადასახადები დაუწესა

აშშ-მა საფრანგეთს 1,3 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელზე დამატებითი გადასახადები დაუწესა
access_time2020-07-11 11:00:22
აშშ-ის ხელისუფლებამ საფრანგეთს 1,3 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელზე დამატებითი 25%-იანი გადასახადები დაუწესა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო...

კუს ტბის საბაგირო გზამ მგზავრების მომსახურება განაახლა

კუს ტბის საბაგირო გზამ მგზავრების მომსახურება განაახლა
access_time2020-07-11 09:54:25
თბილისის მერიის ინფორმაციით, პანდემიის გამო ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვები მუნიციპალური ავტობუსებისა და თბილისის მეტროს შემდეგ, კუს ტბის საბაგირო გზისთვისაც მოიხსნა. საბაგირო გზა დღეიდან მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში...

მთავრობამ 11 საინვესტიციო პროექტი 0%-ით აითვისა

მთავრობამ 11 საინვესტიციო პროექტი 0%-ით აითვისა
access_time2020-07-10 20:20:38
საქართველოს აუდიტის სამსახურის 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშში იმ საინვესტიციო პროექტების ჩამონათვალია მოცემული, რომელთა წლიური შესრულება ნულის ტოლი ან 70%-ზე დაბალი იყო. საინვესტიციო კრედიტების 0%-იანი ათვისება შემდეგ პროექტებს ჰქონდა: თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ძირულა-არგვეთას მშენებლობა, ბიუჯეტი - 48. 8 მლნ ლარი, ათვისება 0%; რეგიონული განვითარების...


მსგავსი სიახლეები

up