ბიზნესგამოცემა TR Business, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის შესახებ სტატიას აქვეყნებს

ბიზნესგამოცემა TR Business, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის შესახებ სტატიას აქვეყნებს

access_time2020-11-20 09:00:00

მსოფლიოში მოგზაურობის, დუთი ფრისა და საცალო ვაჭრობის შესახებ ინფორმაციაზე ორიენტირებული ბიზნესგამოცემა TR Business, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს. ამის შესახებ „კომერსანტს“ „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებიდან“ აცნობეს.


გამოცემა წერს, რომ სულ მალე ქუთაისს განახლებული, 30 ათას კვადრატულ მეტრამდე ტერმინალი ექნება, რომლის Duty Free მაღაზიის ტენდერზე მალე საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდება. TR Business-თან, რომელიც სიახლეებს ძირითადად აეროპორტების არასაავიაციო კომერციულ ობიექტებზე წერს, ქუთაისის აეროპორტის შესაძლებლობებზე, „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა, თამარ არჩუაძემ ისაუბრა.



გამოცემასთან თამარ არჩუაძე ამბობს, რომ კომერციული ფართები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების შემდეგ სამჯერ გაიზრდება.




,,ქუთაისის აეროპორტის გაფართოება საშუალებას იძლევა კომერციული ფართები აეროპორტში 1000 კვ.მეტრით გაიზარდოს და განახლებულ ტერმინალში კომერციული დანიშნულების ობიექტებმა ჯამში 1300 კვ მეტრი ფართობი დაიკავოს. ახალი ტერმინალი 25 ათას კვ. მეტრამდე იქნება, რაც საშუალებას მოგვცემს მგზავრებს სხვადასხვა სახის პროდუქტები და სერვისები შევთავაზოთ. აეროპორტის მოგზაურებისთვის მრავალმხრივი არჩევანის საშუალების მიცემის გარდა, ჩვენ ასევე ბიზნესებს შორის სამართლიანი კონკურენციის მოლოდინი გვაქვს. ეს კი პროდუქტებისა და სერვისების მაღალხარისხიანი და მისაღები ფასების გარანტიას ქმნის,“ - აცხადებს გამოცემასთან თამარ არჩუაძე.
TR Business წერს, რომ ონლაინ აუქციონებს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ძირითადად კომერციული ვაჭრობისთვის ატარებს. კომპანია პარტნიორებთან მიმართებაში საკმაოდ მოქნილია, მითუმეტეს ახლა, COVID 19-ის გავლენის პირობებში.



სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ ქუთაისის აეროპორტი რეგიონში ერთადერთი დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიებზე ორინეტირებული ჰაბია და ძირითადად ევროპულ წამყვან ლოუ ქოსთებს, Wizz Air-სა და Ryanair-ს ემსახურება. გამოცემა წერს, რომ გასულ წელს აეროპორტი 900 ათასამდე მგზავრს მოემსახურა. 2019 წელს აეროპორტიდან კვირაში საშუალოდ ევროპის მიმართულებით 70 პირდაპირი ფრენა ხორციელდებოდა და რეგიონში ევროპაში პირდაპირი რეისების შესრულების კუთხით ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჰქონდა.









27 ნოემბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა

27 ნოემბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა
access_time2020-11-27 18:15:54
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 26 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3164 ლარი გახდა....

„ყოველი დაკეტილი დღე 10 მილიონიანი ზარალია“ - სავაჭრო ცენტრები ფუნქციონირების შეზღუდვის 15 დეკემბერიდან მოხსნას ითხოვენ

„ყოველი დაკეტილი დღე 10 მილიონიანი ზარალია“ - სავაჭრო ცენტრები ფუნქციონირების შეზღუდვის 15 დეკემბერიდან მოხსნას ითხოვენ
access_time2020-11-27 16:15:35
თბილისში არსებული დიდი სავაჭრო ცენტრების ხელმძღვანელების განცხადებით, მთავრობის მიერ გამოცხადებულმა ე.წ. ლოკდაუნმა ისინი მწარე რეალობის წინაშე დააყენა, ყოველი დაკეტილი დღე 6 ცენტრისთვის 10 მილიონი ზარალია. თბილისში არსებული დიდი სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლები პრემიერმინისტრსა და ანტიკრიზისულ საბჭოს მიმართავენ. ეს სავაჭრო ცენტრებია: გალერეა თბილისი;თბილისი მოლი;ისთ ფოინთი;თბილისი ცენტრალი;ქარვასლა;სითი...

„ფინანსთა სამინისტროს აქილევსის ქუსლია დავების საბჭო, ის როგორც დამოუკიდებელი ინსტიტუტი არ არსებობს“ - პაატა შურღაია

„ფინანსთა სამინისტროს აქილევსის ქუსლია დავების საბჭო, ის როგორც დამოუკიდებელი ინსტიტუტი არ არსებობს“ - პაატა შურღაია
access_time2020-11-27 18:00:38
ცვლილებები საქართველოს საგასახადო კოდექსში - რას მოიცავს დღგ-ს რეფორმა და რამდენად გამარტივდება პროცედურები. რადიო კომერსანტის გადაცემაში „ჩემი აუდიტორი“ „გრანთ თორნთონის“ პარტნიორი პაატა შურღაია საუბრობს. „კარგი და მნიშვნელოვანი სიახლეა, ორი წელია უკვე გვესმის დღგ-ს ავტომატურად დაბრუნების რეჟიმის შესახებ. წინა ნაწილში საუბარი იყო ნაწილობრივი დაბრუნების შესახებ, ახლა კი სრულ დაბრუნებაზეა საუბარი. წესით მთლიანად დეფინიცია - დამატებითი...

ლევან დავითაშვილი - პურზე ფასი არ გაიზრდება

ლევან დავითაშვილი - პურზე ფასი არ გაიზრდება
access_time2020-11-27 14:45:22
საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილის სუბსიდირების შესახებ იმგვარად, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ის ფასები, რომელიც პურის გაძვირებას თავიდან აგვაცილებს, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მინისტრის განმარტებით, პროგრამა მომავალი კვირიდან ამოქმედდება და 4 თვის განმავლობაში, 31...

ახალგორის რაიონს ქართული მოსახლეობა ტოვებს

ახალგორის რაიონს ქართული მოსახლეობა ტოვებს
access_time2020-11-27 19:00:32
ახალგორის რაიონის 300-ზე მეტმა მცხოვრებმა თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასახლების პროგრამაში მონაწილეობს სურვილი გამოთქვა. ამ ინფორმაციას ორივე მხარის დამოუკიდებელი ექსპერტები ადასტურებენ. მათი შეფასებით, ეს ნაბიჯი იძულებითია, საკუთარი სახლის მიტოვება არავის სურს, თუმცა, ადგილობრივი მოსახლეობა სრული იზოლირების რეჟიმს ვერ უძლებს და ამიტომაც დიდი ნაწილი წასვლას ამჯობინებს. რაიონი ჩაკეტელია 2019 წლის 1 სექტემბრიდან და არა ერთი დაპირების მიუხედავად,...


მსგავსი სიახლეები

up