ბიზნესგაერთიანება პარლამენტს კონსოლიდირებულ ტენდერებთან დაკავშირებით შესაბამის კანონში ცვლილების შეტანას სთხოვს

ბიზნესგაერთიანება პარლამენტს კონსოლიდირებულ ტენდერებთან დაკავშირებით შესაბამის კანონში ცვლილების შეტანას სთხოვს

access_time2019-01-28 17:00:10

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საბჭო, მსხვილი ბიზნესასოციაციები და ფერმერთა ასოციაცია, სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, ახალ ინიციატივაზე მუშაობს. მათი მოთხოვნაა კონსოლიდირებული ტენდერის პირობებშიც შესაძლებელი გახდეს ისეთი მექანიზმის ამუშავება, რომელიც, პრეტენზიების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოფს გასაჩივრების შესაძლებლობას და ტენდერის შეჩერებას. ამ ინიციატივას მხარეები საქართველოს პარლამენტში მომავალ კვირას წარადგენენ.



 უკვე არაერთი შემთხვევა ფიქსირდება, როდესაც  კონსოლიდირებული ტენდერის პირობების გამო კერძო სექტორი დაზარალდა. ბოლო ასეთი შემთხვევა ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძეს უკავშირდება.  


როგორც ცნობილია, ზამბახიძემ საკუთარი ფერმერული მეურნეობის გაყიდვა გადაწყვიტა, რადგან კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილეობის შემდეგ არაერთი პრობლემის წინაშე დადგა. კერძოდ, კონსოლიდირებულ ტენდერზე, ჩვეულებრივისგან განსხვავებით, დავების საბჭოში არ არსებობს გასაჩივრების მექანიზმი, რის გამოც ბიზნესი იძულებულია სასამართლოს მიმართოს. აქ კი ახალი პრობლემა იწყება.  ხშირად საქმის  გაჭიანურებული განხილვა მორიგ სერიოზულ პრობლემებს ქმნის. 


„კონსოლიდირებული ტენდერის შემთხვევაში, როდესაც მეწარმეს უნდა მიიღოს მონაწილეობა ან უკმაყოფილოა იმ გადაწყვეტილებით, რასაც კომისია მიიღებს, მას არ აქვს გასაჩივრების საშუალება, რადგან დავების საბჭო ამ კონკრეტულ მომენტში არ მოქმედებს. ეს უნდა გადავიდეს სასამართლოში, თუმცა სასამართლო არაა უფლებამოსილი, რომ ტენდერი შეაჩეროს. შესაბამისად, ტენდერში გამარჯვებული აგრძელებს მონაწილეობას. დავა დაახლოებით წელიწადნახევარი გრძელდება, ტენდერს ვადა ერთ წელში ეწურება. ჩანაწერი არის შემდეგი - იმ შემთხვევაში თუ მოიგე დავა სასამართლოში, არ გინაზღაურდება ის ზარალი, რომელიც მოგადგა. გინაზღაურდება მხოლოდ ის, რაც ტენდერში მონაწილეობამდე გაიღე, - განაცხადა ზამბახიძემ.


სწორედ ამ ბიუროკრატიული სირთულეების გამო გადაწყვიტეს ბიზნესორგანიზაციებმა გაერთიანება და ახალი ინიციატივის შემუშავება, რომელსაც მხარი ბიზნესომბუდსმენმაც დაუჭირა.  


„ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ ინიციატივას.  ისევე, როგორც ჩვეულებრივი ტენდერების პირობებში, კონსოლიდირებული ტენდერების დროსაც შესაძლებელი უნდა იყოს ისეთი მექანიზმის არსებობა, რომელიც უზრუნველყოფს პრეტენზიების  გასაჩივრების შესაძლებლობას, ამასთან, ტენდერის შეჩერებას მანამ, სანამ არ იქნება ახსნილი და დაკმაყოფილებული ის ინტერესი, რომელიც მეწარმეებს გააჩნიათ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით,“ - განმარტავს ირაკლი ლექვინაძე.



კონსოლიდირებული ტენდერი - პროცესი, რომელიც თავისი შინაარსით ყველაზე მეტად თუ არა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ბიზნესისთვის, დღეს დიდი გამოწვევის წინაშეა. 


 როგორც სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი განმარტავს, დღევანდელი რეალობა განსაკუთრებით სენსიტიური მცირე და საშუალო ბიზნესისთვისაა.


„ფერმერთა ასოციაცია და მისი თავმჯდომარე გარკვეულ სირთულეებს წააწყდნენ და ამიტომ გადავწყვიტეთ ამ შეხვედრის ორგანიზება და ამ საკითხზე მსჯელობა. ეს განსაკუთრებით აინტერესებთ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს, რეგიონებშიც ხშირად არის ამ თემასთან დაკავშირებული კითხვები,“ -  აღნიშნავს ნინო ჩიქოვანი.


მაშინ, როცა მთავრობის გაცხადებული პოლიტიკაა სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა, კონსოლიდირებული ტენდერი (რამდენიმე გამონაკლისის გარდა) ამ  დეკლარაციასთან წინააღმდეგობაშია. ამიტომ ბიზნესგაერთიანება თავისი პოზიციების დათმობას არ აპირებს. მორიგი შეხვედრაც უკვე დაგეგმილია.


რამდენიმე დღეში საკანონმდებლო ცვლილების ინიციატორები შესყიდვების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელებენ და საბოლოო ვარიანტს ჩამოაყალიბებენ.


სანამ ახალი ინიციატივა ძალაში შევა და კონსოლიდირებული ტენდერის პირობები დაიხვეწება, ბიზნესი იმედს იტოვებს რომ ნინო ზამბახიძის შემთხვევა უკანასკნელი იქნება.



რა პრობლემები აქვთ კონსოლიდირებული ტენდერის გამო სადაზღვევო კომპანიებს, წაიკითხეთ ბმულზე: https://commersant.ge/ge/post/sadazgvevo-kompaniebi-konsolidirebuli-tenderis-winaagmdeg



სალომე ლემონჯავა





გერმანიის მიმართულებით ავიაბილეთები ძვირდება – ​Ryanair-მა მგზავრები უკვე გააფრთხილა

გერმანიის მიმართულებით ავიაბილეთები ძვირდება – ​Ryanair-მა მგზავრები უკვე გააფრთხილა
access_time2019-12-11 19:30:09
“ლოუკოსტერი” Ryanair-ი იმ მგზავრებს, რომელთაც 2020 წლის 1-ელი აპრილის შემდეგ გერმანიის აეროპორტებში ფრენებზე ქონდათ ავიაბილეთები შეძენილი საავიაციო გადასახადის ზრდის შესახებ აფრთხილებს. ავიაკომპანია ასეთ მგზავრებს განუმარტავს, რომ საავიაციო გადასახადის ზრდის გამო, შეძენილი ავიაბილეთის ღირებულებას თანხა დაამატონ, ან დაიბრუნონ ბილეთებში გადახდილი თანხა, ჯარიმის გარეშე.მგზავრებმა გადაწყვეტილება 18 დეკემბრამდე უნდა...

ბანკების მიმართ პრეტენზიები 129%-ით გაიზარდა - რას ედავება მომხმარებელი საფინანსო სექტორს

ბანკების მიმართ პრეტენზიები 129%-ით გაიზარდა - რას ედავება მომხმარებელი საფინანსო სექტორს
access_time2019-12-11 17:30:09
2019 წლის 10 თვეში კომერციულ ბანკებში მომხმარებლების მიერ დაფიქსირებული პრეტენზიების რაოდენობამ 11 101 შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან (4 842) შედარებით 129%-ით...

„ლაღიძის წყლების შენობაში 5 მილიონს არავინ გადაიხდის“

„ლაღიძის წყლების შენობაში  5 მილიონს არავინ გადაიხდის“
access_time2019-12-11 16:20:50
„ლაღიძის წყლების“ ისტორიულ ადგილზე - რუსთაველის 24-ში,  აღდგენის სურვილი საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გამოთქვა და   შესაბამისი დავალება თბილისის მერს, კახა კალაძეს მისცა. “ლაღიძის წყლების” ყოფილი შენობის გამოსყიდვა მერიას მიზანშეწონიდალად არ მიაჩნია. გამოსყიდვის ღირებულება 5 მილიონი ამერიკული დოლარია,“ -ასე ეხმაურება მერია ლაღიძის წყლების შენობის გამოსყიდვის ამბავს....

ანაკლიის პორტის აშენების ალტერნატივები არსებობს

ანაკლიის პორტის აშენების ალტერნატივები არსებობს
access_time2019-12-11 15:12:59
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული, სსიპ „ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს“ ხელმძღვანელი დავით ჯავახაძე აცხადებს, რომ ანაკლიის პორტის აშენების ალტერნატივები არსებობს, თუმცა სახელმწიფო “ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან” არსებულ ხელშეკრულებაზეა კონცენტრირებული. “ინტერპრესნიუსის” კითხვაზე, თუ სახელმწიფო “ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან” ხელშეკრულებას შეწყვეტს, როგორ გეგმავს...

პრეცედენტული გადაწყვეტილება–ლისის ტბაში წყალი ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანს ეკუთვნის, სანაპირო/მიმდებარე ტერიტორია–მამუკა ხაზარაძის კომპანიებს

პრეცედენტული გადაწყვეტილება–ლისის ტბაში წყალი ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანს ეკუთვნის, სანაპირო/მიმდებარე ტერიტორია–მამუკა ხაზარაძის კომპანიებს
access_time2019-12-11 18:30:41
„საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება პრეცედენტული, ისტორიული და ჭეშმარიტად სამართლიანობის აღდგენის აქტია. საერთო სასამართლოების სისტემაში, წინამდებარე დავა პირველი შემთხვევაა და სასამართლოს განმარტებები მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს ერთგვაროვანი პრაქტიკის დამკვიდრებას. კანონმა ლიცენზიის სახეობა გააუქმა, სახელმწიფომ კანონის მოთხოვნამდე წარმოშობილი სამართალ-ურთიერთობა არ ცნო, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით კი, დღეს უპირობოდ იქნა...


მსგავსი სიახლეები

up