ბიზნესები, რომელიც ყველაზე ძვირად გაიყიდა

ბიზნესები, რომელიც ყველაზე ძვირად გაიყიდა

access_time2022-05-22 20:30:44

კონკურენციის შესამცირებლად და დიდი დემოგრაფიული ნაწილის დასაპყრობად, უმდიდრესი კომპანიები კოლოსალური ღირებულებების გარიგებებს აწარმოებენ.

შერწყმა და შესყიდვები ყოველთვის იყო ბიზნესის ბუნებრივი პროცესი, რომელიც რესტრუქტურიზაციას საჭიროებს, რათა ბაზარზე დარჩეს.

შერწყმის პირველი მაგალითი “დიდი დეპრესიის“ დროს მოხდა, როდესაც J. P Morgan Chase Carnegie Steel-ს 70% საკონტროლო წილის მისაღებად US Steel 700-ზე მეტ მცირე ფირმას შეუერთა. დღეს, მილიარდი დოლარის გარიგებები ყველა ინდუსტრიაში ხდება.

წარმოგიდგენთ მილიარდ დოლარიან გარიგებებს:

Amazon & Whole Foods - 13,7 მილიარდი დოლარი

Amazon-მა Whole Foods 2017 წელს 13,7 მილიარდ დოლარად შეიძინა და მთელი რიგი ცვლილებები შეიტანა. Amazon Prime-მა გავლენა მოახდინა Whole Foods-ზე. ამრიგად, 2022 წელს გაყიდვები 7,5%-ით 7,42 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.

AstraZeneca & Alexion Pharmaceuticals - 39 მილიარდი დოლარი

ბრიტანულ-შვედურმა ფარმაცევტულმა გიგანტმა AstraZeneca-მ 39 მილიარდი დოლარის ღირებულების Alexion Pharmaceuticals შეიძინა. ეს საშუალებას აძლევს AstraZeneca-ს, თავის პორტფელში დაამატოს იშვიათი დაავადებების იმუნოლოგიური მედიკამენტები.

ფარმაცევტული კომპანია გეგმავს ნელ-ნელა გაყიდვები 40 მილიარდ დოლარამდე გაზარდოს.

Disney & 21st Century Fox - 71,3 მილიარდი დოლარი

Disney-მა სწორად გათვლილი ნაბიჯი გადადგა 2019 წელს, როდესაც რუპერტ მერდოკის კუთვნილი გასართობი ბიზნესი 21st Century Fox 71,3 მილიარდ დოლარად იყიდა. გარიგებამ დისნეის წვდომა მისცა Fox Film and TV Studios-ზე, National Geographic-ზე, FX Networks-ზე და ინდურ სატელევიზიო გიგანტ Star India -ზე.

Amazon & MGM - 8,5 მილიარდი დოლარი


2021 წლის მაისში, Amazon -მა მოახდინა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შესყიდვა, როდესაც მედია კომპანია Metro-Goldwyn-Mayer 8,5 მილიარდ დოლარად მიისაკუთრა. შესყიდვა 2022 წლის მარტში, ევროკავშირის ანტიმონოპოლიური მარეგულირებლისგან ნებართვის მიღების შემდეგ დასრულდა.

Amazon -ს MGM-ის კატალოგიდან აქვს 4000 ფილმი და 17000 სატელევიზიო ეპიზოდი.

Discovery & WarnerMedia - 43 მილიარდი დოლარი

2021 წელს სატელეკომუნიკაციო გიგანტის AT&T-ის სპინოფი WarnerMedia, Discovery-მ 43 მილიარდ დოლარად შეიძინა. AT&T-ის აქციონერები გააგრძელებენ კომპანიის 71%-იანი წილის ფლობას, ხოლო Discovery-ს ახლა 31%-იანი წილი აქვს.

Microsoft & Activision Blizzard - 69 მილიარდი დოლარი

Microsoft-ის მზარდი მეტავერსიის სტრატეგიის მხარდასაჭერად, კომპანიამ დაგეგმა, რომ 2022 წლის იანვარში შეიძინოს წამყვანი ვიდეო თამაშების გამომცემელი Activision Blizzard 69 მილიარდ დოლარად.

Activision ცნობილია თავისი პოპულარული თამაშებით Call of Duty და Candy Crush. გარიგება ჯერ კიდევ დამტკიცების პროცესშია მხარეებს შორის და სავარაუდოდ, 2023 წლის ივნისისთვის დასრულდება.

Meta & WhatsApp - 19 მილიარდი დოლარი

Meta -მ (იგივე ფეისბუქმა) შეიძინა ინსტაგრამი. ხოლო 2014 წელს WhatsApp 19 მილიარდ დოლარად. მიუხედავად იმისა, რომ WhatsApp-ს თავდაპირველად აკლდა ბაზარზე წვდომა აშშ-ს ფარგლებს გარეთ, შესყიდვა მას გაფართოებაში დაეხმარა.

Microsoft & LinkedIn - 26,2 მილიარდი დოლარი

2016 წლის ივლისში მაიკროსოფტმა გამოაცხადა დასაქმებაზე ორიენტირებული ონლაინ სერვისების პლატფორმა LinkedIn-ის შეძენის გეგმა 26,2 მილიარდ დოლარად.

არსებობს რამდენიმე სფერო, სადაც კომპანიები ერთად მუშაობენ, თუმცა გარკვეული მიმართულებებით LinkedIn დამოუკიდებელია.

ელონ მასკი და Twitter - 44 მილიარდი დოლარი

ამჟამად 240,1 მილიარდი დოლარის ქონებით, ელონ მასკი დედამიწის უმდიდრესი ადამიანია. მისი ბოლო შენაძენი მოიცავს მიკრობლოგის საიტს Twitter-ს.

44 მილიარდ დოლარიანი გარიგება სავარაუდოდ, 2022 წლის ბოლოს დასრულდება.


წყარო:  therichest.com,  "ბიზნესპრესნიუსი"




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up