ბიზნესები კარანტინში - ვაჭრობის და სერვისის სექტორებში განწყობის ინდექსი ყველაზე მეტად გაუარესდა

ბიზნესები კარანტინში - ვაჭრობის და სერვისის სექტორებში განწყობის ინდექსი ყველაზე მეტად გაუარესდა

access_time2020-05-01 10:50:53

2020 წლის II კვარტალში ბიზნესის განწყობის ინდექსი (BCI) 53.0 პუნქტით შემცირდა და ისტორიულ მინიმუმს, -27.2-ს მიაღწია. ბიზნესის განწყობა გაუარესდა ყველა სექტორში, ყველაზე დიდი კლება კი ვაჭრობის და სერვისის სექტორებში დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაცია ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის ახალ კვლევაშია მოცემული.

 

ISET-ის მკვლევარი გიორგი მჟავანაძე „კომერსანტთან“ საუბრისას აცხადებს, რომ კვლევაში 35 დიდი და 123 მცირე და საშუალო კომპანია მონაწილეობდა. მისივე თქმით, BCI-ის შემცირება განაპირობა როგორც მიმდინარე საქმიანობის ნეგატიურმა შეფასებამ, ისე მნიშვნელოვნად პესიმისტურმა მოლოდინებმა.

 

„ეს ინდექსი 3 კომპონენტისგან შედგება: გასული 3 თვის გაყიდვები, მიმდინარე მდგომარეობა და მომავლის მოლოდინი. ბიზნესის განწყობა მკვეთრად არის შემცირებული მიმდინარე მოლოდინების გამო და ეს მაჩვენებელი ალბათ ლოგიკურიც იყო, რადგან დღეს საქართველოში არცერთ ბიზნესს არ ულხინს, თუ არ ჩავთვლით მიტანის სერვისს, რომელზეც მოთხოვნა გაიზარდა. ბიზნესი აწარმოებს ნაკლებ საქონელს და აწვდის ნაკლებ სერვის, უწევს თანამშრომლების გათავისუფლება, უმცირდება შემოსავლები და მოგება. ამ ინდექსის კალკულაცია ბოლო 2 კვირის განმავლობაში მოხდა და შესაბამისად, არც ეს ბოლო პერიოდის მდგომარეობიდან ეტაპობრივი გამოსვლა არ იყო მათთვის ცნობილი და მომავლისადმი ოპტიმისტური შეხედულებები ვერ ექნებოდათ. მოთხოვნის სიმცირე და ფინანსებზე ხელმისაწვდომობა კვლავ ყველაზე მნიშვნელოვანი დაბრკოლებებია როგორც დიდი, ისე მცირე და საშუალო ზომის ფირმებისთვის. 2020 წლის II კვარტალში დამატებით შეზღუდვად სხვადასხვა ფაქტორიც გამოვლინდა, რაც შეიძლება მიუთითებდეს COVID-19-ის პირობებში საგანგებო მდგომარეობის შეზღუდვებზე“, - განმარტავს გიორგი მჟავანაძე.


 

კვლევის მიხედვით, საგრძნობლად გაუარესდა (-55.5 პუნქტით) მიმდინარე მდგომარეობის ინდექსიც, რომელიც კომპანიების მიერ გასულ კვარტალში საკუთარი ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებას ეყრდნობა. ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა როგორც ბიზნესის მოლოდინების ინდექსი (რომელიც გვიჩვენებს რამდენად ოპტიმისტურად არიან განწყობილები კომპანიები მომავლის მიმართ), ასევე გასაყიდი ფასების მოლოდინების ინდექსიც.

 

ნინო თამაზაშვილი






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up