EMC - ბიზნესასოციაცია და ბიზნესომბუდსმენი შრომის რეფორმის ჩაგდებას ლობირებენ

EMC - ბიზნესასოციაცია და ბიზნესომბუდსმენი შრომის რეფორმის ჩაგდებას ლობირებენ

access_time2020-07-14 11:00:46

საქართველოს პარლამენტი შრომის კანონმდებლობასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს განიხილავს. კანონპროექტი დამოუკიდებელი დეპუტატის დიმიტრი ცქიტიშვილის ავტორობით არის მომზადებული და რომელიც გულისხმობს  ცვლილებებს შრომის კოდექსში და შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონში. ასევე, იქმნება კანონი შრომის ინსპექციის შესახებ. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტს ძალიან ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს. საკანონმდებლო წინადადებას განსაკუთრებული კრიტიკა „საქართველოს ბიზნესასოციაციის“ მხრიდან მოჰყვა. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ კანონის პროექტი, დამტკიცების შემთხვევაში, ვითარება შრომით ბაზარზე გართულდება.


ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (emc) დირექტორთა  საბჭოს წევრი კოტე  ერისთავი  აცხადებს, რომ „საქართველოს ბიზნესასოციაციაციასთან“ ერთად შრომის რეფორმის ჩაგდებას ბიზნეს ომბუდსმენი და სუპერმარკეტების ასოციაცია ლობირებენ.


როგორც „კომერსანტთან“ კოტე ერისთავმა ისაუბრა საქართველოს  ბიზნეს  ასოციაცია  არის  განსაკუთრებულად  აქტიური მათ  შორის, ვინც  ეწინააღმდეგება ინსპექციის  მანდატის  გაზრდას და  ზეგანაკვეთური სამუშაოს გაზრდილი  ტარიფით ანაზღაურებას.


„საქართველოს  ბიზნეს  ასოციაცია  არის  განსაკუთრებულად  აქტიური, რომელიც ფაქტიურად  ეწინააღმდეგება , შრომის  ინსპექციის  მანდატის  გაზრდას და  ზეგანაკვეთური სამუშაოს გაზრდილი  ტარიფით ანაზღაურებას. ამას საჯაროდაც  აკეთებენ და როგორც ჩანს დახურულ კარს მიღმაც. ცვლილებებს ასევე ეწინააღმდეგება სუპერმარკეტების  ასოციაცია და ბიზნეს  ომბუდსმენი, რომელებიც  ამ კანონპროექტს აქტიურად აკრიტიკებენ“, - განაცხადა კოტე ერისთავმა.



კოტე ერისთავმა კომერსანტთან საუბრისას დიმიტრი ხუნდაძის ის განცხადებაც შეაფასა სადაც ხუნდაძე აცხადებს,  რომ „შრომის კოდექსში“ ცვლილებებს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტი მხარს არ დაუჭერს, თუ კანონპროექტში ორ ადგილზე დასაქმების აკრძალვის შესახებ ჩანაწერი დარჩება და აღნიშნა, რომ ეს  ეხება იმ ადგილებზე  დასაქმებას, რომელებიც დაკავშირებულია ადამიანის სიცოცხლესა და  ჯანმრთელობასთან . მისივე თქმით მინიმალური ხელფასის ზღვარის დაწესების გარეშე , მსგავსი შეზღუდვა  ზედმეტი  ტვირთი იქნება  დასაქმებულისთვის.


„ამ  ჩანაწერის  შემოღება საჭირო ისეთი შემთხვევებისგან  თავის დასაზღვევად გახდა საჭირო, როგორიც მაგალითად სასწრაფოს  მძღოლის შემთხვევა იყო. იმიტომ რომ ბევრს მუშაობდა ზეგანაკვეთურ სამუშაოზე ორი  ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. თუმცა ასეთი  შეზღუდვების შემოტანისას  გასათვალისწინებელია, ხელფასის მინიმალური ზღვარი.


იმ  ადამიანებს  რომლებსაც  ელემენტარული  საარსებო  რესურსებისთვის  ესაჭიროება დამატებითი  საათებით  მუშაობა და  სხვა  სამსახურის  შეთავსება, მათთვის მსგავსი  ჩანაწერი პრობლემურია, მინიმალური  ხელფასი კი ქვედა ზღვარს დაადგენდა. დღეს  თუ  ქვედა ზღვარს ვერ ვაწესებთ,  მაშინ  დასაქმებულებს  სხვა ალტერნატივა  უნდა შევთავაზოთ. ასევე  გასათვალისწინებელია  ისიც  რომ  მინიმალური  ხელფასის დაწესების გარეშე  ორ სამსახურში მუშაობის აკრძალვა   დასაქმებულისთვის ზედმეტი  ტვირთი იქნება“, - განმარტავს ერისთავი.


Emc -ის დირექტორთა საბჭოს წევრი ყურადღებას შრომის რეფორმის მნიშვნელობაზე ამახვილებს. მისი  განცხადებით კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ შრომის ინსპექციის  მანდატი იზრდება.


„დღეს თუ მთავარი პრობლემა არის ის, რომ შრომის კოდექსის აღსრულება ვერ  ხდება და აღსრულებისთვის  სასამართლო არის  ერთადერთი გზა, რომელიც არაეფექტურია, კანონის მიღების შემთხვევაში შრომის ინსპექციის სახით გვექნება მექანიზმი, რომელიც გააძლიერებს შრომის წესს, რაც წინ გადადგმული ნაბიჯია. გარდა  ამისა რეგულირდება  სტაჟირების  საკითხები, ასევე მნიშვნელოვანია ანტი დისკრიმინაციული გარანტიები“ , განაცხადა კოტე ერისთავმა.

 

შეგახსენებთ, რომ კანონპროექტის საკომიტეტო განხილვები გუშინ დაიწყო. ის საპროცედურო კომიტეტში განიხილეს, სადაც მხარდაჭერაც მოიპოვა. ცქიტიშვილის ავტორობით მომზადებულ კანონპროექტში ისეთი თემებიც შედის, როგორებიცაა დეკრეტული შვებულების ანაზღაურების ცვლილება, სტაჟირების დროის რეგულირება და სხვა.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up