“ბიზნეს ვიზიტორებისთვის ქვეყანაში შემოსვლის პროცედურის გამარტივება ინვესტირების განახლებისთვის მნიშვნელოვანია”

“ბიზნეს ვიზიტორებისთვის ქვეყანაში შემოსვლის პროცედურის გამარტივება ინვესტირების განახლებისთვის მნიშვნელოვანია”

access_time2021-02-14 19:34:54

მთავრობის მხრიდან აუცილებელია შემუშავებულ იქნას ქვეყანაში შემოსვლის ისეთი წესები,  რაც ბიზნეს ვიზიტორებისთვისაც მისაღები იქნება და ამავდროულად, საფრთხეს არ შეუქმნის ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას
ქვეყანაში რეგულარული ფრენები განახლდა და 10-თვიანი ტაიმ-აუტის შემდეგ ქართულ საჰაერო სივრცეს ავიაკომპანიები დაუბრუნდებიან. თუმცა მთავრობის გადაწყვტეილებით კომპანიებს მხოლოდ  გაწერილი რეგულაციებით მოუწევთ საქმიანობა. ერთი სიტყვით, ფრენები აღდგა, თუმცა რიგი ქვეყნების მოქალაქეებისთვის არ შეცვლილა ქვეყანაში შემოსვლის წესი, ხოლო შემოსვლის უფლების მოპოვების პროცედურა მოუხერხებელია საქმიანი ვიზიტორებისთვის, რაც გარკვეულ ავიახაზებს ფრენების განახლების შესაძლებლობას არ აძლევს.
გარდა ამისა, ამ დროისთვის სამოქალაქო ავიაციის სააგენტო აქტიურად აწარმოებს კონსულტაციებს ყველა ავიაგადამზიდველთან, როგორც ზამთრის სანავიგაციო სეზონის დარჩენილ პერიოდში სასურველ საჰაერო ხაზებზე ფრენების განახლების, ისე ზაფხულის სეზონის მიმართულებებისა და სიხშირეების თაობაზე.
როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში (GCAA) ამბობენ, გამომდინარე იქედან, რომ მსოფლიოში კვლავაც მაღალია კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებლები, სახელმწიფოების დიდი ნაწილი ინარჩუნებს ან პერიოდულად, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით ცვლის სასაზღვრო და სანიტარულ რეგულაციებს, რაც ბუნებრივია ასახვას ჰპოვებს ავიაკომპანიების გადაწყვეტილებებზე, ამა თუ იმ მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის გაგრძელების ან განახლების კუთხით. „მიუხედავად იმისა, რომ ავიაციის სექტორისთვის ვითარება რთულად პროგნოზირებადია, რიგი ავიაკომპანიები აქტიურად გამოხატავენ საქართველოს მიმართულებით ოპერირების განახლების სურვილს. რეგულარულ საჰაერო მიმოსვლაზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნა შესაძლებლობას მოგვცემს ინდუსტრიასთან ერთად, მოვემზადოთ აქტიური სეზონისთვის, ხელმისაწვდომი გავხადოთ საქართველოდან და საქართველოს მიმართულებით ჩვენი მოქალაქეების გადაადგილება და ხელი შევუწყოთ ტურიზმის ეტაპობრივ აღდგენას ჩვენს ქვეყანაში.“ – აცხადებს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი ლევან კარანაძე.





ფრენების აღდგენა მნიშვნელოვანია როგორც ტურიზმის, ასევე საქმიანი ურთიერთობებისა და ინვესტირების განახლების აღდგენისთვის. ამ საკითხზე მედიასაშუალებებთან არაერთხელ აღნიშნა საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის საპატიო კონსულმა გიორგი ჯახუტაშვილმაც.
მისი თქმით, პანდემიის მიუხედავად, ყაზახური კაპიტალის მონაწილეობით საქართველოში მიმდინარეობს 30 მლნ დოლარის საინვესტიციო მოცულობის პროექტები, 70 მლნ დოლარის კი მომზადების პროცესშია. მათ შორის გიორგი ჯახუტაშვილი შოვის ბალნეოლოგიურ კურორტს ასახელებს.
ცნობისათვის, ყაზახური ინვესტიცია საქართველოში  2006 წლიდან ხორციელდება და  მისი მაჩვენებელი, სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებზე დაყრდნობით, 240 მილიონის ფარგლებში მერყეობს. დღეისათვის, საქართველოს განვითარებაში ყაზახური ინვესტიციების როლის შესაფასებლად მხოლოდ ეს არგუმენტიც საკმარისია,  თუმცა, ამას ემატება სხვადასხვა არხებით შემოდინებაც, რაც მთლიანობაში ნახევარ მილიარდ დოლარს აღემატება. 
მნიშვნელოვანია, რომ დღეს სქართველოში ყაზახური კაპიტალით უკვე წარმოდგენილია ბანკი, პორტი, ნავთობკომპანია და ავიახაზები, რომლებსაც წლების განმავლობაში  შემოყვა ბევრი კერძო სუბიექტი, რომლებმაც ფული ძირითადად უძრავ ქონებაში ან სხვა საშუალო ბიზნესში დააბანდეს, დაასაქმეს ბევრი ადამიანი და სურთ აღნიშნული საქმანობების განვითარება. 
როგორც გიორგი ჯახუტაშვილი განმარტავს, ყველა ერთობლიობაში წარმოადგენს იმ რესურსს, რომელსაც, ჩვენი ხელშეწყობის შემთხვევაში, შეუძლია კიდევ უფრო მეტად განვითარდეს, ამასთან,  თავად იქცეს დამატებითი ინვესტიციების მოზიდვის არხად, რადგან არსებობს პოტენციალი და რესურსი, რომელიც ჯერ კიდევ გამოუყენებელია.  
„ქვეყნის ჯანდაცვას, განათლებას, უსაფრთხოებას, რეგიონულ განვითარებასა და დემოგრაფიული პრობლემების დაძლევას უფრო მეტი ფინანსური რესურსი სჭირდება. სამყოფი ფინანსური რესურსი ვერ შეივსება მხოლოდ საერთაშორისო დახმარებებითა და საგარეო ვალებით. ვალდებული ვართ, შევქმნათ მუდმივი შემოსავლების მქონე ეკონომიკა, რასაც მხოლოდ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შენარჩუნებითა და გაზრდით შევძლებთ. ჩემი, როგორც ყაზახეთის საპატიო კონსულის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა, ვიზრუნო საქართველოსა და ყაზახეთის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე, რომლის განუყოფელი ნაწილია ინვესტიციებზე ზრუნვა“, - აცხადებს გიორგი ჯახუტაშვილი.
კონსული შემაფერხებელ ფაქტორებზეც საუბრობს, მათ შორის ერთ-ერთია ქვეყნაში შემოსვლის უფლების მოპოვების რთული პროცედურა, რაც გასულ კვირაში მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით მხოლოდ გარკვეული ქვეყნების მოქალაქეებისთვის გამარტივდა. მათ რიცხვში არ მოხვდა ყაზახეთი და მოუხერხებელი პროცედურებიდან გამომდინარე, საქმიანი ვიზიტორები თავს იკავებენ ყაზახეთიდან მგზავრობაზე, რაც თავისთავად, აფერხებს გადაწყვეტილებების პროცესს. შესაბამისად, მთავრობის მხრიდან აუცილებელია შემუშავებულ იქნას ქვეყანაში შემოსვლის ისეთი წესები,  რაც ერთის მხრივ ბიზნეს ვიზიტორებისთვისაც მისაღები იქნება, ხოლო ამავდროულად საფრთხეს არ შეუქმნის ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას.
ის რომ ყაზახეთთან ავიამიმოსვლა მნიშვნელოვანია, მოწმობს არსებული მონაცემებიც. ქართულ ავიაბაზარზე ორი ყაზახური ავიაკომპანია Air Astana და Scat-ია წარმოდგენილი. ორივე ავიაკომპანია 2019 წელს 113 000 მგზავრს მოემსახურა, 2018 წელთან შედარებით ავიაკომპანიებს მგზავრთნაკადი 6000-ით გაეზარდა. პანდემიის გამო, შეწყვეტილი ფრენები ამ ორ კომპანიაზეც აისახა, თუმცა 2020 წელს კომპანიები 14 000-ზე მეტ მგზავრ მოემსახურა.









„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up