ბიზნეს სექტორი გიორგი კვირიკაშვილის  პრემიერ-მინისტრობიდან გადადგომას აფასებს

ბიზნეს სექტორი გიორგი კვირიკაშვილის პრემიერ-მინისტრობიდან გადადგომას აფასებს

access_time2018-06-13 19:34:14

ბიზნეს სექტორი „კომერსანტთან“ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის გადადგომას აფასებს. ბიზნესმენი, „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დამფუძნებელი თემურ ჭყონია აცხადებს,რომ თანამდებობიდან გადადგა პრემიერ-მინისტრი, რომელიც ბიზნესის ყველაზე დიდი დამცველი იყო.


ჭყონიას განცხადებით, იმ დამოკიდებულებით, რა დამოკიდებულებაც  კვირიკაშვილს ჰქონდა ქვეყნის ეკონომიკასთან, ბიზნესმენებთან, საგარეო პოლიტიკასთან, თავისი ინტელექტით, კულტურით და თავშეკავებით, ერთ-ერთი საუკეთესო პრემიერ-მინისტრი იყო.



„ბიზნესმენებს მისი მხრიდან იმხელა მხადაჭერა გვქონდა, რომ ძალიან მეწყინა“-აცხადებს ჭყონია.



კითხვაზე, რა იყო კვირიკაშვილის პრემიერობის დროს ბიზნესისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური რეფორმა, ჭყონია აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი ასეთი მოგების გადასახადის ესტონური მოდელით დაბეგვრაა.


„მის მიმართ ბიზნეს წრეები უდიდესი ნდობით სარგებლობდნენ, პოლიტიკოსებზე ხომ საუბარიც არ არის. მაინც ვფიქრობ, რომ კვირიკაშვილმა ვერ გამოიყენა, ან არ გამოაყენებინეს ის უდიდესი პოტენციალი, რომელიც მას გააჩნია“-აცხადებს ჭყონია.




ღვინის მწარმოებელი კომპანია „თბილღვინოს“ დირექტორი ზურაბ მარგველაშვილი გიორგი კვირიკაშვილს მადლობას უხდის და აცხადებს, რომ მისი პრემიერობის დროს ქვეყნისთვის, საზოგადოებისთვის და ბიზნესისთვის ბევრი წინსვლა იყო.



„მისი პრემიერობის დროს ბიზნეს ხელშეწყობა ჰქონდა, განსაკუთრებული მხარდაჭერა ჰქონდა მეღვინეობის დარგს, რთველის დროს მაგალითად,  საბანკო სესხის პროცენტის თანადაფინანსება. გასულ წლამდე არსებობდა სუბსიდირება, რომელიც მევენახეებზე გაიცემოდა. გარდა ამისა, იყო წვდომა ისეთ საბანკო პროდუქტებზე, რომელშიც სახელმწიფო გარკვეულ  თანადაფინანსებას  ახდენდა“-აცხადებს მარგველაშვილი.



შეგახსენებთ, რამდენიმე წუთის წინ გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა.  „დღეს არის მომენტი, როცა პარტიის თავმჯდომარეს უნდა მიეცეს საშუალება, გუნდი იმ შეხედულებებიდან გამომდინარე დააკომპლექტოს, რომელიც მას გააჩნია“, - ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა საგანგებო ბრიფრინზე განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გააკეთა განცხადება. 


როგორც კვირიკაშვილმა განმარტა, მასსა და მმართველ გუნდს შორის გარკვეული მიმართულებებით აზრთა სხვადასხვაობა გამოიკვეთა. მისივე თქმით, ბოლო თვეების განმავლობაში განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდა პარტიის თავმჯდომარესთან ბიძინა ივანიშვილთან. 


ავტორი: სოფო ქსოვრელი 




კომპანია „სილქნეტის“ განცხადება

კომპანია „სილქნეტის“ განცხადება
access_time2019-01-22 22:27:41
კომპანია სილქნეტი სპეციალურ განცხადებას  ავრცელებს. კომერსანტი ტექსტს უცვლელად გთავაზობთ: როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს სატელეკომუნიკაციო სექტორში 2018 წელს განხორციელებული ბაზრის ლიდერი ორი კომპანიის  - სილქნეტის და ჯეოსელის გაერთიანების შედეგად, შეიქმნა სატელეკომუნიკაციო კომპანია, რომელმაც ინტერნეტის, საკაბელო ტელევიზიისა და ფიქსირებული ტელეფონიის სერვისები გააერთიანა მობილურ სერვისებთან და მომხმარებლებს...

Fund for Peace: საქართველოს მაკროეკონომიკური მაჩვენებლები გაუარესდა

Fund for Peace: საქართველოს მაკროეკონომიკური მაჩვენებლები  გაუარესდა
access_time2019-01-22 20:00:20
საერთაშორისო ორგანიზაცია Fund for Peace ყოველწიურად ადგენს სახელმწიფოების მდგრადობის რეიტინგს, რომელიც ასახავს სხვადსხვა ქვეყნებში პოლიტიკური და ეკონომიკური რისკების დონეს. სიის შემდგენელთა განცხადებით, მათი მიზანია პოლიტიკოსების გაფრთხილება შესაძლო დაძაბულობის და კონფლიქტების შესახებ. ინდექსი ზომავს ქვეყნებს სტაბილურობის დონეს. 2018 წლის მონაცემებით, საქართველომ დაიკავა 83-ე ადგილი 178 ქვეყანას შორის და 120...

პაატა შურღაია:„ბაზისური პენსიის გაცემის ტვირთი რამდენიმე წელიწადში გაიზრდება და ბიუჯეტის 30-40%-ს მიაღწევს, ეს ეკონომიკის კატასტროფაა“

პაატა შურღაია:„ბაზისური პენსიის გაცემის ტვირთი რამდენიმე წელიწადში გაიზრდება და ბიუჯეტის 30-40%-ს მიაღწევს, ეს ეკონომიკის კატასტროფაა“
access_time2019-01-22 19:00:48
მთავრობამ 2019 წლის პირველი იანვრიდან ქვეყანაში ნაწილობრივ სავალდებულო დაგროვებითი საპენსიო რეფორმის აამოქმედა. დაგროვებითი პენსიის კანონი პარლამენტმა 2018 წლის 21 ივლისს მიიღო. სისტემის ამოქმედების შემდეგ, მოქალაქეების მიერ დაზოგილ თანხას სპეციალური საპენსიო ფონდი განკარგავს, აღნიშნულ ფულს გარკვეულ საპროცენტო განაკვეთს დაარიცხავს და მოქალაქეებს ამ თანხას პენსიაზე გასვლის შემდეგ დაუბრუნებს....

„პრემიერს გამორჩა ერთი სიტყვა, რამაც არასწორი წარმოდგენები შექმნა“ - საგარეო საქმეთა სამინისტრო ბახტაძის განცხადებასთან დაკავშირებით განმარტებას კომერსანტთან აკეთებს

 „პრემიერს გამორჩა ერთი სიტყვა, რამაც არასწორი წარმოდგენები შექმნა“ - საგარეო საქმეთა სამინისტრო ბახტაძის განცხადებასთან დაკავშირებით განმარტებას კომერსანტთან აკეთებს
access_time2019-01-22 16:00:54
„ევროკავშირმა საქართველოს გამოუყო 3,4 მილიარდი ევროს ფინანსური სახსრები“ — პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მიერ ბრიფინგზე გაკეთებული ეს განცხადება მედიაში დავის საგანი გახდა. ვებ-პორტალი „ბათუმელების“ ინფორმაციით, ევროკავშირს საქართველოსთვის აღნიშნული ფინანსური სახსრები არ გამოუყვია. შესაბამისად, პრემიერის ნათქვამი არასწორია. კომერსანტმა საკითხში გარკვევის მიზნით, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა, სადაც ექსკლუზიურად...

ნინო ზამბახიძე: საქართველოში მეწარმეები ბიუროკრატიას ეწირებიან

ნინო ზამბახიძე: საქართველოში მეწარმეები ბიუროკრატიას ეწირებიან
access_time2019-01-22 14:00:47
„საქართველოში მეწარმეები  ბიუროკრატიას ეწირებიან. აქამდე ამ თემაზე საჯაროდ არ ვსაუბრობდი, რადგან არ მინდოდა ფერმერთა ასოციაციის სახელი გამომეყენებინა. თუმცა ამ პრობლემის წინაშე მხოლოდ მე არ ვარ. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტე ჩემი ფერმა გავყიდო, რომ მეტი დრო დავუთმო ფერმერთა ასოციაციას და დავეხმარო სხვა ფერმერებს, რომ იგივე მდგომარეობაში არ აღმოჩნდნენ. “,— ამის შესახებ საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძემ კომერსანტს...


მსგავსი სიახლეები

up