ბიზნეს სექტორი: ბრუნვა 56,7%–ით, საშუალო ხელფასი – 214 ლარით გაიზარდა

ბიზნეს სექტორი: ბრუნვა 56,7%–ით, საშუალო ხელფასი – 214 ლარით გაიზარდა

access_time2021-09-03 13:00:13

საქართველოში II კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2020 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 56.7%–ით გაიზარდა და 35 მლრდ ლარი შეადგინა. II კვარტალშივე ბიზნეს სექტორში საშუალო ხელფასი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 214 ლარით არის გაზრდილი – 1 389.6 ლარამდე.



საქსტატის მონაცემებით, ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2021 წლის II კვარტალში მისი მოცულობა 13.2 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 43.4 პროცენტით მეტია.



ამასთან, 2021 წლის II კვარტალში მთლიანი ბრუნვის 61.4 პროცენტი მოდის მსხვილ ბიზნესზე, 18.2 პროცენტი - საშუალოზე, ხოლო 20.4 პროცენტი - მცირე ბიზნესზე ნაწილდება.



მცირედით განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 45.9 პროცენტი, საშუალოზე - 27.1 პროცენტი, ხოლო მცირე ბიზნესზე - 27.0 პროცენტი.




საქსტატის ცნობით, საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 2021 წლის II კვარტალში 19.2 მლრდ ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 48.5 პროცენტით მეტი), ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა - 11.8 მლრდ. ლარი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 52.0 პროცენტით მეტი).



რაც შეეხება შრომის ანაზღაურებას, 2021 წლის II კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 1 389.6 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 214.0 ლარით).



საქსტატის მონაცემებით, ამავე პერიოდში ქალების ხელფასმა შეადგინა - 1 098,4 ლარი (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 182.1 ლარით).


საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია:


მსხვილი ბიზნესი – 1 440.3 ლარი
საშუალო ბიზნესი – 1 640.4 ლარი
მცირე ბიზნესი – 1 144.9 ლარი


რაც შეეხება დასაქმებულების რაოდენობას, 2021 წლის მე-2 კვარტალში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 659.7 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 4.4 პროცენტით მეტია. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 42% ქალია, ხოლო 58% - კაცი.


დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 40.6% მსხვილ ბიზნესზე მოდის, 22.6% - საშუალოზე, ხოლო დარჩენილი 36.8% - მცირე ბიზნესზე.


დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 623 700 კაცი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით - 4 პროცენტით მეტი). საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე - 2 648.3 მლნ. ლარით განისაზღვრა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 22.9პროცენტით მეტი).


თეგები:
დასაქმება



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up