ბიზნეს ოპერაციების მართვა ნებისმიერი ადგილიდან შეიძლება  - გაიცანი ბიზნესისთვის  შექმნილი მობილბანკი და გაიგე  რატომ გამოადგება ის შენს კომპანიას

ბიზნეს ოპერაციების მართვა ნებისმიერი ადგილიდან შეიძლება - გაიცანი ბიზნესისთვის შექმნილი მობილბანკი და გაიგე რატომ გამოადგება ის შენს კომპანიას

access_time2021-02-26 10:00:23

საქართველოს ბანკის მომხმარებელს სულ ახალი ბიზნეს მობილბანკის გამოყენებით, საკუთარი ბიზნეს ოპერაციების მართვა ნებისმიერი ადგილიდან შეუძლია.

  • მომხმარებელი ანგარიშების მართვით ნახულობს მიმდინარე ანგარიშს, თანხებს, დეპოზიტებს, ვალდებულებებს და ბარათებს;
  • მობაილ ბანკის მეშვეობით მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, რომ გადარიცხვები საქართველოს ნებისმიერ წერტილში განახორციელოს ლარში, გადაიხადოს საბიუჯეტო გადასახადები;
  • სულ ახალი მობაილ ბანკის მეშვეობით დოკუმენტების დადასტურებით შესაძლებელია ბიზნეს ინტერნეტ ბანკიდან შექმნილი ყველა ტიპის ოპერაციის ხელმოწერა, რაც საგრძნობლად ზოგავს დროს და ამარტივებს პროცესებს.
  • სულ ახალი ბიზნეს მობილბანკი მომხმარებელს კონვერტაციის დროს  გადაცვლის შეღავათიან პირობებს სთავაზობს.
  • პარამეტრების მორგებით შესაძლებელი პირადი ინფორმაციის ცვლილება. ასევე შესაძლებელია აირჩიო  დიზაინის სასურველი რეჟიმი და ისარგებლო კომფორტული ავტორიზაციით.

„მოხარული ვართ წარმოგიდგინოთ სულ ახალი ბიზნეს მობილბანკი, რომელიც სპეციალურად მომხმარებლის საჭიროებების საპასუხოდ შეიქმნა. განახლებული ფუნქციონალის მთავარი მიზანია კიდევ უფრო გაუმარტივოს მომხმარებელს ყოველდღიური ბიზნეს ოპერაციები ისე, რომ მისთვის საჭირო აქტივობების განხორციელება სულ რამდენიმე წამში, ნებისმიერი ადგილიდან შეძლოს. 

ჩვენ აქტიურად ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად გავითვალისწინოთ ყველა ის გამოწვევა, რომელსაც ბიზნესი ყოველდღიურ საქმიანობაში აწყდება. გვჯერა, რომ სულ ახალი ბიზნეს მობილბანკი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ბიზნესის ეფექტურად მართვას“, - განაცხადა საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა, ლევან კობახიძემ.




(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up