ბიზნეს ასოციაცია შემოსავლების სამსახურს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამარტივებულ ჩამოწერასთან დაკავშირებით მიმართავს

ბიზნეს ასოციაცია შემოსავლების სამსახურს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამარტივებულ ჩამოწერასთან დაკავშირებით მიმართავს

access_time2020-10-09 11:55:24

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში (BAG), გარკვეული სახის დაზიანებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამარტივებული ჩამოწერის პროცედურის შემდეგი გაფართოვების აუცილებლობაზე საუბრობენ. როგორც საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში განგვიცხადეს, აღნიშნულთან დაკავშირებით აქტიური მუშაობა მიმდინარეობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან. ამ კომუნიკაციის პირველი უაღრესად ნაყოფიერი შედეგი აღმოჩნდა სურსათის საცალო გაყიდვების სექტორში მოღვაწე კომპანიებისთვის დანაკარგების დაუბეგრავი ზედა ჭერის 1%-ით განსაზღვრა. თუმცა სხვა ბიზნეს ოპერატორიბისთვის, რომლებიც, მაგალითად, სარემონტო-სამშენებლო მასალით ვაჭრობაში არიან ჩართულები, გარკვეული საქონლის რეალიზაციისას წარმოექმნებათ გადაულახავი პრობლემები, რაც ნეგატიურად აისახება მათ საოპარაციო ხარჯებზე. ამის ერთ-ერთი მაგალითია კერამიკული ფილებით ვაჭრობისას წარმოქმნილი პრობლემები. შესაბამისად, საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ თხოვნით მიმართა შემოსავლების სამსახურს, კანონმდებლობით განისაზღვროს დანაკლისის არა არსებითი ოდენობა დაზიანებული კერამოგრანიტისა და კერამიკული ფილების გამარტივებული წესით ჩამოსაწერად და ადმინისტრაციულ ორგანოს სთავაზობს განისაზღვროს ზემოაღნიშნული პროდუქციის სარეალიზაციო ღირებულების დაახლოებით 5%-ს ოდენობით.


როგორც ცნობილია, დაზიანებული კერამოგრანიტისა და კერამიკული ფილების ნაწილში კომპანიები დღეს არსებული რეგულაციის თანახმად, მიუხედავად ბუნებრივი დანაკარგისა, სრულად იბეგრებიან გადასახადებით, ვინაიდან კომპეტენტური საექსპერტო ბიუროს დასკვნის გარეშე ვერ ხერხდება დაზიანებული საქონლის სახეობის და რაოდენობის იდენტიფიცირება შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი წარმომადგენლების მხრიდან, რაც დაკავშირებულია ადმინისტრირების გართულებასთან, კონკრეტულად კი ჩამოსაწერი პროდუქციის ფასთან შედარებით არაადეკვატურ, არაპროპორციულ ფინანსურ ხარჯთან და დამატებით დროით რესურსთან.



ბიზნეს ასოციაცია გამოდის ინიციატივით და მიმართავს შემოსავლების სამსახურს, რომ აღნიშნული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერა განხორციელდეს გამარტივებული წესით, რადგან კომპანიებს უწევთ არარეალიზებულ ან უკეთეს შემთხვევაში 95-98 %-იანი ფასდაკლებით რეალიზებულ საქონელზე გადასახადების გადახდა.


„მიგვაჩნია, რომ სამშენებლო-სარემონტო მასალებით მოვაჭრე კომპანიებისთვის საკმაოდ რთული და შრომატევადია, იმ პროცედურების გავლა, რომელსაც მათ კანონი ავალდებულებს ბუნებრივი დანაკარგის ჩამოწერის კუთხით, რადგან ხშირ შემთხვევაში აღნიშნული სამუშაოს ჩატარება ვერ ხორციელდება ოპერატიულად და არაპროპორციულად ხარჯიანია იმ ჩამოსაწერ საქონელთან შედარებით, რომელიც გასაყიდად უვარგისია. ვითვალისწინებთ რა, იმ პოზიტიურ გამოცდილებას, რაც მსგავს სიტუაციებში ადმინისტრაციულ ორგანოსთან გვქონია, კერძოდ, ვგულისხმობთ შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელობასთან სურსათის ბუნებრივ დანაკარგებზე მიღწეული შეთანხმებას, მივმართავთ შემოსავლების სამსახურს, რათა აღნიშნულ შემთხვევაშიც ჩვეულ კოსტრუქციულ რეჟიმში წარვმართოთ დიალოგი, რომლის შედეგიც ორმხრივად მისაღები გადაწყვეტილება იქნებოდა" - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის, აღმასრულებელმა დიერქტორმა, ლევან ვეფხვაძემ.


(NS)




დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-05-05 21:00:52
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1. განვითარების სტრატეგიის არარსებობა, შეუსრულებელი ხელშეკრულებები და გაუმჭვირვალე ხარჯი - როგორ მუშაობს „მთის კურორტების კომპანია“ კომპანიის განვითარების სტრატეგიის არარსებობა, შეუსრულებელი...

საყოველთაო ვაქცინაციის დასრულებას 45 მლრდ. დოლარი დასჭირდება

საყოველთაო ვაქცინაციის დასრულებას 45 მლრდ. დოლარი დასჭირდება
access_time2021-05-05 20:00:45
დედამიწის მთლიანი ზრდასრული მოსახლეობის კორონავირუსისგან აცრას 45 მლრდ. დოლარი დასჭირდება - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ტედროს გებრეუსმა.   მისი თქმით, ეს თანხა 19 მლრდ. დოლარს დაემატება, რომელიც მიიღო საერთაშორისო პროგრამა ACT Accelerator-მა, რომელიც ორგანიზაციამ მსოფლიოში კორონავირუსთან ბრძოლისთვის შექმნა.   „ჩვენი შეფასებით, 45 მლრდ. დოლარი საკმარისი იქნება იმისთვის რომ ზრდასრული მოსახლეობის დიდი უმრავლესობა აიცრას“-...

East-fruit: ახალქალაქის რაიონში გლეხები 700 ტონა კარტოფილის გადაყრას აპირებენ

East-fruit: ახალქალაქის რაიონში გლეხები  700 ტონა კარტოფილის გადაყრას აპირებენ
access_time2021-05-05 19:00:30
ახალქალაქის რაიონის სოფელ ალასტანში გლეხებს და ფერმერებს თითქმის 700 ტონა კარტოფილი ულპებათ. ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, რომ მთავრობის მხრიდან სასწრაფო დახმარებას ელის, წინააღმდეგ შემთხვევაში მზადაა მოსავალი გადაყაროს.   მათი თქმით, კარტოფილის რეალიზებას მასშტაბური იმპორტი ართულებს.   „ამ წელს მოსახლეობას მოსავლის გადაყრა მოუწევს, რადგანაც არც ერთი მყიდველი ჩვენთან ჯერ არ მოსულა. მთავრობა სულ ლაპარაკობს სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, მაგრამ...

5 მაისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა

5 მაისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2021-05-05 18:00:45
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი ქართული ლარის კურსზე მკვეთრად აისახა. 2021 წლის 5 მაისის ოფიციალური კურსების მიხედვით, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 16 პუნქტით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 62 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი პრაქტიკულად უცვლელია. ეროვნული ბანკის მიერ 5 მაისის ვაჭრობის შედეგად (რომლის ოფიციალური კურსი 6 მაისისაა) ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან...

როდიდან ამოქმედდება ელექტრონული ლარის საპილოტე ვერსია

როდიდან ამოქმედდება ელექტრონული ლარის საპილოტე ვერსია
access_time2021-05-05 16:05:55
„ციფრული ლარს მოვიაზრებთ ნაღდი ფულის ჩასანაცვლებლად“,- ამის შესახებ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში საქმე ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ განაცხადა.   მისი თქმით, ელექტრონული ლარის უპირატესობა იქნება დაბალი საოპერაციო ხარჯი და ამასთან, მომენტალურობა. გარდა ამისა, ციფრული ვალუტის გამოყენებისას არ იქნება საჭირო ანგარიშის ქონა რომელიმე ბანკში და არ საჭიროებს შუამავალს.   როგორც პაპუნა ლეჟავამ განმარტა, ელექტრონული ლარის...


მსგავსი სიახლეები

up