„ბიზნესისთვის გეგმებით ცხოვრების ეპოქა  დამთავრდა“ - დიზაინერი ავთანდილ ცქვიტინიძე

„ბიზნესისთვის გეგმებით ცხოვრების ეპოქა დამთავრდა“ - დიზაინერი ავთანდილ ცქვიტინიძე

access_time2020-05-27 18:00:23

„ბიზნენისთვის გეგმწბით ცხოვრების ეპოქა დამთავრდა, ეს არის პერიოდი, როდესაც ბიზნესიც კი დღევანდელ დღეს უნდა მოარგოს,“-ასე აფასებს პანდემიის  პერიოდს  ქართველი დიზაინერი ავთანდილ ცქვიტინიძე. 

 

ახალი კორონავისუსის გამო დაზარალებულმა ტანსაცმლის ბიზნესმა  გრძელვადიანი სამუშაო გეგმის დასახვა  გადაიფიქრა. მიზეზი ქვეყანაში არასტაბილური მდგომარეობაა და პანდემიის გავლენა დღემდე არ შემსუბუქებულა.ტანსაცმლის სფეროში შექმნილ პრობლემებზე დიზაინერი ავთანდილ ცქვიტინიძე გვესაუბრა, რომელსაც დღემდე რამდენიმე მაღაზია უფუნქციოდ აქვს და როგორც თავად აღნიშნა მისი ბიზნესი კორონავირუსის გამო 100%-ით დაზარალდა.

 

„ცხოვრბაში პირველად ვარ გეგმის გარეშე,  როდესაც მაღაზია გაიხსნება,  რა  სიტუაციაც ბაზარზე დაგვხვდება იმ სიტუაციას მოვერგებით.  ტანსაცმლის დარგი ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული სფეროა. დღემდე ვერ ვხსნით მაღაზიებს და კიდევ რამდენხანს გაგრძელდება ეს მდგომარეობა არ ვიცით. ამ გაურკვეველობის გამო ვფიქრობ, რომ გეგმით ცხოვრების ეპოქა დამთავრდა, ეს არის პერიოდი, როდესაც ბიზნესი მხოლოდ მიმდინარე დღეს უნდა მოარგოს.პანდემიის დაწყებიდან  დღემდე კუს ნაბიჯებით მივდივართ. ყველაზე მომგებიანი პერიოდი, როდესაც გაყიდვების მაჩვენებელი შედარებით მაღალია დავკარგეთ, ზაფხულისგან განსხვავებით გაზაფხული ყოველთვის მეტად შემოსავლიანი პერიოდი იყო“,-განაცხადა ავთანდილ ცქვიტინიძემ.

 


 

 დიზაინერის თქმით,  ტანსაცმლის მაღაზიების პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ მომხმარებელს მისი შეძენა მხოლოდ გასინჯვის შემდეგ სურს, რაც ვირუსის გავრცელების დიდ საშიშროებას ქმნის.  

 

 

“ტანსაცმელის ყიდვას მომხმარებელი მხოლოდ მისი მორგების შემდეგ წყვეტს. ახალი ეტაპი იწყება ყველა სფეროსთვის, ერთი თვე ალბათ ინერციით გავყვებით ბაზარს, შემოდგომიდან კი მივხვდებით სად ვართ და რა ნაბიჯი უნდა გადავდგათ.  სხვა გზა არ არის უნდა ვისწავლოთ ამ მდგომარეობაში ცხოვრება.  შექმნილი მდგომარეობა არ არის მხოლოდ  ჩემი ან ქვეყნის პრობლემა, ესაა გლობალური მდგომარეობა და რაც არ უნდა მოვინდომოთ თუ თავად არ დასტაბილურდა ვითარება,  ვერაფერს შევცვლით,“-აღნიშნა ცქვიტინიძემ.  



ნათია ლომიძე 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up