„სახელმწიფომ გადასახადებს მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს და მასზე შეღავათები დააწესოს“-ბიზესის რჩევა მთავრობას

„სახელმწიფომ გადასახადებს მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს და მასზე შეღავათები დააწესოს“-ბიზესის რჩევა მთავრობას

access_time2019-01-03 10:00:49

„ტოიოტა ცენტრი თბილისის“ დამფუძნებელი ირაკლი გურჩიანი მთავრობას რჩევას აძლევს — მთავრობამ ქვეყნის წინსვლისთვის რამდენიმე მიმართულებას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს. კერძოდ, საგადასახადო სისტემას, სოფლის მეურნეობას და უხარისხო საწვავის პრობლემებს.


„სახელმწიფომ გადასახადებს მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს და მასზე შეღავათები დააწესოს. არ აქვს მნიშვნელობა, ეს ეხება ბიზნესს, თუ კონკრეტულ მოქალაქეს. ჩვენი ეკონომიკა სტაგნაციაშია და აუცილებელია მისი გაცოცხლება,“ - ამბობს ირაკლი გურჩიანმა.


ბიზნესმენი სწორედ ქვეყანაში ეკონომიკის გამოცოცხლებაზე საუბრისას განსაკუთრებულ ყურადღებას სოფლის მეურნეობის პროდუქციის დაცულობაზე ამახვილებს. მისი განცხადებით, სოფლის მეურნეობის პროდუქციის დასაცავად ქვეყანაში სპეციალური პოლიტიკაა შემოსაღები.


„ყველა იმ სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე, რომელსაც სხვა ქვეყნებთან ერთად ჩვენ ვაწარმოებთ საბაჟო და აქციზის გადასახადი უნდა ავწიოთ, რათა ქვეყანაში კერძო მეწარმეებს ინტერესი გაუჩნდეთ და ადგილობრივი პროდუქციის წარმოება დაიწყონ,“ - აღნიშნა ირაკლი გურჩიანმა.


ბიზნესმენი, კომპანია “კახური ტრადიციული მეღვინეობის“ (KTW ჯგუფი) დამფუძნებელი ზურაბ ჩხაიძე ხელისუფლებას ურჩევს: კომპეტენტური თანამდებობის პირების მიერ კონკრეტული საკითხების, სხვადასხვა მიმართულებით - ბიზნესპროექტების ფუნდამენტური შესწავლა უნდა ხდებოდეს.


მისი განმარტებით, თანამდებობის პირს სახელმწიფოებრივი აზროვნება უნდა ჰქონდეს და არუნდა ავიწყდებოდეს, რომ იგი ქვეყნისა და ხალხის სამსახურში უნდა იყოს და, მის მიერ,- ნებისმიერი გადაწყვეტილება ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ უნდა იქნეს მიღებული. არ უნდა ხდებოდეს პიროვნული ურთიერთობების დონეზე გადაწყვეტილებების მიღება. არავის უნდა დაავიწყდეს, რომ თანამდებობა დროებითია.



როგორც ზურაბ ჩხაიძე განმარტავს, დღეს, როცა სახელმწიფოს პოზიცია - ბიზნესის მხარდაჭერაა, პიროვნებები არ უნდა უქმნიდნენ ხელოვნურ ბარიერებს კონკრეტულ ბიზნეს სუბიექტებს და არ უნდა ხდებოდეს ბიზნესპროექტების ხელოვნურად დაბლოკვა.


ბიზნესმენ, კომპანია „ჩემი რანჩოს“ დამფუძნებელ ვანო იოსელიანის განცხადებით, ქვეყანაში განსაკუთრებით პრობლემური რეგიონულ დონეზე მუნიციპალიტეტებთან ურთიერთობაა.მისი თქმით, აუცილებელია რაიონებში მაქსიმალურად შემცირდეს ბიუროკრატია და დაგეგმილი პროექტების შეთანხმება, განხორციელება დროში არ გაჭიანურდეს.


იოსელიანის განმარტებით, ეს პრობლემა ბოლო ათწლეულებია ვერ მოგვარდა და თვითმმართველობა მარტო ამ მთავრობის პრობლემა არ არის. ასევე პრობლემას ქმნის კვალიფიციური კადრების სიმცირეც. „ჩემი სურვილია ის, რომ რაც შეიძლება ნაკლები ბიუროკრატია იყოს“-აღნიშნავს იოსელიანი.


ბიზნესმენი, კომპანია „ჯეოლავის“ დამფუძნებელი გიორგი სვანიძე განმარტავს, რომ ბიზნესმა და ხელისუფლებამ ერთმანეთთან უფრო მეტად უნდა ითანამშრომლოს. საუბარია, ბიზნესის ხელის შეწყობაზე, სწორ რეგულაციებზე.


მისი განმარტებით, თუ ხელისუფლება ბიზნესმენებს უფრო მეტად მოუსმენს, უკეთესი იქნება. „ბიზნესმენი უფრო კარგად ხედავს შიგნით რა პრობლემაა და შესაბამისად, მისი გადაჭრის გზებიც უფრო მეტად იცის, ვიდრე სხვამ.


სვანიძე ბიუროკრატიაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ეს პრობლემა წლების გასვლასთან ერთად თანდათან გვარდება.გარდა ამისა, ბევრად გაადვილებულია ბიზნესის მართვა და კეთება, რასაც საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული რეიტინგებიც ადასტურებს. „ამიტომაცაა, რომ ინვესტორები უფრო და უფრო გამოხატავენ საქართველოთი დაინტერესების სურვილს“-აღნიშნავს სვანიძე.


ჩემი რჩევაა, მთავრობამ იმ შესაძლებლობების სრული ანალიზი გააკეთოს, რომელიც ჩვენს გარშემოა, — ამ რჩევას კომერსანტის საშუალებით დღევანდელ ხელისუფლებას ბიზნესმენი, კომპანია ,,ნატახტარის‘‘ კორპორატიული დირექტორი ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი აძლევს.


ხუნძაკიშვილის განმარტებით, უნდა მოხდეს ამ შესაძლებლობების ორი მიმართულებით გამოყენება - გუნდურობით და რესურსებით ათვისება.როგორც ხუნძაკიშვილი განმარტავს, ყველაზე მნიშვნელოვანი რაც გვაკლია, გუნდურობა და გუნდში ლიდერობაა.


ავტორი: სოფო ქსოვრელი 





ქართული კლუბები ევროტურნირებზე მაყურებლების გარეშე – უეფას ახალი გადაწყვეტილებები

ქართული კლუბები ევროტურნირებზე მაყურებლების გარეშე – უეფას ახალი გადაწყვეტილებები
access_time2020-08-10 19:00:43
6 აგვისტოს უეფას ორგანიზებით მორიგი ვიდეო კონფერენცია გაიმართა, რომელშიც ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს წევრი ასოციაციების გენერალური მდივნები მონაწილეობდნენ. აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეს-სამსახური ავრცელებს. შეხვედრაზე უეფას ეგიდით გასამართ უახლოეს საკლუბო და სანაკრებო მატჩებზე იმსჯელეს. გადაწყდა, რომ ევროპა ლიგის ოთხივე ეტაპზე და ჩემპიონთა ლიგის სამ ეტაპზე მატჩები მაყურებლის გარეშე გაიმართება, ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის...

დონალდ ტრამპმა ამერიკელებს TikTok-ით სარგებლობა აუკრძალა

დონალდ ტრამპმა ამერიკელებს TikTok-ით სარგებლობა აუკრძალა
access_time2020-08-10 20:00:57
აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკელებს ჩინური კომპანიების ByteDance და Tencent-ის სერვისებით ყოველგვარი სარგებლობა აუკრძალა - მათ შორისაა მოკლე ვიდეოჩანაწერების სერვისიTikTok და მესენჯერი WeChat. აკრძალვის ქვეშ ყველა გარიგება მოხვდება, მათ შორის მოლაპარაკებები წილების შეძენასთან დაკავშირებითაც. ტრამპის ბრძანებულება ძალაში 20 სექტემბერს შევა. გადაწყვეტილებას წინ პრეზიდენტის მუქარები უძღოდა. შემდეგ, 6 აგვისტოს, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა...

წლევანდელი წელი მთლიანად ჩავარდა - სამთო საექსპედიციო ტურიზმი ჯავშნებს მხოლოდ მომავალი წლიდან ელოდება

წლევანდელი წელი მთლიანად ჩავარდა - სამთო საექსპედიციო ტურიზმი ჯავშნებს მხოლოდ მომავალი წლიდან ელოდება
access_time2020-08-10 18:00:32
კორონავირუსის პანდემიის გამო, საზღვრების ჩაკეტვამ და ფრენების გადადებამ, ტურიზმზე დამოკიდებული კომპანიების შეჩერება გამოიწვია. ერთ-ერთი ასეთი, მთაში მოგზაურობის და თავგადასავლების სააგენტო Mountain Freak-ია, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ სტუმარს ალპინისტურ, სალაშქრო, „ტრეკინგ“ თუ კულტურულ -ფოლკროლურ ტურებს სთავაზობს. პანდემიამდე მთელი სეზონი დაჯავშნილი იყო, თუმცა კორონავირუსმა გეგმები შეცვალა და წლევანდელი წელი მთლიანად ჩავარდა, ამის შესახებ „კომერსანტი“...

მთავრობა „თელასის“ კაპიტალში კუთვნილი აქციების წილს ჰყიდის

მთავრობა „თელასის“ კაპიტალში კუთვნილი აქციების წილს ჰყიდის
access_time2020-08-10 17:00:11
„საპარტნიორო ფონდი“ სს „თელასის“ კაპიტალში კუთვნილი აქციების წილის - 24.5%- ის გასასხვისებლად საჯარო აუქციონს აცხადებს. ინფორმაციას საპარტნიორო ფონდი ავრცელებს. საჯარო აუქციონის საწყისი ფასი შეადგენს 10 511 211.08 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში. ბიჯის ოდენობაა 50,000 ლარი. აუქციონის დროს დაფიქსირებული ფასი დაკონვერტირდება აშშ დოლარებში აუქციონის გამოცხადების დღისთვის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი გაცვლითი კურსის შესაბამისად. საჯარო აუქციონი 2020 წლის...

გველის თუ არა უფრო ღრმა კრიზისი?!

გველის თუ არა უფრო ღრმა კრიზისი?!
access_time2020-08-10 16:00:18
ამომრჩევლის მოსყიდვა თუ კრიზისის დროს შეხიდება? ახალ სოციალურ პაკეტს, რომელიც მთავრობამ მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფს შესთავაზა, უკვე მოჰყვა არაერთგვაროვანი შეფასებები. რადგან არჩევნებამდე 3 თვეა, ოპოზიციამ ჩათვალა, რომ ხელისუფლება იმ ამომრჩევლის გულის მოგებას ცდილობს, ვინც შესაძლოა „ქართული ოცნების“ 8-წლიანი მმართველობით კმაყოფილი არ არის. ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ამ პროგრამებს არჩევნებთან საერთო არაფერი აქვს და აანონსებენ, რომ შესაძლოა კიდევ ერთი სოციალური პაკეტი მომავალი წლის...


მსგავსი სიახლეები

up