ბიუსტჰალტერების  ექსპორტი ისტორიულ მაქსიმუმზეა - საქართველომ $6 მილიონის ბიუსტჰალტერები გაყიდა

ბიუსტჰალტერების ექსპორტი ისტორიულ მაქსიმუმზეა - საქართველომ $6 მილიონის ბიუსტჰალტერები გაყიდა

access_time2023-01-24 23:50:56

საქართველოდან ბიუსტჰალტერების საექსპორტო ღირებულება ისტორიულ მაქსიმუმზეა. 2022 წელს საქართველომ უცხოეთის ბაზრებზე 6  642  760 დოლარის ღირებულების ბიუსტჰალტერები (მანქანით ან ხელით ნაქსოვი ტრიკოტაჟისა, ან არატრიკოტაჟისა) გაყიდა, რაც ბოლოს 10 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

 

საქსტატის მონაცემების მიხედვით, საქართველოდან ბიუსტჰალტერების ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა 2017 წლიდან ფიქსირდება.

 

2022 წელს საქართველომ ექსპორტზე 11%-ით მეტი, 349.27 ტონა ბიუსტჰალტერები გაიტანა, 2021 წლის მაჩვენებლებით კი 313.59 ტონა ბიუსტჰალტერები. სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, წონის მხრივ საქართველოდან ბიუსტჰალტერების ექსპორტის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სწორედ პანდემიის პერიოდში, 2020 წელს დაფიქსირდა და ქვეყნიდან 436.28 ტონა ბიუსტჰალტერები გავიდა.

 


2022 წელს ექსპორტირებული ბიუსტჰალტერების საერთო რაოდენობიდან 98%-ი თურქეთში გავიდა. 2022 წლის იანვარ-დეკემბერში საქართველოდან თურქეთში 340.88 ტონა ბიუსტჰალტერები გადაიზიდა.

 

ბიუსტჰალტერების საექსპორტო ქვეყნების ტოპ-3-შია ასევე, სომხეთი (8.08 ტონა, 224.27 ათასი დოლარი) და აზერბაიჯანი (0.13 ტონა, 17.20 ათასი დოლარი).

 

საქართველოში შეკერილი ბიუსტჰალტერები იყიდება ევროკავშირშიც, 2022 წელს საუბარია ევროკავშირის ქვეყნებში: ხორვატიაში, იტალიაში, გერმანიაში, პოლონეთში და ესპანეთში 8.53 ათასი დოლარის ღირებულების 0.09 ტონა ბიუსტჰალტერების ექსპორტზე.





USA2GEORGIA მომხმარებლის წინაშე სრულ პასუხისმგებლობას იღებს და გამოწვევას უპრეცედენტო ლოიალობით პასუხობს

USA2GEORGIA მომხმარებლის წინაშე სრულ პასუხისმგებლობას იღებს და გამოწვევას უპრეცედენტო ლოიალობით პასუხობს
access_time2023-01-28 09:55:58
კომპანია არ შევა მომხარებელთან დავაში და ასობით მომხმარებელს სრულად აუნაზღაურებს გზავნილების ე.წ. მოცულობით და რეალურ წონას შორის ტრანსპორტირების ფასთა სხვაობას. აღნიშნული გადაწყვეტილება კონკურენციის სააგენტოსთან თანამშრომლობით იქნა მიღებული.„ჩვენ გვიყვარს თითოეული მომხმარებელი -...

„55 000 კურსდამთავრებულიდან 80% უმუშევარია“ – შოთა ბურჯანაძე

„55 000 კურსდამთავრებულიდან 80% უმუშევარია“ – შოთა ბურჯანაძე
access_time2023-01-28 11:00:28
საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის“ დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ ვაკანსიების სიჭარბესა და უმუშევრობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება პარადოქსია, მისი თქმით ქვეყანაში 55 000 კურსდამთავრებულია მათგან 80% კი უმუშევარია." ის ისევ ეძებს სხვა პროფესიით სამუშაოს, ან ქვეყნიდან გაედინება. აუცილებელი უნდა იყოს ამ ხალხისთვის პროფესიულ სასწავლებელში სწავლის შესაძლებლობის მიცემა, და არა ის, რომ „შეტენო“...

რუსულმა ბანკებმა კრიზისული წელი ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი შედეგით დაასრულეს

რუსულმა ბანკებმა კრიზისული წელი ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი შედეგით დაასრულეს
access_time2023-01-28 09:00:43
2022 წლის კრიზისული წლის შედეგების მიხედვით, რუსეთის ბანკების მოგება 2022 წელს 11,8-ჯერ შემცირდა 2021 წლის მაჩვენებელთან შედარებით. ის 2,4 ტრილიონი რუბლიდან 203 მილიარდ რუბლამდე დაეცა. ამის შესახებ რუსეთის ცენტრალურ ბანკზე დაყრდნობით...

სანქციებში არსებული „ხვრელი“ - ემბარგოს მიუხედავად ტანკერები რუსეთიდან ევროპაში ნავთობის გადატანას აგრძელებენ

სანქციებში არსებული „ხვრელი“ - ემბარგოს მიუხედავად ტანკერები რუსეთიდან ევროპაში ნავთობის გადატანას აგრძელებენ
access_time2023-01-28 10:00:53
დეკემბრიდან მოქმედი ემბარგოს მიუხედავად, ევროპული ტანკერები აგრძელებენ რუსული ნავთობის ევროპაში გადატანას. ამის შესახებ გამოცემა Investigate Europe -ზე დაყრდნობით უკრაინული მედია წერს.     როგორც გამოცემა აღნიშნავს, ევროკავშირისთვის რუსული ნავთობის მიწოდების აკრძალვა ძალაში 5 დეკემბერს შევიდა, თუმცა მას შემდეგ ევროპულმა ტანკერებმა...

ტერაქტი იერუსალიმში - სინაგოგასთან მომხდარ თავდასხმას 7 ადამიანი ემსხვერპლა

ტერაქტი იერუსალიმში - სინაგოგასთან მომხდარ თავდასხმას 7 ადამიანი ემსხვერპლა
access_time2023-01-28 00:45:35
შვიდი ადამიანი დაიღუპა აღმოსავლეთ იერუსალიმში, ებრაული უბნის ნევე იააქოვის სინაგოგასთან მომხდარი ტერაქტის შედეგად. ინფორმაცია ამის შესახებ ისრაელის პოლიციის პრესსამსახურმა გაავრცელა. არსებული ინფორმაციით, ტერორისტებმა სინაგოგასთან სროლა დაიწყეს, საპასუხო სროლის შედეგად ერთი მათგანი მოკლეს, დანარჩენებმა მიმალვა მოახერხეს. პოლიცია რაიონში ჩხრეკას ატარებს, რათა გამოირიცხოს ახალი თავდასხმების შესაძლებლობა. სამართალდამცავები თავდამსხმელების მანქანასაც...


მსგავსი სიახლეები

up