დეველოპერები მთავრობას იპოთეკური სესხების დასუბსიდირებასთან ერთად ბიუროკრატიული ბარიერების შემცირებას სთხოვენ

დეველოპერები მთავრობას იპოთეკური სესხების დასუბსიდირებასთან ერთად ბიუროკრატიული ბარიერების შემცირებას სთხოვენ

access_time2020-05-28 17:15:45

მთავრობა მოქალაქეებს, ბინის შეძენის მსურველებს  იპოთეკური სესხების 4%-ს, 5 წლის განმავლობაში დაასუბსიდირებს. საუბარია, ყველა იმ ხელშეკრულებაზე, რომელიც წლის ბოლომდე დაიდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ  დღეს დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა.


სამშენებლო კომპანია „რედკოს“ დირექტორმა მალხაზ კუნელაურმა „კომერსანტთან“ ანტიკრიზისული გეგმის დეტალებზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ მართალია ეს ბიუჯეტისთვის დამატებითი ხარჯია, თუმცა ახლა ამ სექტორში ჩადებული თანხების კომპენსირებას კომპანიები შემდეგ წლებში იმით მოახდენენ, რომ უფრო მეტ გადასახადს გადაიხდიან.


 პრემიერმაც აღნიშნა, რომ სამშენებლო და დეველოპერული სექტორი მნიშვნელოვანია და ეპიდემიოლოგიურმა სიტუაციამ ეს დარგი ძალიან დააზარალა. მთავრობის გეგმა გაყიდვების სტულირებას გულისხმობს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მიუხედავად იმისა, რომ ეს ბიუჯეტის ერთგვარი საგადასახადო ტვირთი გამოდის, სამშენებლო დარგი მნიშვნელოვანია ეკონომიკისთვის, ამიტომ აქ ასეთი ფაქტი შეიძლება დავუშვათ, რათა ეს ბიზნესი გადარჩეს, შეინარჩუნოს ლიკვიდურობა, გააგრძალოს განვითარება, რათა შემდეგ დამატებითი გადასახადი შეიტანოს ბიუჯეტში და მეტ სამუშაო ადგილი შექმნას. ამიტომ ახლა მათში ჩადებული თანხების კომპენსირება, ამ კომპანიებისგან შემდეგ წლებში სახელმწიფოს სასარგებლოდ გადახდილი გადასახადებით მოხდება. ვფიქრობ, მოკლე ვადაში დეველოპერული სექტორი მნიშვნელოვან ეფექტს მიიღებს“, - განაცხადა  მალხაზ კუნელაურმა.


მალხაზ კუნელაურის შეფასებით, აღნიშნული გეგმის პარალელურად სხვა პრობლემების მოგვარებაც საჭიროა, მაგალითად ისეთის, რომელიც გაყიდვების ვარდნას უწყობდა ხელს.



„მნიშვნელოვანია, რომ სექტორი მხოლოდ პროცენტის სუბსიდირებით კი არ წავახალისოთ, არამედ ის მომიჯნავე საკითხები, რომელიც გაყიდვების მიმართულებით ქმნიდა პრობლემებს , მაგალითად ბიუროკრატიული პრობლემები, მშენებლობების გახანგრძლივება, ნებართვების გაცემის გადავადება და ა.შ. უფრო სწრაფად გადაწყდეს. დაჩქარებული პროცედურების შემდეგ კომპანია უფრო სწრაფად დაიწყებს საქმიანობის აღდგენას.


მნიშვნელოვანია ისიც, რომ  ბინას ძირითადად გასაქირავებლად იძენენ და საჭიროა ტურიზმის კუთხითაც მნიშვნელოვანი მესიჯების გაჟღერება, რომ ტურიზმის გეგმა არსებობს და ტურისტები შემოვლენ. ამ შემთხვევაში ადამიანები უფრო აქტიურად დაიწყებენ უძრავი ქონების შეძენას. ასევე, გაყიდვები შემცირებული იყო სეხების გაცემის გართულების გამო, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ამ სესხის გაცემაც გამარტივდეს“, - განაცხადა მახლაზ კუნელაურმა.


სამშენებლო კომპანია „დომუსის“ დირექტორი ალექსანდრე კორძახია მთავრობის გეგმას დადებითად აფასებს, თუმცა ამბობს, რომ უკეთესი იქნებოდა სუბსიდირება უფრო მაღალბიუჯეტიან ბინებსაც შეხებოდა.

 

„გაცილებით დიდი პაკეტი შემოგვთავაზა მთავრობამ, ვიდრე ველოდით. მნიშვნელოვნად წაადგება ეს სექტორს, მათ შორის დევნილების ბინებით უზრუნველყოფის თემა, ასევე იპოთეკური სესხების წახალისება, ეს ყველაფერი სექტორს ძალიან მალე გამოაცოცხლებს. კარგი გეგმაა, თუმცა ვისურვებდით რომ 200 000 ლარიანი ზღვარი უფრო მაღალი ყოფილიყო ანუ უფრო დიდ ბიუჯეტიან ბინებსაც რომ შეხებოდა, მაგალითად 100 000 დოლარიანზე მაინც. თუმცა, ფაქტია რომ ეს გეგმა დაბალბიუჯეტიანი ბინების გაყიდვებმნიშვნელოვნად გაზრდის“, - განმარტავს ალექსანდრე კორძახია.


აღსანიშნავია, რომ დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, სუბსიდირება ეხება ყველა იმ სესხს, რომელიც არ აღემატება 200 000 ლარს. სახელმწიფო წყვეტს სუბსიდირებას, თუ რეფინანსირების განაკვეთი ჩამოსცდება 5%-ს. გარდა ამისა,  იპოთეკური სესხის აღება უნდა მოხდეს - 2020 წლის პირველი ივნისიდან, 2021 წლის პირველ იანვრამდე; სახელმწიფო გასცემს გარანტიას იპოთეკურ სესხებზე, გარანტიის ოდენობა არის 20%, შესაბამისად სახელმწიფო არის თანამსესხებელი. გარანტია გავრცელდება სესხებზე, სადაც თანამონაწილეობა აღემატება 10%-ს.


ნინო თამაზაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up