„ბიუროკრატიული ბარიერები, აქტიური კამპანიის არარსებობა და შეუსაბამო ფასი“ - საპრივატიზაციო ობიექტებით ინვესტორები ნაკლებად ინტერესდებიან

„ბიუროკრატიული ბარიერები, აქტიური კამპანიის არარსებობა და შეუსაბამო ფასი“ - საპრივატიზაციო ობიექტებით ინვესტორები ნაკლებად ინტერესდებიან

access_time2021-04-16 12:30:08

სახელმწიფო ქონების პრივატიზების საკითხი უკვე რამდენიმე წელია აქტუალურია, ორი კვირის წინ მასშტაბური საპრივატიზებო პროექტი „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესის“ ფარგლებში მთავრობამ დამატებით 150-ზე მეტი 350 მლნ ლარამდე ღირებულების ობიექტი გამოიტანა გასაყიდად.


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ კამპანიის ფარგლებში წარმოდგენილია ქვეყნის მასშტაბით არსებული საინვესტიციოდ მიმზიდველი უძრავი ქონების ნუსხა და პროექტი უპრეცედენტოა, პრივატიზაცია კი უცხოელი ინვესტორების, რომლებიც ეკონომიკის მდგრადობას უზრუნველჰყოფენ, მოსაზიდად დაჩქარდა.


„ვაჩქარებთ პრივატიზაციის პროცესს, რადგან უცხოური ინვესტიციები და ზოგადად ინვესტიციები, რაც ეკონომიკის მდგრადობას განამტკიცებს, ასევე განამტკიცებს ჩვენი ეროვნული ვალუტის მდგრადობას“, – აღნიშნა  ნათია თურნავამ.


თუმცა, პროექტმა განსაკუთრებული ინტერესი ვერც ქართველ და ვერც უცხოელ ინვესტორებში ჯერჯერობით ვერ გამოიწვია, მაგალითად გუშინ აუქციონზე გამოტანილი 10 სახელმწიფო კომპანიიდან მხოლოდ ერთი გაიყიდა.



„კომერსანტი“ დაინტერესდა რამდენად მაღალია მსგავსი საპრივატიზაციო ობიექტებით უცხოელი ინვესტორების დაინტერესება და რა პრობლემებს აწყდებიან ისინი მსგავსი საწარმოების შეძენისას.


ევროკავშირი საქართველოს ბიზნეს საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი გიორგი კაჭარავა „კომერსანტთან“ საუბრისას ამბობს, რომ საპრივატიზაციო ობიექტების მიმართ უცხოელი ინვესტორების მხრიდან დაინტერესება არის, თუმცა რამდენიმე დეტალია გასათვალისწინებელი, მათ შორის შეთავაზებული ფასი, ბიუროკრატიული ბარიერები ადგილობრივ თვითმართველობის ორგანოებთან, აქტიური მარკეტინგული კამპანიის არარსებობა და სასამართლო რეფორმის საჭიროება.


„საპრივატიზაციო ობიექტების მიმართ დაინტერესება ალბათ იქნება თუ შარშანდელი საწარმოების  გასხვისებას გავითვალისწინებთ, მაგრამ ნაკლებია უცხოელების მხრიდან. თუმცა გარდა იმისა თუ რამდენად საინტერესო ობიექტები არის წარმოდგენილი, მნიშვნელოვანია შეთავაზებული ფასი. ფასის გარდა, მნიშვნელოვანია საპრივატიზაციო ობიექტების თანმდევი საინვესტიციო მიმართულებები, მაგალითად ე.წ. ყოფილი „მიხაილოვის“ საავადმყოფო რამდენჯერმე იყო გამოტანილი, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია ის გეგმა, რომელსაც ინვესტორს სთხოვენ იყოს შეთანხმებული წინასწარ თუნდაც მერიის სამსახურთან, ვინაიდან შესაძლოა დაინტერესების მიუხედავად მსურველმა ვერ განახორციელოს პროექტი თუ ეს დეტალები არ არის წინასწარ დათვლილი ან რაღაც ეტაპზე მთავრობასთან ვერ შეთანხმდა. საჭიროა დეტალებში ჩაღრმავება და ისეთი პროექტების შეთავაზება ბიზნესისთვის, რითაც ნაკლებ ბარიერს გადააწყდება ადგილობრივ თვითმართველობის ორგანოებთან კომუნიკაციის დროს, თუნდაც ნებართვების თუ სხვა კუთხით. გარდა ამისა, მთავრობამ უნდა განახორციელოს აქტიური კამპანია, საელჩოების და ბიზნეს ასოციაციების ჩართულობით, რათა ინტერესი გაიზარდოს. პანდემია მართალია პრობლემაა, მაგრამ რიგი კომპანიები ამას განიხილავენ როგორც შესაძლებლობას რომ  მომგებიან გარიგებებში შევიდნენ სხვადასხვა კერძო თუ საჯარო ობიექტების შესყიდვის კუთხით.

 

ახალი საერთაშორისო ინვესტორები აკვირდებიან უკვე არსებული ინვესტორების აქტივობას და ინტერესდებიან საკითხების მოგვარების კუთხით რა ვითარება არის ქვეყანაში და ა.შ. ამიტომ ერთ-ერთი მთავარი არის უკვე შემოსულ ინვესტორებზე მაქსიმალური ყურადღების მიქცევა და რაც უმნიშვნელოვანესია, ესაა სასამართლო რეფორმის განხორციელება“, - აღნიშნა გიორგი კაჭარავამ.

 

აღსანიშნავია, რომ წლევანდელი ობიექტების ჩამონათვალში მოხვდა: 50-ზე მეტი საბადოს ლიცენზია - საწყისი ფასი 50 მლნ ლარი; 50 სასოფლო-სამეურნეო მიწა -  საწყისი საპრივატიზებო თანხაა 19 374 500 ლარი; ლოკაციები გზებზე გასაჩერებელი ინფრასტრუქტურისთვის და სხვა.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up