ბიუროკრატიული აპარატი ნელ-ნელა შევარდნაძის დროინდელ პერიოდს უბრუნდება - ირაკლი გურჩიანი

ბიუროკრატიული აპარატი ნელ-ნელა შევარდნაძის დროინდელ პერიოდს უბრუნდება - ირაკლი გურჩიანი

access_time2021-06-09 11:00:00

„საქართველოს ეკონომიკა არის მკვდარი“, - ამის შესახებ კომერსანტს „ტოიოტა ცენტრ თბილისის“ დამფუძნებელმა ირაკლი  გურჩიანი განუცხადა. მისი თქმით, ეკონომიკური ზრდის ინდიკატორი ბიზნესია, რომელზეც მისი თქმით, მომენტალურად აისახება ნებისმიერი დადებითი და მით უმეტეს, უარყოფითი ცვლილება. ბიზნესმენი გვიყვება, რომ ნეგატიურმა შედეგებმა მოლოდინს გადააჭარბა. ამბობს, რომ „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ ავტომობილების რეალიზაციაა საგრძნობლადაა შემცირებული.

 

„ჩვენი ბიზნესი არის ეკონომიკის ლაკმუსის ქაღალდი. საქართველოში მთლიანი შიდა პროდუქტი 0,1 პროცენტითაც კი, რომ იზრდება ჩვენ ამას მყისიერად ვგრძნობთ - ეგრევე მოდიან და მანქანას ყიდულობენ. როდესაც ეკონომიკა ყვაოდა და მდგომარეობა კარგი იყო, გვქონდა ისეთი შემთხვევები, როცა ავტომობილებს ადამიანები ნაღდი ანგარიშსწორებით ყიდულობდნენ, დღეს კი რეალიზაცია მხოლოდ განვადებით ხდება. ეს ყველაფერი კი მიანიშნებს იმაზე, რომ ამ ეტაპზე საქართველოს ეკონომიკა საერთოდ მკვდარია. ვინმეს სჯერა 44.8%-იანი მაჩვენებლის? მეც დავწერ, რომ ეკონომიკა 2700 პროცენტით გაიზარდა, მერე?  თუ მთლიან შიდა პროდუქტში ავსახავთ იმას ვიღაცეებმა ავტომობილები რომ შემოიყვანეს, ხოლო შემდეგ მისი რეექსპორტი განახორციელეს შეიძლება ეკონომიკა 100 პროცენტით გაიზარდოს. ფაქტებს ყველა ვხედავთ, ამდენი გაჭირვებული ადამიანია ჩვენს გარშემო, მე არასდროს მინახავს“, - აცხადებს ბიზნესმენი.

 

ბიზნესმენი „კომერსანტთან“ მმართველი გუნდის მიერ გადადგმულ ქმედით ნაბიჯებზეც საუბრობს. „ტოიოტა ცენტრ თბილისის“ დამფუძნებელი აცხადებს, რომ ქართული ოცნების მიერ გატარებული რეფორმებით ქვეყანა ნელ-ნელა 90-იან წლებში ბრუნდება:


 

„ყოველ კვირას ახალ, შევარდნაძის დროინდელ უაზრო რაღაცებს იგონებენ. მოგიყვებით ახალი რა მოიგონეს - პირველი ივნისიდან საბაჟოზე ნივთს, რომ შემოიტან და განაბაჟებ საბაჟო გთხოვს, რომ განბაჟების ქვითარი ატვირთო. ხომ ნახეს ქვითარი, კიდევ რატომ მაწვალებენ? ბიუროკრატიული აპარატი ლამისაა ტყავზე გასკდეს. თუ კი რამე ცუდი იყო შევარდნაძის შავ-ბნელ დროს ნელ-ნელა ყველაფერი ბრუნდება“,- ამბობს ირაკლი გურჩიანი.


ბაჩო ადამია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up