მსოფლიო ბანკის მიერ ჩატარებული კვლევის “მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების” მიხედვით საქართველო ათეულში მოხვდა

მსოფლიო ბანკის მიერ ჩატარებული კვლევის “მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების” მიხედვით საქართველო ათეულში მოხვდა

access_time2019-10-08 15:00:40



2019 წლის 1 ოქტომბერს მსოფლიო ბანკმა “მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების” მორიგი გამოკვლევა გამოაქვეყნა, რომელიც ექვსი მიმართულებით აფასებს მმართველობის ხარისხს.


აღსანიშნავია, რომ აღიშნული შეფასებით, საქართველო გამოკვეთილია ლიდერია რეგიონში და 6-დან 4 მაჩვენებელში აღემატება ევროკავშირის წევრი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მედიანურ მაჩვენებელს. მათ შორის, ისეთ ინდიკატორებში, როგორიცაა რეგულირების ხარისხი და კორუფციის კონტროლი, საქართველოს მაჩვენებელი შეესაბამება ევროკავშირის მაჩვენებელს, ხოლო კანონის უზენაესობის, მთავრობის ეფექტიანობისა და ანგარიშვალდებულების მიმართულებით ევროკავშირის აღმოსავლეთ ქვეყნების დონეზეა.
„მმართველობის ეფექტურობის“ შეფასებისას (სადაც საქართველოს შეფასება ისტორიულ მაქსიმუმზე დაფიქსირდა), მსოფლიო ბანკი დაეყრდნო 7 სხვადასხვა მაშტაბურ კვლევას , მათ შორის 5 კვალიფიციურ ექსპერტიზას. რომელთა შორის აღსანიშნავია, Economist Intelligence Unit-ის ექსპერტიზა, რომელმაც საქართველო კონკრეტულად “სახელმწიფო ბიუროკრატიის” მიმართულებით შეაფასა : 1. ბიუროკრატიის ხარისხი/ ინსტიტუციონალური ეფექტურობა და 2. ზედმეტი ბიუროკრატიისაგან თავისუფლება.



საქართველომ კვლევის ამ ნაწილშიც შარშანდელი ისტორიული მაქსიმუმი გაიმეორა და ზედიზედ მეორედ შეფასების 100%-იანი შკალიდან 75%-ი აიღო, რითაც მსოფლიო ბანკის წევრ 189 ქვეყანას შორის მსოფლიოში 15-ე , ხოლო ევროპაში 11-ე პოზიციაზე გავიდა.
საქართველო ბიუროკრატიის ეფექტიანობით უსწრებს ევროკავშირის ისეთ წარმატებულ 13 ქვეყნას, როგორიცაა: ბელგია, კვიპროსი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ბულგარეთი, უნგრეთი, იტალია, მალტა, პოლონეთი, საბერძნეთი, ხორვატია, რუმინეთი.
ამასთან უთანაბრდება ისეთ მოწინავე სახელმწიფოებს, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატები, იაპონია, ნიდერლანდები, ავსტრია, პორტუგალია, ესპანეთი, ლუქსემბურგი, ლიეტუვა, ლატვია, და ა.შ.


აღსანიშნავია, რომ წინა პერიოდში 2008 წლიდან მოყოლებული საქართველოს შეფასება ბიუროკრატიის კუთხით 62.5 პროცენტის დონეზე იყო დაფიქსირებული რეიტინგში რამდენიმე ათეულ ადგილს მიღმა.



“მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების” ფარგლებში Economist Intelligence Unit-მა საქართველო „კორუფციის კონტროლის“ მიმართულებითაც შეაფასა, კერძოდ მისი ექსპერტიზა და საერთაშორისო რეიტინგი მიეძღვნა საჯარო სექტორს - „საჯარო სექტორის თავისუფლება კორუფციისაგან“, სადაც საქართველომ თავისი ისტორიულ მაქსიმუმი ამჯერადაც გაიმეორა და ზედიზედ მეორედ შეფასების 100%-ანი შკალიდან 75%-ი აიღო. რაც 3-ჯერ აღემატება 2007-2013 წლების შეფასებას და 25 პროცენტული პუნქტით უსწრებს მომდევნო წლების მაჩვენებელს.


Economist Intelligence Unit-მა საქართველოს საჯარო სექტორი კორუფციისაგან თავისუფლების მიხედვით მსოფლიო ბანკის წევრ 189 ქვეყანას შორის მსოფლიოს საუკეთესო ოცეულში 16-ე ადგილზე გაიყვანა, ევროპაში კი 10-ე პოზიციაზე.


საქართველოს საჯარო სექტორი კორუფციისაგან თავისუფლების მიხედვით უსწრებს მსოფლიოს ისეთ მოწინავე ქვეყნებს, როგორიცაა: ესპანეთი, პორტუგალია, ლატვია, ჩეხეთი, კვიპროსი, უნგრეთი, პოლონეთი, ხორვატია, ლიეტუვა, იტალია, ბულგარეთი, რუმინეთი, საბერძნეთი.
ამასთან, საქართველო რეიტინგში უთანაბრდება ისეთ მოწინავე სახელმწიფოებს, როგორიცაა აშშ, იაპონია, დანია, საფრანგეთი, ისლანდია, ავსტრია, ბელგია, ირლანდია, ნიდერლანდები, სლოვაკეტი, სლოვენია, მალტა და ა.შ.


გლობალური მმართველობის ინდიკატორები (World Governance Indicators) წარმოადგენს კვლევით მონაცემთა ბაზას, რომელიც სრულად ეფუძნება სხვადასხვა გლობალურ რეიტინგებსა და შეფასებებს (მაგ. Freedom House, IREX Media Sustainability Index, Open Budget Index, World Justice Project და ა.შ. სულ 33 ). აღნიშნული მონაცემები თავის მხრივ ეყრდნობა კვლევით ინსტიტუტებისა და ცენტრების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების ისევე როგორც კერძო სექტორის წარმომადგენლების გამოკითხვის შედეგად მიღებულ მოსაზრებებსა და შეფასებებს. არსებული გლობალური რეიტინგების აგრეგაციის გზით გლობალური მმართველობის ინდიკატორების მიერ ხდება ახალი ერთიანი მაჩვენებლების მიღება. გლობალური მმართველობის ინდიკატორებით მსოფლიოს მასშტაბით ფასდება 214 ქვეყანა და ტერიტორია, მათ შორის მსოფლიო ბანკის წევრი 189 სახელმწიფო. კვლევა მოიცავს პერიოდს 1996 წლიდან 2018 წლის ჩათვლით.



წყარო:
Govindicators.org





რაზე ესაუბრა გახარია საპარლამენტო უმრავლესობას?-პირველი კომენტარი

 რაზე ესაუბრა გახარია საპარლამენტო უმრავლესობას?-პირველი კომენტარი
access_time2019-11-15 20:33:48
ქვეყანას პროპორციული სისტემა ექნება, როგორც ეს გვაქვს კონსტიტუციაში - 2024 წლიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს გიორგი გახარიამ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოფისში განუცხადა. როგორც გახარიამ აღნიშნა, პროპორციული საარჩევნო სისტემა ხარისხობრივად ცვლის...

სალომე ზურაბიშვილი ხელისუფლებას და ოპოზიციას მიმართავს

სალომე ზურაბიშვილი ხელისუფლებას და ოპოზიციას მიმართავს
access_time2019-11-15 19:57:11
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „პირველ რიგში, მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში შექმნილი დაძაბულობიდან და პოლარიზაციიდან გამომდინარე, ჩვენი ერთობლივი მონაპოვრის - სტაბილურობის შენარჩუნება არის ჩემი მთავარი საზრუნავი და ხალხის მოთხოვნა. ამ მოთხოვნას ყველამ პატივი უნდა ვცეთ. ჩვენი საზოგადოება გადაიღალა მუდმივი სკანდალებითა და კრიზისებით. მას სჭირდება პერსპექტივის დანახვა...

საავიაციო სფეროს ახალი მოთამაშე შეემატა – Aero Georgia Group-ი რამდენიმე მიმართულებით იმუშავებს

საავიაციო სფეროს ახალი მოთამაშე შეემატა – Aero Georgia Group-ი რამდენიმე მიმართულებით იმუშავებს
access_time2019-11-15 18:17:34
საავიაციო სფეროს ახალი მოთამაშე შეემატა. ავიაკომპანია Myway Airlines-ის ყოფილმა მეწილემ და კომერციულმა დირექტორმა იგორ აფციაურმა თანამოაზრეებთან ერთად კომპანია Aero Georgia Group-ი ჩამოაყალიბა, რომელიც რამდენიმე მიმართულებით იმუშავებს, თუმცა მისი საქმიანობა მაინც ავიაციასთან იქნება მჭიდრო კავშირში. იგორ აფციაური ამბობს, რომ ავიაციის სფეროში მომუშავე საკუთარი კომპანიის დაფუძება დიდი ხანია სურდა. ქართული ავიაკომპანია Aero Georgia Group-ი საქმიანობა...

ეკონომიკა და ლარის კურსი მორიგი დიდი დარტყმის წინაშეა

ეკონომიკა და ლარის კურსი მორიგი დიდი დარტყმის წინაშეა
access_time2019-11-15 19:45:18
20 ივნისის შემდეგ, ქვეყანაში ვითარება 14 ნოემბერს დაიძაბა. სახელმწიფო კიდევ ერთი არასტაბილურობის საფრთხის წინაშეა. პოლიტიკური ვითარება რომ ჩიხშია, ფაქტია. ახლა მთავარია რა ეკონომიკურ ბერკეტს იპოვნის ხელისუფლება, რომ ქუჩის პროტესტმა ეროვნულ ვალუტას და მთლიანად ეკონომიკას მორიგი დარტყმა არ მიაყენოს. ახლა ყველაფერი პროტესტის მასშტაბსა და ხანგრძლივობაზეა დამოკიდებული. 2019 წლის 19 ივნისის მდგომარეობით, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2,7664 ლარის უტოლდებოდა. 20-21 ივნისს...

რა შეიცვლება 2020 წლიდან თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკაში

რა შეიცვლება  2020 წლიდან თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკაში
access_time2019-11-15 22:30:57
გერმანული კომპანიის - „გოპა“ სპეციალისტებმა თბილისის მერიის, საჯარო უწყებებისა და სატრანსპორტო კომპანიების წარმომადგენლებს თბილისში „ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემების“ განვითარების მიმართულებები გააცნეს. მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ცნობით, 2020 წლიდან მერია სატრანსპორტო ნაკადების მართვის კომპლექსურ პლატფორმას ქმნის. იგი ხელს შეუწყობს ტრანსპორტის მენეჯმენტის დახვეწას, გზებზე ტრანსპორტის გამტარიანობის გაზრდასა და საცობების...


მსგავსი სიახლეები

up