ბიუჯეტს დაბალშემოსავლიანი ადამიანების ხარჯზე ვავსებთ და მერე გვიკვირს, რატომ ცხოვროებს ეს ხალხი ცუდად

ბიუჯეტს დაბალშემოსავლიანი ადამიანების ხარჯზე ვავსებთ და მერე გვიკვირს, რატომ ცხოვროებს ეს ხალხი ცუდად

access_time2019-05-05 14:00:10

„თუ სოლიდარობის პრინციპს არ ეფუძნება ქვეყნის მოწყობა, ერთი თაობა, მეორე თაობაზე ინსტიტუციურად აღარ ზრუნავს. ნებისმიერ ქვეყანაში შვილების თაობა მშობლების თაობაზე ზრუნავს. მშობლები დაინტერესებული არიან იმით,რომ უკეთესი  გარემო ჰქონდეთ შვილებს, რათა წლების შემდეგ, მათ სიბერეზე შვილებმა იზრუნონ. საპენსიო რეფორმა, მხოლოდ კაპიტალის ბაზრის განვითარების მცდელობა იყო,”- განაცხადა საქართველოს პარლამენტის წევრმა ბექა ნაცვლიშვილმა, რადიო კომერსანტზე, გადაცემაში „ეკონომისტის დრო ლევან ქისტაურთან ერთად“.


„პირდაპირმა სუბსიდირებამ სიღარიბე ნაწილობრივ მაინც გამოასწორა. ევროკავშირის ქვეყნების 30% ბიუჯეტიდან ფულს სწორედ პირდაპირ სუბსიდირებაზე ხარჯავს. სოფლის მეურნეობის სამინისტრო ერთადერთია,რომელიც ვფიქრობ,რომ ზოგადად რაღაცას მაინც აკეთებს. თუმცა,რა თქმა უნდა ეს საკმარისი არ არის. ჩვენი სოფლის მეურნეობა გადამამუშავებელი მრეწველობის გარეშე ფეხზე ვერ დადგება, მაგრამ ჩვენ ისევ და ისევ ველოდებით ინვესტორებს,რომლებსაც როდესმე  გაუჩნდებათ სურვილი, ერთ-ერთ ყველაზე რისკიან სექტორში გადამამუშავებელი საწარმო გახსნან.  არ ჯობია ადგე და შენ თვითონ,სახლმწიფომ გახსნა ასეთი საწარმო და მერე გადასცე იგი სააქციო საზოგადოებას ? სახელმწიფო გამოვა მოგვიანებით წილიდან და უკვე დაგხვდება ფეხზე დაყენებული საწარმო. ადამიანები მეტად მონდომებულები იქნებიან, თუმცა ჩვენ ისევ ველოდებით ბაზარს და ამ ლოგიკით, ინვესტორებს,რომლებსაც საწარმოს გახსნა მოუნდებათ.


ეს არის თეორიული კონცეპტი,რომელიც თავზე მოგვახვიეს. ამ ტიპის საბაზრო ეკონომიკა არსად მუშაობს. ამ ტიპის ველური კაპიტალიზმი, ჩვენ რომ გვაქვს, არსად არ მუშაობს. სიღარიბის დაძლევისთვის ბრძოლა მარტო იმით კი არ უნდა დაიწყო,რომ ადამიანების დასაქმებისთვის მათ სრულფასოვანი ცოდნა მისცე. განათლების სოციოლოგია ეფუძნება  იმას,რომ მოსწავლეებს სკოლაში ერთნაირი სასტარტო პირობები უნდა შევუქმნათ. თუ მათ საწყისი მდგომარეობა თანაბარი არ ექნებათ, ისინი ერთნაირ ცოდნას ვერ მიიღებენ. ადამიანი,რომელიც მოდის დაღლილი ფიზიკური სამუშაოს შემდეგ, ვერ დაუჯდება ბავშვს და ვერ ამეცადინეობს. მეორე მხრივ, არიან მშობლები,რომელთაც აქვთ ამის ფუფუნება და დრო, ამეცადინონ საკუთარი შვილები. ამ ბავშვების საწყისი პირობები თანაბარი არ არის, ამიტომ სახელმწიფომ პირობები უნდა შეუქმნას მათ ისეთი ,რომ შემდგომ საკუთარი ნიჭი გამოიყენების საშუალება მივცეთ.



უნდა არსებობდეს პროგრესული გადასახადები, სადაც მაღალშემოსავლიანი ადამიანი გადაიხდის პროცენტულად მეტს და დაბალშემოსავლიანი ნაკლებს. 500 ლარისა და 3000 ლარის ხელფასის მქონე ადამიანებმა განსხვავებული გადასახადები უნდა გადაიხადონ, რათა დაბალშემოსავლიან ადამიანს მეტი დარჩეს ჯიბეში,რომ ელემენტარული საჭიროებები დაიკმაყოფილოს.

სოლიდარულ პრინციპზე თუ არ დავაფუძნეთ ეს ქვეყანა და პროცენტული თვალსაზრისით მაღალშემოსავლიანმა მეტი თუ არ გადაიხადა, ვიდრე დაბალშემოსავლიანმა, მაშინ ვერ გავხდებით სახელმწიფო. მსოფლიოში ნებისმიერი სახელმწიფო, მგონი ჩვენ გარდა, დაფუძნებულია სოლიდარულ პრინციპზე.

საპენსიო რეფორმა, მხოლოდ კაპიტალის ბაზრის განვითარების მცდელობა იყო.თუ სოლიდარობის პრინციპს არ ეფუძნება ქვეყნის მოწყობა, ერთი თაობა, მეორე თაობაზე ინსტიტუციურად აღარ ზრუნავს. ნებისმიერ ქვეყანაში შვილების თაობა მშობლების თაობაზე ზრუნავს. მშობლები დაინტერესებული არიან იმით,რომ უკეთესი  გარემო ჰქონდეთ შვილებს, რათა წლების შემდეგ, მათ სიბერეზე შვილებმა იზრუნონ.


ბიუჯტს დაბალშემოსავლიანი ადამიანების ხარჯზე ვავსებთ და მერე გვიკვირს, რატომ ცხოვროებს ეს ხალხი ცუდად,“- ამბობს ბექა ნაცვლიშვილი.


თეგები:
ეკონომიკა



“საერთაშორისო ბაზრებზე არსებული დღევანდელი სიტუაციის გათვალისწინებით, ფქვილის ფასი შეიძლება 1-2 ლარით გაძვირდეს”

“საერთაშორისო ბაზრებზე არსებული დღევანდელი სიტუაციის გათვალისწინებით, ფქვილის ფასი შეიძლება 1-2 ლარით გაძვირდეს”
access_time2020-01-20 13:37:42
„პირველ ეტაპზე, ფქვილის ფასზე სერიოზულად არ აისახება რუსულ ხორბალზე კვოტირების დაწესების ფაქტორი“ ბოლო წლების განმავლობაში რუსეთში ხორბლის რეკორდული მოსავალი მოდის. 2019 წელს ქვეყანაში 120,7 მლნ ტონა ხორბალი აიღეს, რაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ისტორიაში. შედეგად, 2018-2019 წლების სეზონზე რუსეთიდან 35,8 მლნ ტონა ხორბლის ექსპორტი განხორციელდა საქართველოში. აღსანიშნავია, რომ რეკორდული მოსავლების პარალელურად, მზარდია რუსული...

2019 წელს სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა

2019 წელს სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა
access_time2020-01-20 12:07:34
„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, 2019 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 12 834.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2.7 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 3 771.5 მლნ აშშ დოლარს (12.4 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 9 063.2 მლნ აშშ დოლარს (0.8 პროცენტით ნაკლები) შეადგენს. საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2019 წელს, 5 291.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.2...

დავით საგანელიძე: „საპარტნიორო ფონდი“ ბიუჯეტიდან არ უნდა ფინანსდებოდეს,მას აქვს საშუალება თავად მოიზიდოს თანხები

დავით საგანელიძე: „საპარტნიორო ფონდი“ ბიუჯეტიდან არ უნდა ფინანსდებოდეს,მას აქვს საშუალება თავად მოიზიდოს თანხები
access_time2020-01-20 11:30:36
„საპარტნიორო ფონდის“ ხელმძღვანელი დავით საგანელიძე მიიჩნევს, რომ „საპარტნიორო ფონდი“ ბიუჯეტიდან არ უნდა ფინანსდებოდეს და მას აქვს საშუალება თავად მოიზიდოს თანხები. ამის შესახებ დავით საგანელიძემ საპარტნიორო ფონდის სტრუქტურულ რეფორმაზე საუბრისას განაცხადა და აღნიშნა, რომ ფონდს დღეს უკვე სხვა გამოწვევები და ამოცანები აქვს, ამიტომ აუცილებელია სტრუქტურული რეფორმა სწრაფად განხორციელდეს. ამასთან, დავით საგანელიძე მიიჩნევს, რომ სახელმწიფო საწარმოები არ უნდა...

სვანეთში ბიტკოინის მაინერების წარმოებას სემეკი მკაცრად გააკონტროლებს

 სვანეთში ბიტკოინის მაინერების წარმოებას სემეკი მკაცრად გააკონტროლებს
access_time2020-01-20 12:30:24
მას შემდეგ, რაც სვანეთის მოსახლეობა ელექტროენერგიის გადასახადისგან განთავისუფლდა, „ენერგო პრო ჯორჯიას“ ზარალი ამ მიმართულებით გაიზარდა. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) ინფორმაციით, კომპანიის ზარალმა 2019 წლის 9 თვეში,  სვანეთისთვის მიწოდებული და გადაუხდელი ელექტროენერგიის ნაწილში, 7 მლნ. ლარი შეადგინა. მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანიას  რამდენიმე კვირის წინ გაკეთებული...

Forbes - პრინც ჰარის და მეგან მარკლის შემოსავლის შესაძლო წყაროებზე

Forbes - პრინც ჰარის და მეგან მარკლის შემოსავლის შესაძლო წყაროებზე
access_time2020-01-19 21:00:10
  რამდენიმე დღის წინ ბრიტანეთის პრინცმა ჰარიმ და მისმა მეუღლემ, ამერიკელმა მსახიობმა მეგან მარკლმა განაცხადეს, რომ  მათ სურთ ფინანსური დამოუკიდებლობა.   თუ გავითვალისწინებთ, რომ პრინცმა განაცხადა, რომ ის უარს ამბობს ტიტულზე, ამ პროცესს აქვს ორი მხარე   - ერთია, რომ უკვე ყოფილ პრინცს მკვეთრად შეუმცირდება დაფინანსება ოჯახიდან, მეორე კი - ამჟამად მას უკვე აქვს დამოუკიდებლად მუშაობის უფლება.   რას აირჩევენ ჰარი და...


მსგავსი სიახლეები

up