ბიუჯეტში სანქციებით შესული თანხა 32,4%-ით გაიზარდა

ბიუჯეტში სანქციებით შესული თანხა 32,4%-ით გაიზარდა

access_time2019-09-23 15:00:26

2019 წლის იანვარ-აგვისტოში, სახელმწიფო ბიუჯეტში „სანქციების“ მუხლით შესული თანხა 32,1 მლნ ლარით გაიზარდა.საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე) მიხედვით, 2019 წლის 8 თვეში, სანქციებიდან (საურავები და ჯარიმები) ჯამში 131, 102 მლნ ლარი შევიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 98,970 მლნ ლარი.საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების მიხედვით, 2019 წლის 8 თვეში ადმინისტრაციული სამართალდარვევების გამო დაკისრებული სანქციებიდან შევიდა 103,884 მლნ ლარი.


რაც შეეხება სხვა დარღვევების გამო დაკისრებული სანქციებიდან ბიუჯეტში შესულ თანხებს, ასე გამოიყურება:


საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისათვის დაკისრებული ჯარიმებიდან - 82,457, მლნ ლარი;


ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამო შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროებში დაკისრებული ჯარიმებიდან და საურავებიდან - 1,653 მლნ ლარი;



გარემოს დაცვის, ბუნებათსარგებლობის სფეროში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამო დაკისრებული სანქციენიდან - 1,686 მლნ ლარი;


ავტომობილის გაჩერების წესების გათვალისწინებული მოთხოვნების დაუცველობისათვის დაკისრებული ჯარიმებიდან და საურავებიდან - 1,252 მლნ ლარი;


გაცემული სესხების დაფარვის ვადების დარღვევის გამო დაკისრებული სანქციებიდან - 6,350 მლნ ლარი;


არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში გამოვლენილი დარღვევის გამო დაკისრებული ჯარიმებიდან და საურავებიდან - 5,870 მლნ ლარი;


სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევების გამო დაკისრებული სანქციებიდან - 11,491 მლნ ლარი და ა.შ.


წყარო: bpn.ge


თეგები:
ბიუჯეტი



პროკრედიტ ბანკს საქართველოში მოქმედი ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლები სტუმრობდნენ

პროკრედიტ ბანკს საქართველოში მოქმედი ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლები სტუმრობდნენ
access_time2020-01-24 17:00:32
დღეს, პროკრედიტ ბანკს საქართველოში მოქმედი ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლები სტუმრობდნენ.ბანკის მენეჯმენტთან შეხვედრის ფარგლებში, მოეწყო დისკუსია თემაზე „ინოფინის საგარანტიო პროგრამა და მისი მნიშვნელობა მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის“. მონაწილეებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს პროგრამის ფარგლებში არსებული დაფინანსების შესაძლებლობების შესახებ. ღონისძიების ძირითადი მიზანი გახლდათ,...

„როგორ უნდა ვისაუბროთ ლარის კურსის სტაბილურობაზე, როცა 100 მილიონი ყალბი ფული არსებობს“

„როგორ უნდა ვისაუბროთ ლარის კურსის სტაბილურობაზე, როცა 100 მილიონი ყალბი ფული არსებობს“
access_time2020-01-24 18:30:53
„როგორ უნდა ვისაუბროთ ლარის კურსის სტაბილურობაზე, როცა 100 მილიონი ყალბი ფული არსებობს“- პარლამენტის წევრი, ლევან კობერიძე ტვ პირველის გადაცემაში „რეაქცია“ პოლიტიკურ და ელიტურ კორუფციაზე საუბრობს. ის აღნიშნავს,რომ არსებობენ „მსხვილი ჯგუფები“, რომლებიც ქვეყანაში არსებულ პროცესებს მართავენ. „ეს ის ჯგუფებია,რომლებმაც თავის დროზე არაერთი ფინანსთა მინისტრი და პრემიერ მინისტრიც კი...

„კომერსანტის“ 24 იანვრის TOP 10 თემა

„კომერსანტის“ 24 იანვრის TOP 10 თემა
access_time2020-01-24 21:30:35
„კომერსანტის“ 24 იანვრის TOP 10 თემა 1.მმართველი გუნდის წევრები კორუფციის აღქმის ინდექსის შედეგებს არ იცნობენ 2.„ეს არის იმ დიდი კამპანიის ნაწილი, რაც სებ-ის უფლებების განუსაზღვრელად ზრდას და ფინანსური ინსტიტუტების მკაცრად...

„უკრაინაში ფრინველის გრიპის მიუხედავად, საქართველოს ბაზარს საფრთხე არ ემუქრება“

„უკრაინაში ფრინველის გრიპის მიუხედავად,  საქართველოს  ბაზარს საფრთხე არ ემუქრება“
access_time2020-01-24 18:00:33
„ევროპას მიზეზი უნდა, რომ უკრაინას და საქართველოს გზა  ჩაუკეტონ. ხელოვნურად იწვევენ პრობლემას.“-ასე გამოეხმაურა ევროკავშირის  მიერ  უკრაინიდან ფრინველის ხორცის იმპორტის დროებით შეზღუდვას  „მეფრინველეობის ასოციაციის“ თავმჯდომარე ზურაბ უჩუმბეგაშვილი.   უკრაინული მხარის ინფორმაციით, ევროკავშირის გადაწვეტილება ვინიცკის ოლქში ფრინველის გრიპისგან დახოცვის ფაქტს უკავშირდება, რომელიც 18 იანვარს დაფიქსირდა. შესაბამისად, ევროკავშირმა ფრინველის...

მსოფლიოში ბევრი ადგილია, სადაც ინვესტორები ინვესტიციას ჩადებენ - მაიკლ ქაუგილი

მსოფლიოში ბევრი ადგილია, სადაც ინვესტორები ინვესტიციას ჩადებენ - მაიკლ ქაუგილი
access_time2020-01-24 16:30:13
„ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ პრობლემების გამოსასწორებლად,  რადგან მსოფლიოში ბევრი ადგილია, სადაც ინვესტორები ინვესტიციას ჩადებენ.“ - ასე გამოეხმაურა ჟურნალისტებთან საუბრისას აშშ-ს სავაჭრო პალატის თავმჯდომარე მაიკლ ქაუგილი ამერიკელი კონგრესმენების მიერ გიორგი გახარიასთვის გამოგზავნილი წერილის შინაარსს. ოთხი ამერიკელი კონგრესმენის მიერ წერილში გამოხატური შეშფოთება  „დაპირებულ დემოკრატიულ რეფორმებზე უარისა და  ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის...


მსგავსი სიახლეები

up