ბიუჯეტში სანქციებით შესული თანხა 30,5 მლნ ლარით გაიზარდა

ბიუჯეტში სანქციებით შესული თანხა 30,5 მლნ ლარით გაიზარდა

access_time2019-08-30 10:30:43

ბიუჯეტში „სანქციების“ მუხლით შესული თანხა 30,5 მლნ ლარით გაიზარდა.


როგორც საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობებში (კონსოლიდაციის გარეშე) ვკითხულობთ, 2019 წლის 7 თვეში, სანქციებიდან (საურავები და ჯარიმები) ჯამში 114, 036 მლნ ლარი შევიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 83, 495 მლნ ლარი.


რაც შეეხება 2018 წლის მთლიან მაჩვენებელს - გასულ წელს „სანქციების“ მუხლით ქვეყნის ბიუჯეტში -154, 880 მლნ ლარი შევიდა.


საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების მიხედვით, 2019 წლის 7 თვეში ყველაზე მეტი თანხა ადმინისტრაციული სამართალდარვევების გამო დაკისრებული სანქციებიდან შევიდა, კერძოდ, 90, 193 მლნ ლარი.


რაც შეეხება სხვა დარღვევების გამო დაკისრებული სანქციებიდან ბიუჯეტში შესულ თანხებს, ასე გამოიყურება:


საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისათვის დაკისრებული ჯარიმებიდან - 71,289 მლნ ლარი;


ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამო შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროებში დაკისრებული ჯარიმებიდან და საურავებიდან - 1, 457 მლნ ლარი;



მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამო დაკისრებული სანქციებიდან - 2, 758 მლნ ლარი;




მმართველობის წესის ხელმყოფი სხვა ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამო დაკისრებული სანქციებიდან - 2,758 მლნ ლარი;



გარემოს დაცვის, ბუნებათსარგებლობის სფეროში ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამო დაკისრებული სანქციენიდან - 1,476 მლნ ლარი;



ტრანსპორტზე საგზაო მეურნეობისა და კავშირგაბმულობის დარგში სხვა ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამო დაკისრებული სანქციებიდან - 3,409 მლნ ლარი;



ავტომობილის გაჩერების წესების გათვალისწინებული მოთხოვნების დაუცველობისათვის დაკისრებული ჯარიმებიდან და საურავებიდან - 1,144 მლნ ლარი;



სხვა არაკლასიფიცირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების გამო დაკისრებული სანქციებიდან - 2,561 მლნ ლარი;



გაცემული სესხების დაფარვის ვადების დარღვევის გამო დაკისრებული სანქციებიდან - 5,487 მლნ ლარი;



არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში გამოვლენილი დარღვევის გამო დაკისრებული ჯარიმებიდან და საურავებიდან - 4,798 მლნ ლარი;



სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევების გამო დაკისრებული სანქციებიდან - 10,449 მლნ ლარი;



სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სხვა სამართალდარღვევების გამო დაკისრებული ჯარიმებიდან და საურავებიდან - 10,447 მლნ ლარი; და აშ.



BPN





კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველოს მაჩვენებელი გაუარესდა

კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველოს მაჩვენებელი გაუარესდა
access_time2020-01-23 11:30:37
საერთაშორისო ორგანიზაციის Transparency International-ის (საერთაშორისო გამჭვირვალობა) ექსპერტებმა 2019 წლის კორუფციის აღქმის მსოფლიო ინდექსი გამოაქვეყნეს.წელს საქართველო 56 ქულით 44-ე ადგილზეა, გასულ წელს კი 41-ე ადგილზე იყო. ახალი ინდექსის თანახმად, ყველაზე კორუმპირებული ქვეყნებია სომალი, სამხრეთ სუდანი და სირია. ყველაზე არაკორუმირებულ ქვეყნებში კი დანია, ახალი ზელანდია და ფინეთი...

„უნდა გავიხედოთ აზიის, განსაკუთრებით ჩინეთის ტურისტული ბაზრისკენ, რადგან ყველა სხვა ბაზარი ნელ-ნელა კლებულობს“

„უნდა გავიხედოთ აზიის, განსაკუთრებით ჩინეთის ტურისტული ბაზრისკენ, რადგან ყველა სხვა ბაზარი ნელ-ნელა კლებულობს“
access_time2020-01-23 11:13:03
„უნდა გავიხედოთ აზიის, განსკუთრებით ჩინეთის ტურისტული ბაზრისკენ, რადგან ყველა სხვა ბაზარი ნელ-ნელა კლებულობს. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ჩინელი ტურისტი ყველაზე მხარჯველი ტურისტია მთელ მსოფლიოში, – ამის შესახებ სასტუმროების ქსელ „ინ გრუპის“ დამფუძნებელმა, პაატა კოკაიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა. გადაცემაში ქართული სასტუმრო ინდუსტრია და მისი პოტენციალი განიხილეს. დისკუსიის დროს აღინიშნა, რომ სასტუმროების განვითარების...

ტურისტების რიცხვმა 9 მილიონს გადააჭარბა

ტურისტების რიცხვმა 9 მილიონს გადააჭარბა
access_time2020-01-22 19:00:34
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ტურისტების რიცხვმა [2019 წელს] 9 მილიონს გადააჭარბა. დასახელებული რიცხვი საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობას შეესაბამება და არა ტურისტული ვიზიტების რაოდენობას. 2018 წელთან შედარებით, 2019 წელს ტურისტების რიცხვი 6.8%-ით გაიზარდა და 5 მლნ შეადგინა. ცხრილი 1: საერთაშორისო მოგზაურების სტატისტიკა საქართველოში წყარო: საქართველოს...

Economist-ის დემოკრატიის ინდექსში საქართველოს შეფასება გაუარესდა

Economist-ის დემოკრატიის ინდექსში საქართველოს შეფასება გაუარესდა
access_time2020-01-22 18:30:49
გამოცემა Economist-ის ყოველწლიური, დემოკრატიის ინდექსის მიხედვით, საქართველოში დემოკრატიის ხარიხსი გაუარესდა. 2019 წელს საქართველო კვლავ დარჩა ე.წ. ჰიბრიდული რეჟიმების ჯგუფში, თუმცა შეფასების ქულა 0,08 ქულით გაუარესდა. თუ კი 2018 წელს საქართველოს შეფასებითი ქულა 5,5 ქულა, იყო 2019 წელს 5,42-მდე შემცირდა. უცვლელი დარჩა საქართველოს პოზიცია და წინა წლის მსგავსად კვლავ 89-ე ადგილს ვიკავებთ. ახალი შეფასება 2012 წლის შემდეგ ყველაზე დაბალია. შეფასების...

„კომერსანტის“ 22 იანვრის TOP 10 თემა

„კომერსანტის“ 22 იანვრის TOP 10 თემა
access_time2020-01-22 21:00:21
„კომერსანტის“ 22 იანვრის TOP 10 თემა 1.სადღესასწაულო პერიოდში აუქციონების გამართვა-საკანონმდებლო ხარვეზი თუ კორუფციის წყარო 2.„სოფლის მეურნეობის დარგში სტაბილური განვითარების დინამიკა არ აღინიშნება„ 3.სამორინეების ინკოგნიტო...


მსგავსი სიახლეები

up