ბიუჯეტს საპენსიო რეფორმა 120-140 მილიონი ლარი დაუჯდება

ბიუჯეტს საპენსიო რეფორმა 120-140 მილიონი ლარი დაუჯდება

person access_time2016-02-16 09:50:38

სახელმწიფო ბიუჯეტს საპენსიო რეფორმა დღევანდელ რეალობაში 120-140 მილიონი ლარი დაუჯდება. როგორც „კომერსანტს“ საპენსიო რეფორმის სამსახურის ხელმძღვანელმა ოთარ ძიძიკაშვილმა განუცხადა, სახელმწიფოს ხარჯი რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის საშუალო ხელფასზე, წლიურ ინფლაციაზე და ა.შ.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე ძიძიკაშვილი ამბობს, რომ ბიუჯეტის ხარჯი იმაზე მეტი არ იქნება, ვიდრე დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნების პროგრამისთვის  წინა წლებში იყო გამოყოფილი.

 

ოთარ ძიძიკაშვილი აცხადებს, რომ რეფორმა იაფი არ დაჯდება, თუმცა, 120-140 მილიონი ლარი არ არის ძალიან დიდი თანხა იმ მასშტაბის რეფორმისთვის, როგორიც საპენსიო რეფორმაა.

 

სახელმწიფო ამ თანხას იმ 2%-იანი წილის დასაფინანსებლად გამოიყენებს, რომელიც საპენსიო ფონდში ყოველთვიურად ჩაირიცხება და რომლიდანაც 2%-2% სახელმწიფოსთან ერთად დამსაქმებელმა და პენსიის დამგროვებელმა უნდა ჩარიცხონ.

 

ნახევრად სავალდებულო, დაგროვებითი საპენსიო სისტემა გულისხმობს, რომ თვეში საპენსიო ფონდში გადარიცხული თანხა დასაქმებულის ხელფასის 6%-ზე ნაკლებს არ უნდა შეადგენდეს, სადაც სახელმწიფო და დამსაქმებელიც თანაბრად შეიტანენ თავიანთ წვლილს. ასეთ შემთხვევაში თუ ხელფასის 2%- თავად პენსიის დამგროვებელი გადაიხდის, დამსაქმებელსა და სახელმწიფოს დამატებით 2%-2%-ის გადახდა დაეკისრებათ.

 

საპენსიო  რეფორმის სამსახურის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რეფორმას მთავრობაზე უახლოეს ორ კვირაში გაიტანენ, სადაც საუბრი იქნება როგორ საპენსიო რეფორმაზე ასევე კაპიტალური ბაზრის რეფორმაზე.

 

ოთარ ძიძიკაშვილი ამბობს, რომ პარლამენტში პაკეტი ჯერ არ შევა და აქამდე რეფორმის ავტორებს გრძელი გზა აქვთ გასავლელი.

 

„რეფორმა მზად გვაქვს და ახლა ტექნიკურად მუშავდება. მთავრობამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და შემდეგ უკვე საკანონმდებლო აქტებზე უნდა დაიწყოს მუშაობა. ამას დასჭირდება დაახლოებით 5 თვე. გვინდა, სისტემა 2017 წლის მეორე ნახევარში ამოქმედდეს, თუ ვერ მოესწრება, გადაიწევს 3 თვით. 2 თვით აქეთ იქნება, თუ 3 თვით იქით, ამას არ აქვს მნიშვნელობა“,- აცხადებს ძიძიკაშვილი.

 

რაც შეეხება კითხვებს, რომლებიც საპენსიო რეფორმის გარშემო არსებობს, გრძელვადიან პერიოდში ინფლაციასა და მსყიდველუნარიანობასთან დაკავშირებით, ძიძიკაშვილი აცხადებს, რომ სახელმწიფო ისეთ სისტემას ქმნის, სადაც ასეთი რისკები მინიმუმამდე იქნება დაყვანილი და პენსიის დამგროვებელს მუდმივად მიეწოდება ინფორმაცია მისი ფულის შესახებ.

 

„ჩვენ ვქმნით ისეთ სისტემას, როდესაც თქვენ მუდმივად მოგეწოდებათ ინფორმაცია. ყოველწლიურად აჯამებთ - რამდენია ინფლაცია, რამდენია მოგება. იმ წელს, როდესაც ინფლაცია უფრო მეტი იქნება, ვიდრე მოგება, ჩათვალეთ, რომ თქვენ წააგეთ. ჩვენ ვქმნით სისტემას, რომელიც მაქასიმალურად იქნება გათვლილი, რომ მოგება იყოს ინფლაციაზე 3%-4%-ით მეტი.

 

ეს არის საინვესტიციო პოლიტიკა, რომელსაც აკონტროლებს სახელმწიფო. მოხდება შემდეგი წლის სტრატეგიის დასახვა, როდესაც იცი ინფლაციის დონე რა გაქვს, როდესაც იცი, პოტენციური მოგება რა შეიძლება გქონდეს. აქედან გამომდინარე ადგენ საინვესტციო სტრატეგიას. თქვენ წინასწარ გეცოდინებათ, სად დაბადნებით რამდენ ფულს მიიღებთ. არის მიმართულება, სადაც უფრო დიდი რისკი შეიძლება იყოს, როგორც მოგების, ასევე წაგების.

 

როდესაც მე, სახელმწიფო,  ვხედავ, რომ ფონდის მოგება იქნება 5% და ინფლაცია მექნება 7%. ამ ფონდს ვეტყვი, რატომ ხდება, რომ 7%-ზე მეტი არ გაქვთ მოგება? შემდეგ ხდება საინვესტიციო სტრატეგიის გადაწყობა ისე, რომ მინიმუმ 7% იყოს მოგება. ეს არის პროცესი“,- აცხადებს ოთარ ძიძიკაშვილი.

 

რაც შეეხება საპენსიო ფონდის მიმართ ნდობის პრობლემას, ოთარ ძიძიკაშვილი აცხადებს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებითაც არსებობს კონკრეტული გეგმა, რომლის გასაჯაროებასაც ამ ეტაპისთვის არ აპირებს.

 

„ფონდი იმდენად გამჭვირველეა, რომ ნდობის ერთ-ერთი წყარო სწორედ ეს იქნება.


ბანკში რომ დებთ ფულს, რა დაცულობა გაქვთ? ენდობით. რატომ? რატომ არის ეს ინსტიტუტი მდგრადი? იმიტომ, რომ სახელმწიფო არეგულირებს ამ სფეროს. სახელმწიფო უყურებს, რომ ბანკი არ გაკოტრდეს, სწორი თამაშის წესები ჰქონდეს, რომ მეანაბრეების უფლებები არ შეიზღუდოს. ამას ხომ სახელმწიფო ქმნის? ასევე შევქმნით დაცულობას სახელმწიფო სისტემაში. თქვენ რომ ანაბარს დებთ, იცით სად მიდის ეს ფული? ჩვენ შემთხვევაში თქვენ ზუსტად გეცოდინებათ, სად არის თქვენი თანხა“,- აცხადებს ოთარ ძიძიკაშვილი.

 

საპენსიო რეფორმაზე საუბარი უკვე წლებია მიმდინარეობს, თუმცა, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა ახალი ხელისუფლების პირობებში დაიწყო. რეფორმა გულისხმობს ევროპასა და ამერიკაში წლების წინ დანერგილი პრაქტიკის, დაგროვებითი პენსიის, საქართველოში გადმოტანას. პირველ ეტაპზე დაგროვებით პენსიაზე გადასვლა სავალდებულო არ არის და ნებაყოფლობითია. იმ შემთხვევაში, თუ პირი დაგროვებით პენსიაზე გადავა, ის სახელმწიფოსგან პენსიას მაინც მიიღებს. 

 

 

 




არაკომპეტენტური ჯანდაცვის მინისტრი და ცირკად ქცეული გადაწყვეტილება-ლევან კობერიძე ეკატერინე ტიკარაძის პარლამენტში არ გამოცხადებას აფასებს

არაკომპეტენტური ჯანდაცვის მინისტრი და ცირკად ქცეული გადაწყვეტილება-ლევან კობერიძე ეკატერინე ტიკარაძის პარლამენტში არ გამოცხადებას  აფასებს
access_time2020-06-03 18:25:54
მესამე უარი პარლამენტს ჯანდაცვის მინისტრ  ეკატერინე ტიკარაძისგან. მინისტრის არაკვალიფიციურობა თუ კითხვებზე თავის განზრახ არიდება. ეკატერინე ტიკარაძის  გადაწყვეტილებას დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე არაპროფესიონალურ ნაბიჯად და კანონის დარღვევად  აფასებს.   კობერიძე მიიჩნევს, რომ მინისტრის პარლამენტში არ მისვლა, კომიტეტის შეურაცხყოფაა და მისი თქმით, მსგავსი ფაქტები  ცირკში ხდება.   „უკვე მესამედ დაარღვია კანონი...

3 ივნისი - ქართული ლარი 3 თეთრით გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა

3 ივნისი - ქართული ლარი 3 თეთრით გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-06-03 19:15:45
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. თუმცა, ბოლო კვირის განმავლობაში ლარის კურსი გამყარების ტენდენციით ხასიათდება.   ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 3 ივნისის ვაჭრობის...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-06-03 21:30:39
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.რამ განაპირობა პირველ კვარტალში სადაზღვევო ბაზრის მოგების გაორმაგება? 2020 წლის 3 თვის განმავლობაში საქართველოს სადაზღვევო სექტორის მიერ მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 211,1 მილიონი...

„ვისოლი“ სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცების და შშმ პირების დახმარებას სვანეთში განაგრძობს

„ვისოლი“ სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცების და შშმ პირების დახმარებას სვანეთში განაგრძობს
access_time2020-06-03 14:55:09
„ვისოლი“ ზემო სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის საქველმოქმედო ინიციატივას შეუერთდა და COVID-19-ის გავლენით დაზარალებული შშმ პირებისა და მარტოხელა ხანდაზმული ადამიანებისთვის  პირველადი  მოხმარების პროდუქტების და სურსათის მისაწოდებლად საწვავი გამოყო. ზემო სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი წარმოადგენს სამოქალაქო ორგანიზაციას, სადაც გაწევრიანებულია სრულიად...

2-3 თვე რესტორნები წაგებაზე იმუშავებენ -„ქარხანა დეველოპმენტი“

 2-3 თვე რესტორნები წაგებაზე იმუშავებენ -„ქარხანა დეველოპმენტი“
access_time2020-06-03 17:15:26
საქართველოში კაფე-რესტორნები გაიხსნა. ერთ კვირაში კი დახურული ტიპის სივრცეების გახსნაა დაგეგმილი. „არ ველოდით ამ რაოდენობის სტუმრებს, თუმცა შევძელით,რომ ყველას უსაფრთხოება დაგვეცვა“ - განაცხადა  „კომერსანტის დილაში“ „ქარხანა დეველოპმენტის“ (ღვინის ქარხანა N1) გენერალურმა  დირექტორმა მერაბ ჭიქაძემ. „ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე ვართ. პირველ...


მსგავსი სიახლეები

up