“ბიუჯეტის ყოველი 100 ლარიდან 21 ლარი და 60 თეთრი მიდის იმ ვალის მომსახურებაში, რომელიც მთავრობამ აიღო და რაღაცეებში დახარჯა“

“ბიუჯეტის ყოველი 100 ლარიდან 21 ლარი და 60 თეთრი მიდის იმ ვალის მომსახურებაში, რომელიც მთავრობამ აიღო და რაღაცეებში დახარჯა“

access_time2018-11-16 10:00:25



„კატასტროფა ხდება.2019 წელს ვალის მომსახურებაში ვიხდით 2.75 მილიარდ ლარს. აქედან საგარეო ვალი: 890 მლნ ძირი და 340 მლნ პროცენტი + საშინაო ვალი:1 200 მლნ ძირი და 284 მლნ პროცენტი.ესაა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის 21.6% , ანუ ბიუჯეტის ყოველი 100 ლარიდან 21 ლარი და 60 თეთრი მიდის იმ ვალის მომსახურებაში, რომელიც მთავრობამ აიღო და რაღაცეებში დახარჯა. ჩვენ ვიხდით ამ ყველაფერს. ჩვენი შვილები ბევრად მეტს გადაიხდიან მომავალში. და ეს ყველაფერი სახელმწიფო კომპანიების გარეშე, “— ამ შინაარსის პოსტს ავრცელებს სოციალურ ქსელ ფეისბუქში ფინანსისტი ზვიად ხორგუაშვილი , 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველი წარდგენის მაჩვენებლებიდან გამომდინარე.



2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის მიხედვით, საქართველოს სახელმწიფო ვალის საპროგნოზო ზღვრული მოცულობა 2019 წლის ბოლოსთვის 19 715.8 მლნ ლარის ოდენობით იყო განსაზღვრული, თუმცა სახელმწიფოს მთავარი დოკუმენტის პროექტის საკანონმდებლო ორგანოში მეორე მოსმენით წარდგენისას ეს რიცხვი 20 110.2 მლნ ლარით განისაზღვრა. ვალის ზრდა გაცვლითი კურსის ცვლილებამ გამოიწვია. კერძოდ, ბიუჯეტის შემოთავაზებულ კანონპროექტში  ლარის აშშ დოლართან გაცვლითი კურსი  1 აშშ=2.63 ლარიდან 1 აშშ= 2.7 ლარამდე  იზრდება. გაცვლითი კურსის ცვლილებისა და საგარეო ვალდებულებების ზრდის შედეგად კი, სახელმწიფო ვალის ნაშთი 394 მლნ ლარით (2%) იზრდება.


აღსანიშნავია, რომ 2018 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით ლარის გაუფასურების გამო არსებული სახელმწიფოს ვალის ნაშთი 211 მლნ ლარით გაიზარდა. 



კომერსანტთან სამთავრობო და ეროვნული ბანკის ვალი პრობლემატურობაზე საუბრობს ეკონომიკის დოქტორი ირაკლი მაკალათია:


„სამთავრობო და ეროვნული ბანკის ვალი ჯამურად შეადგენს 5.5 მლრდ აშშ დოლარს, რაც მთლიანი ვალის 32% პროცენტია, ეს კი პრობლემატურია ვინაიდან ამ ვალის გადახდა ხდება ბიუჯეტიდან, ანუ მოსახლეობა ვიხდით მთავრობის ვალს. ის რომ დანარჩენი პროცენტული მაჩვენებელი კერძო სექტორზე მოდის, ეს დიდ პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან ამ ვალს მოსახლეობა არ იხდის, თუ რომელიმე კომპანიამ ვალი ვერ გადაიხადა ან გაკოტრდა ის საკუთარი ფინანსებით არის პასუხისმგებელი და მოსახლეობას არ აწვება ფინანსურ ტვირთად. თან თუ განვიხილავთ სახელმწიფო საწარმოებს, რომელთაც მომდევნო 1 წლის განმავლობაში 106 მლნ აშშ დოლარი აქვთ გადასახდელი, დამატებითი პრობლემაა ბიუჯეტისთვის.“


ირაკლი მაკალათიას თქმით ის, რომ ზღვარი მშპ-ს 60%-ზე გადის არ უნდა იყოს მიზეზი გაუმართლებელი ვალის აღების რომელიც მთავრობის ხარჯებისა და ისეთი ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებას მოხმარდება, რომელიც კეთდება უხარისხოდ და სადაც კორუფციის რისკი მაღალია.



მარიამ ტიტვინიძე





საქართველოში ელექტრომომარაგება აღდგა

საქართველოში ელექტრომომარაგება აღდგა
access_time2021-06-14 17:46:59
თბილისსა და საქართველოს რეგიონებში ელექტრომომარაგება, სისტემური ავარიის შემდეგ, მთლიანად აღდგა. ამის შესახებ საქართველოს "სახელმწიფო ელექტროსისტემაში"...

14 ივნისი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა

14 ივნისი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა
access_time2021-06-14 18:00:57
14 ივნისის ვაჭრობაზე დაფიქსირებული ოფიციალური კურსის თანახმად, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 7 პუნქტით გამყარდა. შედარებისთვის, დაახლოებით 112 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი, პრაქტიკულად, უცვლელია. 14 ივნისის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურდა და 3.2040 ლარი გახდა (ეს კურსი 15 ივნისს შევა ძალაში). ქართული ვალუტით ვაჭრობა Bloomberg-ზე...

ხვალიდან „ბელავია“ საქართველოში რეისებს აორმაგებს

ხვალიდან „ბელავია“ საქართველოში რეისებს აორმაგებს
access_time2021-06-14 18:45:14
ბელარუსულმა ავიაკომპანიამ „ბელავია“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოსთან პირდაპირი ფრენების რაოდენობას 15 ივნისიდან მნიშვნელოვნად გაზრდის. „15 ივნისიდან ბათუმის რეისების რაოდენობა გაორმაგდება – კვირაში 7–დან 14–მდე. „ბელავია“ საქართველოს მთავარ საზღვაო ქალაქში დღეში ორჯერ იფრენს. 15 ივნისიდანვე იგეგმება თბილისის მიმართულებით ფრენების სიხშირის გაზრდაც – ნაცვლად არსებული 7 რეისისა კვირაში – 11 რეისამდე. ოთხი რეისი დაემატება: სამშაბათობით, ოთხშაბათობით და შაბათ–კვირას“, – განაცხადეს...

ნატო–ს სამიტზე არ დასახელდება საქართველოს და უკრაინის გაწევრიანების ვადები

ნატო–ს სამიტზე არ დასახელდება საქართველოს და უკრაინის გაწევრიანების ვადები
access_time2021-06-14 16:50:28
ნატო–ს სამიტზე საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით არავითარი თარიღები და შესაძლო ვადები არ დასახელდება, მხოლოდ დადასტურდება, რომ ნატო–ს კარი ღიაა და ამ პროცესში რუსეთს ვეტოს უფლება არ გააჩნია. ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გერმანიის მარშალის ცენტრში ონლაინ–დისკუსიის დროს განაცხადა, რომელიც ნატო–ს სამიტის დაწყებას უძღოდა წინ. „საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებაში ჩვენ ბუქარესტის სამიტზე (2008 წლის აპრილი....

კაპიტალის ბაზარი მოწმენდილ მინდორზე არ ვითარდება

კაპიტალის ბაზარი მოწმენდილ მინდორზე არ ვითარდება
access_time2021-06-14 16:45:54
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი პარლამენტში მინისტრის საათზე დეპუტატებს დაეთაბნხმა, რომ  კაპიტალის ბაზარი განუვითარებელია და მხოლოდ ერთეული ტრანზაქციები ხორციელდება. მისივე თქმით, „მოწმენდილ მინდორზე კაპიტალის ბაზარი არ ვითარდება“. „ჩვენ შემოვიღეთ კაპიტალის ბაზრის დაბეგვრის ძალიან ლიბერალური რეჟიმი. პრაქტიკულად, ყველა მიმართულებით ჩვენ გავანულეთ განაკვეთები. დავხვეწეთ საკანონმდებლო გარემო და მივუახლოვეთ საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებს. საპენსიო რეფორმით შევქმენით...


მსგავსი სიახლეები

up