ბიუჯეტიდან გაფლანგული ნახევარ მილიონ ლარზე მეტი და უფუნქციოდ დარჩენილი ქუთაისიში მდებარე  ყოფილი პარლამენტის შენობა

ბიუჯეტიდან გაფლანგული ნახევარ მილიონ ლარზე მეტი და უფუნქციოდ დარჩენილი ქუთაისიში მდებარე ყოფილი პარლამენტის შენობა

access_time2019-10-11 17:00:29

 

 

„8 თვეში, უფუნქციო პარლმენტის შენობის კომუნალურებში 690,000 ლარი გადავიხადეთ“, - ამის შესახებ ინფორმაციას ფლანგვის დეტექტორი ავრცელებს. არასამთავრობო ორგანიზაციის მკვლევარი სალომე კვირკაშვილი ამბობს, რომ უფუნქციო პარლამენტის შენობის შენახვაში საქართველოს მთავრობა წელიწადში საშუალოდ 1.2 მილიონ ლარს არარაციონალურად ხარჯავს.



 

ქუთაისის პარლამენტის მშენებლობა 2012 წელს დასრულდა, შენობის ასაშენებლად 326 მილიონი ლარი დაიხარჯა. მნიშნელოვანი ფაქტორია ის, რომ 144 მილიონი ლარი პირდაპირ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაიხარჯა. იმისათვის, რომ სახელმწიფოს დარჩენილი 181 მილიონი შეეგროვებინა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ძალიან ბევრი ქონება გაყიდა და გაასხვისა. ამ ფონზე ის, რომ ყოფილი პარლამენტის შენობა დღეს უფუნქციოდაა დარჩენილი პრობლემური საკითხია, რადგან ეს  რომ აჩვენებს თუ რამდენად არარაციონალურად განკარგავს სახელმწიფო თანხებს - ერთის მხრივ, პარლამეტის ასაშენებლად ასხვისებს სხვის საკუთრებაში არსებულ რესურს და მხოლოდ 5 წლის მანძილზე იყენებს. უფუნქციობის ფონზე ცალკე უნდა გამოვყოთ ის საკითხი, რომ შენობის მოვლაში კვლავ დიდი თანხების იხარჯება. მნიშვნელოვანია, რომ დროულად მოიძებნოს რაიმე ფუნქცია, რადგან შენობის შენახვაზე ქუთაისში, ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაზე (400 000ლ) მეტი იხარჯება“, - განმარტავს სალომე კვირკაშვილი.  



როგორც ცნობილია, პარლამენტის გადაწყვეტილებით  2019  წლის იანვრიდან საკანონმდებლო ორგანო თბილისში გადმოვიდა. გადაწყვეტილება ჯერ კიდევ  2018 წლის საქტემბერში იყო მიღებული, მაშინვე გაჟღერდა, რომ ქუთაისის  პარლამენტის შენობაში დასავლეთ საქართველოს რეგიონული საპოლიციო ჰაბი განთავსდება, სადაც მოსახლეობას სხვადასხვა საპოლიციო სერვისებს შესთავაზებენ.



როდის შეიძენს შენობა ახალ ფუნქციას და ვინ არის მის მოვლაზე პასუხისმგებელი, “კომერსანტმა“ ამ კითხვით შს სამინისტროს მიმართა.


“ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობა ამ ეტაპზე არ არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე. შესაბამისად, აღნიშნული შენობის შენახვაზე სამინისტროს ხარჯი არ გაუწევია.


ამასთან, გაცნობებთ რომ ქუთაისის პარლამენტის შენობის ბაზაზე დაგეგმილია პოლიციის რეგიონული ცენტრის დაფუძნება, რომელიც იქნება დასავლეთ საქართველოს რეგიონული საპოლიციო ჰაბი და გაერთიანდება სხვადასხვა საპოლიციო სერვისი, როგორიცაა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრი, სამინისტროს სსიპ(ებ)ი დაცვის პოლიცია, აკადემია და სამინისტროს სხვა სტრუქტურული დანაყოფები. აღნიშნული ცენტრის განვითარებისთვის მომზადებულია შესაბამისი კონცეფცია, რომელიც ცენტრის განვითარებას ითვალისწინებს ფაზებად. მიმდინარეობს კონცეფციის დამუშავება, მათ შორის, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით.“  ასეთია  სამინისტროს პოზიცია. 


 

საქართველოს პარლამენტის ბიუჯეტს ქუთაისის შენობის შენახვა 2017 წელს - 1,091,294 ლარი დაუჯდა , 2018 წელს 1,260,557 ლარი ხოლო 2019 წელს 8 თვის განმავლობაში 689 326 ლარი დაიხარჯა. მათ შორის ელექტროენერგია - 398,290 ლარი, წყალი - 201,050 ლარი, ბუნებრივი აირი - 89,986 ლარი.

 

როგორც “კომერსანტმა გაარკვია ქუთაისში მდებარე ყოფილი პარლამენტის შენობა საქართველოს პარლამენტის ბალანსზე ირიცხება.



ბაჩო ადამია




მთავრობამ 11 საინვესტიციო პროექტი 0%-ით აითვისა

მთავრობამ 11 საინვესტიციო პროექტი 0%-ით აითვისა
access_time2020-07-10 20:20:38
საქართველოს აუდიტის სამსახურის 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშში იმ საინვესტიციო პროექტების ჩამონათვალია მოცემული, რომელთა წლიური შესრულება ნულის ტოლი ან 70%-ზე დაბალი იყო. საინვესტიციო კრედიტების 0%-იანი ათვისება შემდეგ პროექტებს ჰქონდა: თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ძირულა-არგვეთას მშენებლობა, ბიუჯეტი - 48. 8 მლნ ლარი, ათვისება 0%; რეგიონული განვითარების...

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ
access_time2020-07-10 17:58:59
კითხვები იმდენია რაც მეტს კითხულობ მეტი კითხვა ჩნდება, მე ვარ მაგთის მოწილე, - კომუნიკაციების ბაზრის რეგულირების კანონში ცვლილებების "სიგიჟე" კომისიის თავმჯდომარეს, ირაკლის რუხაძემ დააზუსტებინა. ცვლილების მუხლის დაშვებით, თუ საკომუნიკაციო ბაზრის ოპერატორის საქმიანობა შელახავს მომხმარებლის ინტერესს, "მაგთიკომის 54% წილს ჰყიდით საქართველოში, თუ რა ხდება ?", - მაგთის მინორიტარმა მფლობელმა ბექაურს უთხრა, რომ მაჟიორიტარ გია ჯოხთაბერიძესთან ურთიერთობებს ქვეყნის გარეთ...

გიორგი რამიშვილი: ამ რედაქციით კანონის მიღება არასწორია

გიორგი რამიშვილი: ამ რედაქციით კანონის მიღება არასწორია
access_time2020-07-10 17:55:51
„სილქნეტისა“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი რამიშვილი დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტს მოუწოდებს, არ იქნას ისეთი გადაწყვეტილება მიღებული, რაც სატელეკომუნიკაციო სექტორს დააზარალებს. მისი თქმით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების ამ რედაქციით კანონში შეტანა არ იქნება მართებული. „ამ რედაქციით ამ კანონის მიღება უბრალოდ არ იქნება სწორი და მართებული. მე ვფიქრობ, რომ ემოციები უნდა გავწიოთ...

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ
access_time2020-07-09 17:50:11
კითხვები იმდენია რაც მეტს კითხულობ მეტი კითხვა ჩნდება, მე ვარ მაგთის მოწილე, - კომუნიკაციების ბაზრის რეგულირების კანონში ცვლილებების სიგიჟე კომისიის თავმჯდომარეს, ირაკლის რუხაძემ დააზუსტებინა. ცვლილების მუხლის დაშვებით, თუ საკომუნიკაციო ბაზრის ოპერატორის საქმიანობა შელახავს მომხმარებლის ინტერესს, მაგთიკომის 54% წილს ჰყიდით საქართველოში, თუ რა ხდება ?, - მაგთის მინორიტარმა მფლობელმა ბექაურს უთხრა, რომ მაჟიორიტარ გია ჯოხთაბერიძესთან ურთიერთობებს ქვეყნის გარეთ გაფორმებული...

თურქეთის სასამართლომ აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთება დასაშვებად ცნო

თურქეთის სასამართლომ აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთება დასაშვებად ცნო
access_time2020-07-10 17:42:03
თურქეთის მთავარმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ – სახელმწიფო საბჭომ გააუქმა აია სოფიას მუზეუმად გამოცხადების შესახებ 1934 წლის გადაწყვეტილება. ამის შესახებ თურქული სააგენტო „ანადოლუ“ იტყობინება. ამგვარად, სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილება გზას უხსნის სტამბოლის მთავარი ღირსშესანაშნაობის მეჩეთად გადაკეთებას.„სიენენ თურქის“ ინფორმაციით, აია სოფიას გარშემო ჯებირები უკვე განათავსეს. აია სოფიას ტაძრის სტატუსის გადახედვისა და მისი მეჩეთად გადაკეთების...


მსგავსი სიახლეები

up