ირაკლი ღარიბაშვილის იდეას, კაზინოების აკრძალვის შესახებ, ეკონომისტი ოთო აბესაძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. აბესაძე ფიქრობს, რომ როდესაც კანონი ძალაში შევა, ქვეყნის ბიუჯეტი საშუალოდ 1.5 მილიარდ ლარს დაკარგავს და აქციზის გადასახადები საწვავსა და თამბაქოზე გაორმაგდება.
“ჩნდება ლოგიკური კითხვა ონლაინ გემბლინგის გაუქმებით ბიუჯეტი დაკარგავს საშუალოდ 1.5 მილიარდ ლარს და რით ვაპირებთ ამ ლუფტის ამოვსებას?
ეეჰ… მშვიდობით საწვავზე აქციზის გადასახადის გაუქმებავ მშვიდობით დაბალი გადასახადების იდეავ.
დიდი ალბათობით საწვავსა და თამბაქოზე აქციზის გადასახადი გაორმაგდება როდესაც ეს კანონი შევა ძალაში.
აგერ თქვენ და აგერ მე.
P.S. მე თუ თამაში მინდა, ამისთვის სულაც არ არის საჭირო ქართული პორტალი. 100-ზე მეტი უცხოური ონლაინ გემბლინგ პლატფორმა არსებობს (სულ მცირე), სადაც ამას გავაკეთებ ასევე ეს ხელს შეუწყობს ანდერგრაუნდ პლატფორმების შექმნას.
P.P.S. არავინ არ დამიწყოს მორალისტობა გაუბედურებულ თაობაზე და დაყიდულ სახლ-კარზე. ვისაც თამაში უნდა ის ისედაც ითამაშებს და ვისაც არუნდა არა“, — წერს ოთო აბესაძე
პრემიერის ამ ინიციატივას პოლიტიკოსი სერგი კაპანაძეც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ონლაინ კაზინოში ბევრი ადამიანია დასაქმებული, გარდა ამისა სათამაშო ბიზნესიდან ბიუჯეტში შესული თანხა ისევ ბიუჯეტს დააკლდება, პოლიტიკოსი ასევე ვარაუდობს რომ ონლაინ კაზინოების აკრძალვის შემდეგ როდესაც ბიუჯეტში თანხები მოაკლდებათ, გადასახადებს გაზრდიან.
“მაგ ონლაინ კაზინოებიდან რამდენი ფული შედის ბიუჯეტში, იცის ნეტავ?
თუ აქაურებს რომ აკრძალავ, გარეთ ონლაინ კაზინოებში აღარ ითამაშებს ხალხი და ფული აღარ გავა გარეთ?
და ამ სფეროში რამდენი ადამიანია დასაქმებული, ეს თუ იცის?
და აქედან რომ ფული მოაკლდებათ ბიუჯეტში, მერე რას იზამენ, როგორ გგონიათ? გადასახადებს აწევენ.
ყველაზე მარტივად რის გადასახადებს გაზრდიან, როგორ გგონიათ? ალბათ აქციზს. მაგალითად, საწვავზე. მერე რა, რომ ბენზინი გაძვირდება.
აი, ასეთი დებილები გვყავს მთავრობაში. ნუ, ახლა, ამაზე ბიძინაც გვეთანხმება, რომ დებილია “— წერს სერგი კაპანაძე
შეგახსენებთ, რომ ორშაბათს, 22 ნოემბერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის სხდომაზე ონლაინ კაზინოების აკრძალვის ინიციატივით გამოვიდა.