„ბიუჯეტი ეტაპობრივად იზრდება, თბილისის 2023 წლის ბიუჯეტი მინიმუმ 300 მილიონით მეტი იქნება, ვიდრე წლევანდელი იყო“ - გიორგი ტყემალაძე

„ბიუჯეტი ეტაპობრივად იზრდება, თბილისის 2023 წლის ბიუჯეტი მინიმუმ 300 მილიონით მეტი იქნება, ვიდრე წლევანდელი იყო“ - გიორგი ტყემალაძე

access_time2022-11-25 15:20:01

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ტყემალაძის განცხადებით, ბიუჯეტის პირველადი ვარიანტის თანახმად, ის 2022 წელთან შედარებით 150 მილიონი ლარითაა გაზრდილი.

 

როგორც მან თბილისის საკრებულოში აღნიშნა, ოპოზიციის განცხადებები იმის შესახებ, რომ ბიუჯეტი მცირდება, მანიპულაციაა.

 

მისივე თქმით, წლის განმავლობაში ბიუჯეტი ეტაპობრივად გაიზრდება და 2022 წლის ბიუჯეტს მინიმუმ 300 მილიონით გადააჭარბებს.

 


„რეგლამენტის შესაბამისად, საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 2023 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი, რომელიც თბილისის მერიამ 15 ნოემბერს შემოიტანა, მას რეკომენდაციებით დაუბრუნდა. რეკომენდაციები წარმოდგენილია როგორც კომისიების, ასევე ყველა იმ ფრაქციის მიერ, რომელიც თბილისის საკრებულოში არიან. 10 დეკემბრამდე ბიუჯეტი გადამუშავდება. ამ პერიოდის განმავლობაში, მერიასთან ერთად აქტიურად ჩავერთვებით პროცესში იმისთვის, რომ ბიუჯეტის პროექტში მაქსიმალურად აისახოს ის რეკომენდაციები, რომლებიც საკრებულომ წარადგინა. ჩვენ, საბოლოოდ, მივიღებთ იმგვარ დოკუმენტს, რომელიც მნიშვნელოვნად თბილისელებზე ორიენტირებული იქნება.

 

ციფრებთან დაკავშირებით, მინდა გითხრათ, რომ ბიუჯეტის პირველადი ვარიანტი, რომელიც დღეს შემოტანილია, უკვე დაახლოებით 150 მილიონი ლარითაა გაზრდილი, 2022 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ 10 დეკემბრამდე დასრულდება მოლაპარაკებები ფინანსთა სამინისტროსთან და დაზუსტდება ტრანსფერი, რომელსაც ცენტრალური ხელისუფლება გამოყოფს, კიდევ უფრო გაიზრდება ბიუჯეტი. ეს მნიშვნელოვნად განაპირობებს ახალ პროექტებს, მეტ ინფრასტრუქტურულ, სოციალურ, ეკოლოგიურ თუ სატრანსპორტო პროექტს. ჩვენ ერთი რამ ზუსტად ვიცით, ამ პერიოდის განმავლობაში აქტიურად ვიმუშავებთ იმისთვის, რომ მივიღოთ ჩვენი ქალაქისთვის მაქსიმალურად სასიკეთო ბიუჯეტი.

 

ოპოზიციის განცხადებები, რომ ბიუჯეტი მცირდება, პირდაპირ გეტყვით, მანიპულაციაა. ჩვენ ამ პროექტს ვადარებთ 2022 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტს და ეს კიდევ არ არის საბოლოო. აქვე მინდა ვთქვა, რომ წლის განმავლობაში, როგორც ყოველთვის, ტრადიციულად, ბიუჯეტი ეტაპობრივად იზრდება. გამომდინარე აქედან, 2023 წლის ბიუჯეტი მინიმუმ 300 მილიონით მეტი იქნება, ვიდრე წლევანდელი ბიუჯეტი იყო“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.


Ipn.ge




სს „ნიკორამ“, თიბისი კაპიტალის და გალტ & თაგარტის დახმარებით, 35 მილიონი ლარის ობლიგაციები განათავსა

სს „ნიკორამ“, თიბისი კაპიტალის და გალტ & თაგარტის დახმარებით, 35 მილიონი ლარის ობლიგაციები განათავსა
access_time2022-12-05 15:20:03
სს „ნიკორამ“, თიბისი კაპიტალის და გალტ & თაგარტის დახმარებით, საჯარო ემისიის სახით, 35 მილიონი ლარის ოდენობის, 3 წლიანი ობლიგაციები წარმატებით განათავსა. ობლიგაციები საქართველოს საფონდო ბირჟაზე, ეროვნულ ვალუტაში განთავსდა, რაც კომპანიას საშუალებას აძლევს თავი აარიდოს სავალუტო რისკებს. „ნიკორა“ ობლიგაციების განთავსების შედეგად მიღებულ სახსრებს არსებული ვალდებულებების რეფინანსირებისთვის და კომპანიის სამომავლო განვითარების გეგმების...

საპენსიო სააგენტომ 3.5 მლნ ლარი "ნიკორას" ობლიგაციებში ჩადო

საპენსიო სააგენტომ 3.5 მლნ ლარი
access_time2022-12-05 14:30:36
“ნიკორამ” საჯარო ემისიის სახით, 35 მილიონი ლარის ოდენობის, 3-წლიანი ობლიგაციები განათავსა. ემისიაში 10%-იანი ინვესტიცია (ანუ 3,5 მლნ ლარი) საპენსიო სააგენტომ განახორციელა, რაც მის მიერ შეძენილი პირველი ადგილობრივი კორპორაციული ფასიანი ქაღალდებია. ობლიგაციები საქართველოს საფონდო ბირჟაზე, ეროვნულ ვალუტაში ნომინალური ღირებულების 100%-ით განთავსდა, რაც "ნიკორას" საშუალებას აძლევს, სავალუტო...

მოგების გადასახადი ბანკებისთვის 15%-ის ნაცვლად 20% იქნება

მოგების გადასახადი ბანკებისთვის 15%-ის ნაცვლად 20% იქნება
access_time2022-12-05 14:12:49
ბანკები და საფინანსო სექტორი მოგების გადასახადების ე.წ ესტონურ მოდელზე აღარ გადადიან, მათთვის შევინარჩუნებთ მოგების გადასახადის არსებულ სისტემას და 15%-ის ნაცვლად 20%-ს გადაიხდიან- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.      პრემიერ-მინისტრმა განმარტა, რომ ბანკების სუფთა მოგება წლის ბოლოსთვის 2 მილიარდი ლარი იქნება, რაც გაუმართლებელია.     ირაკლი ღარიბაშვილმა...

მთავრობამ კლიმატური და ბალნელოგიური კურორტების ნაწილის პროვატიზება გადაწყვიტა

მთავრობამ კლიმატური და ბალნელოგიური კურორტების ნაწილის პროვატიზება გადაწყვიტა
access_time2022-12-05 14:15:05
ირაკლი ღარიბაშვილი- საქართველოში 300-მდე კლიმატური და ბალნეოლოგიური კურორტი და საკურორტო ადგილი გვაქვს, რომელთა დიდი ნაწილი უბრალოდ არ ფუნქციონირებს, 100 ზე მეტი კურორტის არსებული მდგომარეობა და განვითარების პოტენციალი შევისწავლეთ და გასაყიდად გამოვიტანთ საქართველოში 300-მდე კლიმატური და ბალნეოლოგიური კურორტი და საკურორტო ადგილი გვაქვს, რომელთა დიდი ნაწილი უბრალოდ არ ფუნქციონირებს, 100 ზე მეტი კურორტის არსებული მდგომარეობა და...

საერთაშორისო არბიტრაჟებში საქართველოს ჯამში 2.81 მლრდ აშშ დოლარს ედავებიან

საერთაშორისო არბიტრაჟებში საქართველოს ჯამში 2.81 მლრდ აშშ დოლარს ედავებიან
access_time2022-12-05 14:20:10
2022 წლის 23 სექტემბრის მდგომარეობით საერთაშორისო არბიტრაჟებში 7 მიმდინარე დავის ფარგლებში სადავო თანხის პოტენციური მაქსიმალური ოდენობა შეადგენს დაახლოებით 2.81 მლრდ აშშ დოლარს (7.87 მლრდ ლარს), რაც 2021 წლის მშპ-ს 13%-ს შეადგენს. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული. „საერთაშორისო არბიტრაჟებში დავების ფარგლებში, განსაკუთრებით იმ დავების, რომლებიც მასშტაბურია დავის თანხის თვალსაზრისით და უკავშირდებიან მსხვილ პროექტებს,...


მსგავსი სიახლეები

up