„ჩირინას“  წინააღმდეგ შავი პიარი ქათმის ხორცის იმპორტიორების მიერ იყო შეკვეთილი

„ჩირინას“ წინააღმდეგ შავი პიარი ქათმის ხორცის იმპორტიორების მიერ იყო შეკვეთილი

access_time2018-06-05 19:50:42

კომპანია „ჩირინას“ წინააღმდეგ „შავი პიარია“ დაწყებული. პროცესები მას შემდეგ დაიწყო, რაც კომპანიის დამფუძნებელმა რევაზ ვაშაკიძემ საჯაროდ გააკეთა განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანაში დაბალხარისხიანი, იმპორტირებული პროდუქცია შემოდის, რის წინააღმდეგაც სახელმწიფომ რადიკალური ზომები უნდა გაატაროს.



„როდესაც ქართულ ბაზარზე შემოდის ხორცი, სადაც 30% წყალია და ის, რა თქმა უნდა, უხარისხოა და დაბალი ფასიც აქვს. საზოგადოების ზოგიერთი წარმომადგენელი ამაში ვერ ერკვევა და მსგავს პროდუქტს ყიდულობს. ასეთი ქათმის ხორცი ძირითადად უკრაინიდან შემოდის და დიდი რაოდენობითაა. მაგალითად, დღეს ასეთი პროდუქტი სავაჭრო ქსელ კარფურში ვნახე,“ - აცხადებდა „კომერსანტთან“ საუბარში „ბიუ-ბიუს“ დამფუძნებელი რევაზ ვაშაკიძე.


რამდენიმე დღის წინ კი, ერთ-ერთ ტელეკომპანიაში გავიდა სიუჟეტი, რომელშიც ითქვა, რომ თითქოს კომპანია „ჩირინას“ მიერ წარმოებულ ქათმის ხორცი ბაქტერია სალმონელათი იყო დაბინძურებული.


„ეს არის იმპორტიორების მხრიდან კომპანია „ჩირინას“ წინააღმდეგ აგორებული შავი პიარი“ — ასე შეაფასა „ბიუ ბიუს“ მწარმოებელმა კომპანია „ჩირინას“ დამფუძნებელმა რევაზ ვაშაკიძემ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია.



მისი განცხადებით,„ბიუ-ბიუ“-ს ივლისში წარმოების დაწყებიდან 5 წელი უსრულდება. შედეგად, წარმოების ხანდაზმულობიდან გამომდინარე, ვეტერინარულ-სანიტარული მიზნებით აუცილებელია ივნისში განხორციელდეს ფერმების ეტაპობრივი სანიტარული სანაცია და წარმოებისათვის აუცილებელი შესაბამისი პროფილაქტიკური ვეტერინარული ღონისძიებების ჩატარება.


აქედან გამომდინარე, ვაშაკიძე განმარტავს, რომ ივნისის თვეში „ბიუ-ბიუ“-ს ჯიხურები არ იმუშავებენ.


„ივნისის ბოლოდან კი ჩვენ კვლავ ძველებურად დაგიბრუნდებით და ყოველდღიურად მოგაწვდით ახალ, ნედლ ქათმის ხორცს. ამ პერიოდში კი შეგიძლიათ „ბიუ-ბიუ“-ს გაყინული პროდუქცია შეიძინოთ უახლოეს სუპერმარკეტებში, “— აცხადებს ვაშაკიძე.მისივე განცხადებით, კომპანია „ჩირინა“ წლიურად 12 მილიონ ფრთა ქათამს აწარმოებს.



ავტორი: სოფო ქსოვრელი





კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს

კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს
access_time2020-07-11 12:55:09
ავიაკომპანია Emirates-ის დირექტორის, ტიმ კლარკის განცხადებით, 9 ათასამდე სამუშაო ადგილს გაუქმებას გეგმავენ. მიზეზი პანდემიაა, - ამის შესახებ BBC...

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო
access_time2020-07-11 19:00:04
ამერიკელმა ბიზნესმენმა ილონ მასკმა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში, რომელსაც ყოველდღიურად ანახლებს Bloomberg-ი, მეშვიდე ადგილი დაიკავა. ამ შედეგით მან საინვესტიციო ფონდ...

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა
access_time2020-07-11 18:00:17
ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, 11.3 მლნ ლარით (13.9%) გაიზარდა. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია...

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება "ჭკუით მოქცევა"

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება
access_time2020-07-11 16:00:42
რისი მანიშნებელია ამერიკის საბიუჯეტო კანონპროექტის ჩანაწერი საქართველოსთვის შესაძლო სასჯელის დაწესების თაობაზე? რისი მანიშნებელია ოლიგარქებისა და არაფორმალური მმართველობის ხსენება თანდართულ განმარტებებში? არის ეს დიდი სურათის ნაწილი თუ მხოლოდ ცალკეული კონგრესმენების იდეებია? აქვს ...

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან
access_time2020-07-11 14:00:11
პანდემიისა და ზაფხულის ცხელ დღეების გამო დეზერტირების ბაზრობის დახლებთან სავაჭროდ მისული ადამიანები კანტი-კუნტად შეიმჩნევა. ხანშიშესული ქალები ე.წ. საკიდი დახლებით ქოლგებს აფარებენ თავს და გამვლელებს სხვადასხვა პროდუქციას სთავაზობენ. პანდემიის დროს გამოწვეული სირთულეების შესახებ მოვაჭრებებთან საუბარი გვსურდა, მათი უმრავლესობა მედიასთან...


მსგავსი სიახლეები

up