„ბიუ ბიუ“  ერთ კვირაში ბაზარზე ძველი ფასით დაბრუნდება

„ბიუ ბიუ“ ერთ კვირაში ბაზარზე ძველი ფასით დაბრუნდება

access_time2018-07-02 15:30:00

„ბიუ ბიუს“ ჯიხურები მომავალი კვირიდან გაიხსნება. ამის შესახებ „კომერსანტს“ ბრენდის მწარმოებელი კომპანია „ჩირინას“ დამფუძნებელმა რევაზ ვაშაკიძემ განუცხადა. მისი ინფორმაციით, ჯიხურები 10 ივლისიდან მთელი საქართველოს მასშტაბით, 4 დღის განმავლობაში სრულად დაიტვირთება.


ვაშაკიძის განცხადებით, „ბიუ ბიუ“ ბაზარზე ყველა იმ პროდუქტით გამოჩნდება, რასაც ჯიხურების დახურვამდე აწარმოებდა. საუბარია, ქათმის ხორცზე, ფრთებზე, ქათმის ფილეზე, გულ-ღვიძლზე და ასე შემდეგ.



მისი განცხადებით, მას შემდეგ რაც ბიუ-ბიუს ჯიხურები დაიხურა, ბაზარზე დარჩეილმა ქათმის ხორცის მწარმოებელმა კომპანიებმა შექმნილი დეფიციტის გამო პროდუქციაზე ფასები გაზარდეს. „ბიუ ბიუს“ მწარმოებელი აცხადებს, რომ ქათმის ხორცი ქსელში იმ ფასებში გაიყიდება, რაც 1 თვის წინ, ანუ ჯიხურების დახურვამდე იყიდებოდა.




ვაშაკიძის ინფორმაციით, კომპანია „ჩირინა“ თვის განმავლობაში 1000 ტონა ქათმის ხორცს აწარმოებს.



შეგახსენებთ, „ბიუს ბიუს“ ჯიხურები 2018 წლის 3 ივნისიდან დაიხურა. მაშინ ვაშაკიძემ „კომერსანტთან“ განმარტა, რომ „ბიუ-ბიუ“-ს ივლისში წარმოების დაწყებიდან 5 წელი უსრულდებოდა. შედეგად, წარმოების ხანდაზმულობიდან გამომდინარე, ვეტერინარულ-სანიტარული მიზნებით აუცილებელი იყო.



ავტორი: სოფო ქსოვრელი 






კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს

კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს
access_time2020-07-11 12:55:09
ავიაკომპანია Emirates-ის დირექტორის, ტიმ კლარკის განცხადებით, 9 ათასამდე სამუშაო ადგილს გაუქმებას გეგმავენ. მიზეზი პანდემიაა, - ამის შესახებ BBC...

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო
access_time2020-07-11 19:00:04
ამერიკელმა ბიზნესმენმა ილონ მასკმა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში, რომელსაც ყოველდღიურად ანახლებს Bloomberg-ი, მეშვიდე ადგილი დაიკავა. ამ შედეგით მან საინვესტიციო ფონდ...

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა
access_time2020-07-11 18:00:17
ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, 11.3 მლნ ლარით (13.9%) გაიზარდა. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია...

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება "ჭკუით მოქცევა"

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება
access_time2020-07-11 16:00:42
რისი მანიშნებელია ამერიკის საბიუჯეტო კანონპროექტის ჩანაწერი საქართველოსთვის შესაძლო სასჯელის დაწესების თაობაზე? რისი მანიშნებელია ოლიგარქებისა და არაფორმალური მმართველობის ხსენება თანდართულ განმარტებებში? არის ეს დიდი სურათის ნაწილი თუ მხოლოდ ცალკეული კონგრესმენების იდეებია? აქვს ...

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან
access_time2020-07-11 14:00:11
პანდემიისა და ზაფხულის ცხელ დღეების გამო დეზერტირების ბაზრობის დახლებთან სავაჭროდ მისული ადამიანები კანტი-კუნტად შეიმჩნევა. ხანშიშესული ქალები ე.წ. საკიდი დახლებით ქოლგებს აფარებენ თავს და გამვლელებს სხვადასხვა პროდუქციას სთავაზობენ. პანდემიის დროს გამოწვეული სირთულეების შესახებ მოვაჭრებებთან საუბარი გვსურდა, მათი უმრავლესობა მედიასთან...


მსგავსი სიახლეები

up