„ბიუ-ბიუ“ სრულ პასუხისმგებლობას იღებს საკუთარ წარმოებულ პროდუქციაზე და მის ხარისხზე

„ბიუ-ბიუ“ სრულ პასუხისმგებლობას იღებს საკუთარ წარმოებულ პროდუქციაზე და მის ხარისხზე

access_time2019-11-07 13:53:01

კომპანია „ბიუ-ბიუ“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „გვინდა გამოვეხმაუროთ სურსათის ეროვნული სააგენტოს გუშინ საღამოს გაკეთებულ განცხადებას. უპირველეს ყოვლისა გვინდა ხაზი გავუსვათ იმას, რომ კომპანია სრულ პასუხისმგებლობას იღებს საკუთარ წარმოებულ პროდუქციაზე და მის ხარისხზე.


ჩვენ ყოველთვიურად ვაწარმოებთ 1200 ტონა ხორცს და შესაბამისად, ჩვენს პროდუქციას ყოველდღიურად მოიხმარს ასი ათასობით ადამიანი. თითოეულ წარმოებულ პარტიაზე ჩვენ ვაკეთებთ ლაბორატორიულ კვლევას და აღნიშნულით კიდევ ერთხელ ვუზრუნველყოფთ წარმოებული პროდუქციის უვნებლობას და ხარისხის კონტროლს.


რაც შეეხება მოწამვლას, რომელიც მოხდა თბილისის ერთ-ერთ რესტორანში, ჩვენი ინფორმაციით 11 მოწამლული ადამიანიდან მხოლოდ 2 ადამიანს დაუდგინდა სალმონელა. აღსანიშნავია, რომ სალმონელა არის 2000-ზე მეტი შტამის, ადამიანის ჯანმრთელობისთვის სახიფათოა და საკანონმდებლო შეზღუდვაც ხდება მხოლოდ 2 ტიპის სალმონელაზე Typhimurium და Enteritidis (B და D ჯგუფი), რომლის წინააღმდეგაც ჩვენ ქათამს ვცრით. ამავდროულად ხაზგასასმელია ისიც, რომ თერმული დამუშავების დროს ამ ორი ტიპის სალმონელას გაუვნებლობაც ხდება. ჩვენ როგორც ყოველთვის ამ შემთხვევაშიც სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან აქტიურად ვთანამშრომლობთ და მათთან შეთანხმებით ამ საკითხის მიკვლევადობის მიზნით უნდა მომხდარიყო სალმონელას ტიპიზაცია ლუგარის ლაბორატორიაში. თუმცა სამწუხაროდ, ტიპიზაციის შედეგების გარეშე გუშინ საღამოს მოხდა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ განცხადების გაკეთება, რომელიც უსაფუძვლოდ ახდენს კომპანიის რეპუტაციის შელახვას.


თითოეულ ჩვენ მომხმარებელს გვინდა მადლობა გადავუხადოთ გულშემატკივრობისთვის. ჩვენ ყოველთვის ვზრუნავთ და ვიზრუნებთ, რომ თქვენ მოგაწოდოთ უვნებელი, ხარისხიანი და საქართველოში წარმოებული პროდუქცია. ასევე აუცილებლად განვაგრძობთ თქვენს ინფორმირებას ამ საკითხთან დაკავშირებით“-ნათქვამია განცხადებაში. 



შეგახსენებთ, გუშინ, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ  გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ბიუ-ბიუს“ წარმოების ქათმის ხორცში სალმონელა აღმოჩნდა.


უწყების ცნობით, მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან მიიღო შეტყობინება რესტორანში „ლუდის ქარხანა ჩემო კარგო“ 11 პირის ინტოქსიკაციის შესახებ. სააგენტომ შემოწმება ჩაატარა რესტორანშიც, რომელსაც, კრიტიკული შეუსაბამობის გამო, საწარმოო პროცესი შეუჩერდა. საწარმოო პროცესი შეწყდა და 1000 ლარით დაჯარიმდა ის მარკეტიც, სადაც რესტორანმა ნედლი ქათმის ფილე შეიძინა.


სურსათის სააგენტომ სახელმწიფო კონტროლი განახორციელა ფრინველთა სასაკლაოსა და სადისტრიბუციო კომპანიაში „ჯეო დისტრიბუშენ გრუპშიც“, სადაც ხუთი ნიმუშიდან ოთხში სალმონელა გამოვლინდა. აღნიშნულ კომპანიებს დაევალათ სურსათის ბაზრიდან ამოღება და შემდგომი მოკვლევისა და რეაგირების მიზნით, საქმე შესაბამის უწყებებს გადაეცა.


„კომერსანტი“




თეგები:
ბიუ-ბიუ



ონლაინ მედია რეიტინგებში „კომერსანტი“ მე-10 ადგილზეა

ონლაინ მედია რეიტინგებში „კომერსანტი“ მე-10 ადგილზეა
access_time2019-11-13 18:40:00
საქართველოს პირველი არხის ანალიტიკურმა სამსახურმა ჩაატარა კვლევა, რომელიც ეყრდნობა საერთაშორისო მთვლელის alexa.com-ის, ასევე youtube.com-ისა და google analytics-ის მონაცემებს.ALEXA.COM არის გლობალური სარეიტინგო სისტემა, რომელიც ახდენს მსოფლიოში არსებული ვებგვერდების რანგირებას სხვადასხვა პარამეტრების მიხედვით. იგი წარმოადგენს საიტების შედარებითი ანალიზის ინსტრუმენტს, რომელსაც...

გორში რე|ბანკის ფილიალი გაიხსნა

გორში რე|ბანკის ფილიალი  გაიხსნა
access_time2019-11-13 16:10:25
გორში რე|ბანკის, პაშა ბანკის საცალო საბანკო მომსახურების ქვე-ბრენდის, ფილიალი გაიხსნა. დღეიდან მომსახურების მიღებას მომხმარებლები უკვე ქალაქ გორში, სტალინის გამზირზე #13-ში შეძლებენ. თბილისში რე|ბანკის სამი ფილიალი ემსახურება მომხმარებლებს შემდეგ მისამართებზე: ომარ ხიზანიშვილის ქ. #15, ჯავახეთის ქ. #75 და პეკინის გამზ. #19, ასევე ბათუმში - ილია ჭავჭავაძის ქუჩა #53, ქუთაისში - აკაკი წერეთლის ქუჩა #5 და ზუგდიდში მერაბ კოსტავას ქუჩა #54. რე|ბანკი მომხმარებელს სამ ძირითად...

ივანე მაჭავარიანი: 2020 წელს განათლების სისტემაში დასაქმებულ 75 ათასამდე ჩვენს თანამოქალაქეს შრომის ანაზღაურება გაეზრდება

ივანე მაჭავარიანი: 2020 წელს განათლების სისტემაში დასაქმებულ 75 ათასამდე ჩვენს თანამოქალაქეს შრომის ანაზღაურება გაეზრდება
access_time2019-11-13 16:25:34
2020 წელს განათლების სისტემაში დასაქმებულ 75 ათასამდე ჩვენს თანამოქალაქეს გაეზრდება შრომის ანაზღაურება, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას. პრეზენტაციის დროს მან ისაუბრა ზოგადი განათლების სისტემაში დასაქმებული პედაგოგებისთვის წელს დაწყებული პროგრამის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ პროგრამამ ასაკით პენსიონერ პედაგოგებს საშუალება მისცა ღირსეული ჯილდოს მიღებასთან ერთად დაეტოვებინათ სისტემა, ამავე დროს, გამოათავისუფლა საათები...

რეგულაციების გვერდითი მოვლენები სამშენებლო ბაზარზე – ფასების ზრდა

რეგულაციების გვერდითი მოვლენები სამშენებლო ბაზარზე – ფასების ზრდა
access_time2019-11-13 16:30:28
ბოლო პერიოდში თბილისის სამშენებლო ბაზარზე ფასები მკვეთრად, კვადრატულ მეტრზე საშუალოდ $100-ით გაიზარდა. ეს მოცემულობა შეუქცევადია და მნიშვნელოვანწილად ახალ სამშენებლო რეგულაციებს...

პიელ ნატურალსი - ნატურალური კოსმეტიკა საქართველოდან

პიელ ნატურალსი - ნატურალური კოსმეტიკა საქართველოდან
access_time2019-11-13 19:30:29
„პიელ ნატურალსი“ ნატურალური კოსმეტიკის მწარმოებელი ქართული ბრენდია, რომელიც თავის მოვლის სრულიად ორგანულ საშუალებებს სთავაზობს მომხმარებლებს. ბრენდის მიზანი უმაღლესი ხარისხის პროდუქციისა და მომსახურების შეთავაზებაა მსურველებისთვის, თანაც მოქნილ ფასად. კომპანიას სურს, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის იყო ხელმისაწვდომი ბიოლოგიურად სუფთა თავის მოვლის საშუალებები, რომლებიც პარაბინებისა და ქიმიური დანამატებისგან სრულიად სუფთა...


მსგავსი სიახლეები

up