ექსპერტები ბიტკოინის პერსპექტივის ანალიტიკურ პროგნოზს აკეთებენ

ექსპერტები ბიტკოინის პერსპექტივის ანალიტიკურ პროგნოზს აკეთებენ

access_time2021-07-21 19:00:46

ბიტკოინის კურსი 20–21 ივლისის ღამეს 30 000–დოლარიან ფსიქოლოგიურ ზღვარს ჩამოსცდა და დღე-ღამის მანძილზე 7%-ით, 29 580 დოლარამდე  გაიაფდა.

 

მასთან ერთად ყველა ვირტუალური ვალუტა გაუფასურდა, ხოლო კრიპტობაზრის კაპიტალიზაცია 98 მლრდ დოლარით შემცირდა.

 

ჯერ კიდევ აპრილში ბიტკოინის კურსის ზრდამ ყველა რეკორდი მოხსნა - მთავარი კრიპტოვალუტის კურსი 63 575 დოლარამდე გაიზარდა, მაგრამ შემდგომ ვარდნა დაიწყო. პირველ რიგში ამის მიზეზი ჩინეთში კრიპტოვალუტებზე დაწყებული შეტევა გახდა - მაისში პეკინმა საგადამხდელო სერვისებისა და ბანკებისთვის კრიპტოვალუტებით ოპერაციები, ხოლო რამდენიმე პროვინციაში მაინინგი საერთოდ აიკრძალა.

 

30 000 დოლარი - მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ზღვარია ინვესტორებისთვის.

 

ზოგადად, ეს ფენომენი უკვე კარგადაა შესწავლილი - მისი ძირითადი იდეა ისაა, რომ ადამიანებს მრგვალი რიცხვები უყვართ. მაგალითად, თუ აქტივის ღირებულება 98-99 დოლარამდე შემცირდა, მაღალია იმის ალბათობა, რომ საბოლოოდ ის 90  დოლარამდეც ჩამოვა.

 

ამ შემთხვევაში 30 000 - სწორედ ეს ფსიქოლოგიური ნიშნულია, რომელიც  კურსის შემდგომი კლების მაღალ ალბათობას აჩვენებს და ამ დროს ინვესტორები ბიტკოინების მოშორებას იწყებენ.

 


თავის მხრივ, ეს კრიპტოვალუტის კურსის შემდგომ დევალვაციას უწყობს ხელს.

 

ზოგადად ვირტუალური ვალუტა ძალიან მგრძნობიარე აქტივია და მისი მყიდველები ხშირ შემთხვევაში გადაწყვეტილებებს ემოციურად იღებენ. ამიტომაც ფსიქოლოგიური ეფექტი ამ დარგში ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე, მაგალითად, რეალურ წარმოებაში.

 

ბიტკოინის პირველი კოლაფსი 2017 წელს დაფიქსირდა და ისიც ჩინეთში შემოღებულ შეზღუდვებთან იყო დაკავშირებული - მაშინ ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა ბირჟაზე კრიპტოვალუტების განთავსება აკრძალა. ამის შემდეგ ბიტკოინის ფასი 20 000-დან 6600-მდე, წლის ბოლოსთვის კი 3100 დოლარამდე დაეცა.

 

შესაძლოა ისტორია კვლავ განმეორდეს.

 

თუმცა, ბიტკოინი ჩინეთზე დამოკიდებულების შემცირებას ცდილობს - მაინერები ქვეყნის დატოვებას ცდილობენ და ძირითადად ყაზახეთში და შტატებში  მიემგზავრებიან. მაგალითად, მხოლოდ ერთმა ლოგისტიკურმა კომპანიამ ჩინეთიდან ამერიკის შტატ მერილენდში 3 ტონა მაინინგის აღჭურვილობა გადაიტანა.

 

კომპანიამ BIT Mining 320 სამაინინგო აპარატი ყაზახეთში უკვე გადაიტანა და კიდევ 1600 ჩატვირთვის პროცესშია. ეს ყველაფერი ბიტკოინის ფასზე ნეგატიურად აისახება - მხოლოდ ივნისში ბაზარზე, მაისთან შედარებით, 5000 ერთეულით მეტი ბიტკოინი გაიყიდა.

 

ფსიქოლოგიური ბარიერს გადალახვამ შესაძლოა ბიტკოინის შემდგომი ვარდნა გამოიწვიოს, მინიმუმ 25 000 დოლარამდე. ამ ეტაპზე ბაზარი კარგი ამბების და ზრდის მიზეზების მოლოდინშია.


თუ ბიტკოინის კურსი 28 750–ზე ქვემოთ ჩამოვა, მისი გაყიდვები უფრო გააქტიურდება, მარგამ თუ გაუფასურება 20 000 დოლარამდე გაგრძელდება, ეს საპირისპირო მოვლენას გამოიწვევს - გაიაფებული კრიპტოვალუტით ინსტიტუციური ინვესტორები დაინტერესდებიან, ეს კი კურსის ზრდას ხელს შეუწყობს - სავარაუდოდ 35 000 დოლარამდე.

 

forbes


თეგები:
ბიტკოინი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up