ბიტკოინს მნიშვნელოვან გაძვირებას უწინასწარმეტყველებენ

ბიტკოინს მნიშვნელოვან გაძვირებას უწინასწარმეტყველებენ

access_time2021-08-24 14:00:41

ბიტკოინის მიმართ ინტერესი მატულობს, რასაც სპეციალისტები უპრეცენდენტოდ მაღალ ფასს უკავშირებენ. მართალია, ინვესტორებისთვის იგი არასტაბილურ აქტივად მიიჩნეოდა და დიდად ვერც ნდობით სარგებლობდა, მაგრამ დღეს, როგორც პროფესორი გოჩა თუთბერიძე აცხადებს, ფინანსურ ბაზრებზე პროცესები ბიტკოინის სასარგებლოდ არის მიმართული.


ამის მიზეზი, თუთბერიძის ინფორმაციით, წარმოების ლიმიტია, რომელიც უკვე იწურება და ამან ინვესტორების ინტერესი განსაკუთრებით გაამძაფრა. შესაბამისად, ნდობის ვერდიქტმაც ბიტკოინის მხარეს გადაინაცვლა.


,,ბოლო 1 კვირაა, ბიტკოინის ფასი იზრდება, მაგრამ წლიურ ჭრილში მაქსიმალურ მაჩვენებელს იგი 8-10%-ით ჩამორჩება. აპრილში მისი ღირებულება 64 000 დოლარს აჭარბებდა. ვხედავთ, რომ ამ კრიპტოვალუტას გაძვირების ტენდენცია ახასიათებს,  რამე კანონზომიერების დანახვა ამაში რთულია, გარდა იმსია, რომ ლიმიტი იწურება, ანუ წარმოების რაოდენობა არის შეზღუდული, ამიტომ მომავალში მოხდება ფასის მეტი ზრდა. ბიტკოინი სხვა კრიპტოვალუტებს არ ჰგავს, მისი რაოდენობა ზღვარდებულია, შეზღუდული და რაც მეტი ბიტკოინი იქნება გამომშავებული მაინინგის პროცესში, ფასი მით უფრო ახლოს იქნება  ზღვართან და, შესაბამისად, კიდევ გაიზრდება. თუმცა რა მაჩვენებლით შეიძლება მოიმატოს ბიტკოინის ღირებულებამ, ვერავინ იტყვის, ეს დამოკიდებულია ინვესტორების მოლოდინებზე, რამდენად ზრდადი იქნება მისი ფასი მომავალში, ასევე ძირითად პროდუქტებზე - აქციების, ობლიგაციების ღირებულებაზე. ამაზეა დამოკიდებული სხვა აქტივების ფასიც, მათ შორის ოქროსა და ძვირფას ლითონებზე“, - განმარტავს თუთბერიძე ,,კომერსანტთან“ საუბარში.


აღსანიშნავია, რომ ბიტკოინის ფასთან დაკავშირებით საკმაოდ შთამბეჭდავი პროგნოზი აქვთ უცხოელ ანალიტიკოსებს, რომელთა ვარაუდით, პირველი კრიპტოვალუტის ღირებულება 2025 წლისთვის  318 000 აშშ დოლარამდე გაიზრდება, ხოლო 2030 წლის ბოლოს 4 მილიონი აშშ დოლარის ნიშნულსაც კი გადააჭარბებს. ამის შესახებ გამოცემა ixbt  წერს.



გამოცემის მიერ გამოქვეყნებული სტატია 42 ექსპერტის პროგნოზზე დაყრდნობით მომზადდა. 


რაც შეეხება მიმდინარე ტენდენციას, CoinDesk-ის მონაცემებით, ბიტკოინის ღირებულებამ, მიმდინარე წლის 15 მაისის შემდეგ პირველად,  50 000 აშშ დოლარს გადააჭარბა.


23 აგვისტოსათვის კრიპტოვალუტის ფასი 2.43%-ით გაიზარდა და  50 398.75 აშშ დოლარი შეადგინა.


შედეგად, მისმა კაპიტალიზაციამ 946,7 მილიარდ დოლარს მიაღწია.

 

მარი ჩიტაია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up