ბიტკოინმა ორშაბათის ვაჭრობაზე მარცხი განიცადა. ამის შესახებ bloomberg წერს.
ახალი წლის რალის შემდეგ კრიპტოვალუტა არასტაბლური გახდა. ბიტკონის ფასი 17%-ით შემცირდა და ლონდონის ბირჟის მონაცემებით, $31 227 შეადგინა.
უქმეებზე ბიტკოინის ფასმა $34 000 შეადგინა. დეკემბერში კრიპტოვალუტის ფასი 50%-ით გაიზარდა.
ბიტკოინი 2020 წლის დეკემბრის მეორე ნახევრიდან გაძვირდა. 16 დეკემბერს კრიპტოვალუტის ფასმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და $20 042 შეადგინა.
2017 წლის რეკორდული ნიშნულიდან ($20.000) კრიპტოვალუტის ღირებულებამ მთლიანობაში 83%-ით იკლო. მისი ფასი 4 ათას დოლარს ჩამოსცდა.
ბიტკოინის ფასი თავდაპირველად 1 ცენტზე ნაკლები იყო, 2017 წლის დეკემბერში კი მისმა ღირებულებამ $20 000-ს გადააჭარბა. 2018 წლის პროგნოზი უფრო ოპტიმისტურად გამოიყურებოდა, მაგრამ რეგულაციებმა ფასი 3-ჯერ შეამცირა.
2018 წლის 2 ნოემბერს ბიტკოინი 10 წლის გახდა.
imedinews.ge