ბიტკოინის კურსმა პარასკევს, 23 ოქტომბერს დილით $12 942,78 ნიშნულს მიაღწია (+1,34%).
CoinMarketCap-ის მონაცემებით, ამ დროისთვის 5,05%–ით არის გაზრდილი ეთერიუმიც და $414,88–ს შეადგენს.
ბოლო დღე–ღამის განმავლობაში ბიტკოინმა რამდენჯერმე გატესტა $13 000–იანი ნიშნული. ასეთი დინამიკა მოსალოდნელი იყო კრიპტობაზრის მონაწილეებისთვის, ვინაიდან მკვეთრი ზრდის შემდეგ კრიპტოვალუტამ დაკავებულ ნიშნულებზე კონსოლიდაციის პროცესი უნდა გაიაროს და მათზე უნდა შენარჩუნდეს.
კვირის დასაწყისიდან ბიტკოინის კაპიტალიზაცია თითქმის $30 მილიარდით გაიზარდა, რითაც სრულად ასახავს ბაზრის პოზიტიურ განწყობებს. 2017 წლისგან განსხვავებით, როდესაც ბიტკოინს არანაირი წინაღობის გადალახვა არ უჭირდა, დღეს ბაზარზე უფრო მეტი მოთამაშე და მეტი ფინანსური ნაკადებია, რაც ახალი ნიშნულების მიღწევის მომენტებში დაბალანსების პროცესს აძლიერებს.
GBC.GE