ხუთშაბათის, 22 ოქტომბრის ვაჭრობებზე პირველი კრიპტოვალუტა ბიტკოინი $12 800–ს ზემოთ ივაჭრება და ზრდა 4,71%–ს შეადგენს, წერს CoinMarketCap.
FxPro-ს ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ბიტკოინმა რაღაც მომენტში $13 200–იანი ნიშნულიც დაიპყრო, თუმცა მალევე ქვემოთ წამოვიდა და ვერ შეინარჩუნა $13 000–იანი ზღვარი. შედეგად, ეტალონური კრიპტოვალუტის ზრდის მაჩვენებელმა დღე–ღამეში 4,5% შეადგინა, ვაჭრობის მოცულობის არცთუ შთამბეჭდავი ზრდის (+13%) ფონზე.
ამასთან, ბიტკოინის დომინირების ინდექსი კვლავ იზრდება და 61,1%–ს შეადგენს.
ბიტკოინის ბოლო ნახტომს წინ უძღოდა PayPal-ის განცხადება, ყიდვა–გაყიდვის საკუთარ სამომხმარებლო ბაზაში ბიტკოინებით ვაჭრობის ინტეგრირების შესახებ. სწორედ ამ განცხადების შემდეგ მთავარმა კრიპტოვალუტამ 16 თვის მაქსიმუმს მიაღწია.
GBC.GE