ბიტკოინი ისევ გვანერვიულებს

ბიტკოინი ისევ გვანერვიულებს

access_time2022-01-22 10:30:28

2022 წელი ბიტკოინის დაცემით დაიწყო. ან, უფრო სწორად, გაგრძელდა. ნოემბერში რეკორდული ღირებულების მიღწევის შემდეგ, კრიპტოვალუტის ფასი დაღმავალი ტრაექტორიით განვითარდა. ყველაზე მაღალი ფასი გასული წლის 8 ნოემბერს დაფიქსირდა – მაშინ ერთი ბიტკოინი თითქმის $68 000 ღირდა. დღესდღეობით კი, ყველაზე პოპულარული და ცნობილი კრიპტოვალუტა $40-$45 ათასის ფარგლებში ივაჭრება.

ანალიტიკოსები ბოლოდროინდელ კლებას აშშ-ის ფედერალური სარეზერვო ბანკის განცხადებებს უკავშირებენ. Fed-ი ამბობს, რომ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას აპირებს, შეაჩერებს ობლიგაციების შესყიდვის პროგრამას, გაყიდის ზოგიერთ აქტივს და ამასთან, ქმნის მოლოდინს, რომ წელს საპროცენტო განაკვეთები 2-3-ჯერ გაიზრდება.

ანალიტიკოსების შეფასებით, ეს მიუთითებს იმაზე, რომ ეტაპობრივად სრულდება „მარტივი ფულის“ პოლიტიკა, რაც ნეგატიურად აისახება რისკიან და სპეკულაციურ აქტივებზე, მათ შორის, ბიტკოინსა და სხვა კრიპტოვალუტებზე. ბუნებრივია, ეს პროცესები ბიტკოინის მფლობელ ინვესტორებს აშფოთებთ და უკვე ეძებენ საინვესტიციოდ ნაკლებად სარისკო აქტივებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ გლობალური და დეცენტრალიზებული ბუნების გამო, ბიტკოინის ფასის მატების ან დაცემის მხოლოდ ერთი მიზეზი არ უნდა ვეძებოთ. ფედერალური სარეზერვო ბანკის დეკემბრის პროგნოზები მხოლოდ ერთი ფაქტორია. მეორე ყაზახეთში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებს უკავშირდება. ამ ქვეყანაზე მსოფლიო ბიტკოინის მაინინგის უზარმაზარი ნაწილი მოდის. ყაზახეთში მზადდება როგორც ახალი „მონეტები“, ასევე, აქვე ხდება ტრანზაქციების ვერიფიკაცია. მიჩნეულია, რომ ცენტრალური აზიის ეს ქვეყანა, იაფი ელექტროენერგიის წყალობით, ბიტკოინის მსოფლიო მაინინგის თითქმის მეხუთედს ამუშავებს. გასულ კვირას არეულობამ, ელექტროენერგიისა და ინტერნეტის გათიშვამ, როგორც ჩანს, ბიტკოინის გამომუშავების ქსელს სერიოზული პრობლემები შეუქმნა. შეფერხდა კრიპტოვალუტის გამომუშავება და ტრანზაქციები.

ამ პროცესების გამო, ვარდნა სხვა კრიპტოვალუტებმაც განიცადეს. მაგალითად, Ethereum-ის ღირებულება ბოლო დღეებში $3,800-დან $3,200-მდე შემცირდა.


თუმცა, როგორც მთელ მსოფლიოში, ასევე საქართველოში, ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტა მაინც ბიტკოინია. ქართველი ტრეიდერებისა და ინვესტორების მნიშვნელოვან ნაწილს სწორედ ამ აქტივში აქვს ინვესტირება განხორციელებული და ბუნებრივია, რომ ფასების შემცირებასთან ერთად, მათი მომგებიანობაც მცირდება. შესაბამისად, უნდა ველოდოთ, რომ მსოფლიო ბაზარზე არსებული ტენდენცია ქართველი ინვესტორების გადაწყვეტილებაზეც მოახდენს გავლენას.

რთული სათქმელია, როგორ იმოქმედებს ბიტკოინის ფასის შემცირება საქართველოში მაინინგის პროცესზე. მართალია, ამ მიზნით ელექტროენერგიის გაზრდილმა მოხმარებამ სვანეთსა და აფხაზეთში ქსელი მწყობრიდან გამოყვანა, თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მაინერები ბიტკოინის გამომუშავებას მომგებიანობის შემცირების გამო შეაჩერებენ. როგორც სვანეთში, ასევე საქართველოს არაკონტროლირებად ტერიტორიაზე – აფხაზეთში მოსახლეობას ელექტროენერგია გრაფიკით მიეწოდება. სავარაუდოდ, სწორედ ეს ფაქტორი შეუქმნის მნიშვნელოვან შეფერხებას მაინინგით დაკავებულ პირებს და მათ მიერ გამომუშავებული კრიპტოვალუტების მოცულობას შეამცირებს.


წყარო: businessfeed.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up