ფინანსური ანალიტიკოსი, ინვესტორი და მილიარდერი ტიმ დრეიპერი დარწმუნებულია, რომ 2 წელზე ნაკლებ დროში ბიტკოინი 900%-ზე მეტით გაიზრდება, ამის შესახებ coinunited-ი წერს.
Observer-ის ჟურნალისტებთან საუბარში დრეიპერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ BTC ახლა პარაბოლური ზრდის დასაწყისშია, 250,000 დოლარს მიაღწევს.
ვენჩურულმა კაპიტალისტმა, რომელმაც ადრე ინვესტიცია განახორციელა Coinbase-ში, Hotmail-ში, Skype-ში, SpaceX-ში, Tesla-სა და Twitter-ში, ასევე აღნიშნა, რომ გასული წლის FTX-ის კრახი უნდა იყოს „განგაშის ზარი“ ინვესტორებისთვის, რომლებიც ცდილობენ დააგროვონ კრიპტოვალუტები, რომლებსაც ცენტრალიზებული პლატფორმები აკონტროლებენ.
„დეცენტრალიზებული კრიპტოვალუტები, როგორიცაა Bitcoin-ი, Tezos-ი, Bitcoin Cash-ი, Aragon-ი, Cardano ბევრად უკეთესია, ვიდრე ცენტრალიზებული ციფრული აქტივები. არ ვიცი რატომ აქვს ვინმეს ჯერ კიდევ ცენტრალიზებული კრიპტოვალუტა, თუ მას არ აქვს კონკრეტული დანიშნულება, როგორიცაა XRP ან ETH. ვიმედოვნებ, რომ ხალხი ისწავლის ჭკუას FTX/FTT კრახის შემდეგ“, - თქვა ტიმ დრეიპერმა.