ბიტკოინი 2017 წლის რეკორდის მოსახსნელად ემზადება - მისი ღირებულება $17 700-ს გადასცდა

ბიტკოინი 2017 წლის რეკორდის მოსახსნელად ემზადება - მისი ღირებულება $17 700-ს გადასცდა

access_time2020-11-18 13:30:24

ყველაზე ცნობილი კრიპტოვალუტის ბიტკოინის ღირებულებამ $17 700-გადააჭარბა, რაც 2017 წლის დეკემბრის შემდეგ, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ასევე, პირველად ბოლო 35 თვეში, მისი კაპიტალიზაცია $300 მლრდ-გადასცდა.


სატოში ნაკამოტოს სახელით ცნობილმა პირმა ციფრული ფულის გამოგონების შესახებ 2008 წელს განაცხადა და ქსელში სავაჭროდ 2009 წელს გაუშვა. მისი თავდაპირველი ღირებულება 1 ცენტზე ნაკლებს შეადგენდა. 2010 წლის მაისში შეერთებულ შტატებში კლიენტმა ციფრული ფულით ერთ-ერთი პირველი ტრანზაქაცია შეასრულა და 2 პიცაში 10 000 ბიტკოინი გადაიხადა, რაც იმ დროისთვის მხოლოდ $30-ს უდრიდა, დღეს იგივე თანხა $177 მლნ-ს ექვივალენტია. ინფლაციის გათვალისწინებით 2010 წლის $30 დღევანდელ $36-ს უდრის. 10 000 ბიტკოინი, ანუ $177 მლნ კი $36-ზე 4.92 მლნ-ჯერ მეტია.



ბიტკოინის ღირებულებამ $1-ს პირველად 2011 წლის მაისში გადააჭარბა. იმავე წლის ივლისში $15-მდე გაძვირდა, თუმცა დეკემბერში მისი ფასი $3-მდე შემცირდა. 2013 წელს ვაჭრობა $13-დან დაიწყო და დეკემბერში $940-ს გადააჭარბა, შემდეგ ისევ შემცირდა და 2017 წლის იანვრამდე $900-იანი ნიშნული აღარ გაურღვევია და მისი ფასი სტაბილურად $500-ს ქვემოთ ნარჩუნდებოდა, რამდენჯერმე $230-მდეც შემცირდა.


2017 წელს ბიტკოინზე ის ადამიანებიც ალაპარაკდნენ, რომლებიც იქამდე ეკონომიკისა და ფინანსების მიმართ ინტერესს არ იჩენდნენ, რადგან სწორედ ამ წელს ბიტკოინის ფასი $900-დან $20 000-მდე გაიზარდა. 2017 წელსვე გაიგო ფართო საზოგადოებამ სხვა კრიპტოვალუტების ლაითკოინის, რიპლის, ეთერიუმის, იოტას, დეშის... ანუ სხვა ალტკოინების შესახებ.



ბიტკოინს და ზოგადად ციფრულ ვალუტებს რამდენიმე უპირატესობა და ასევე ნაკლოვანებაც ახასიათებთ. საერთაშორისო გადარიცხვები ბევრად უფრო სწრაფია და თან იაფი. მაღალია ანონიმურობის ხარისხი. არსებობს მკვეთრი გამყარების ალბათობა. კურსის ცვალებადობა თუ ერთისთვის შანსია, მეორე ადამიანისთვის რისკია. ციფრული ფული ღირებულების საზომად ვერ გამოდგება. არსებობს კრიპტოვალუტის სრულად დაკარგვის ან ციფრულ საფულეზე ჰაკერული თავდასხმის შანსი. გარდა ამისა მისი გამომუშავება - მაინინგი საკმაოდ დიდ ელექტროენერგიას საჭიროებს. გლობალური მასშტაბით ელექტროენერგიის 38% ნახშირზე მომუშავე თბგოსადგურებისგან მიიღება რაც გარემოზე მკვეთრად უარყოფითად მოქმედებს.


2017 წელს ციფრული ფულის მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება გაჩნდა. მთავრობებსა და ცენტრალურ ბანკებს მონეტარულ პოლიტიკაზე კონტროლის დაკარგვის შეეშინდათ და მას რეგულირება დაუწყეს, ძირითადად ამ მიზეზით კრიპტობაზარი 2018 წელს მნიშვნელოვნად შეიკვეცა, მაგრამ ბევრი ანალიტიკოსის ვარაუდისგან განსხვავებით ბუშტი არ გამსკდარა. თავად ბიტკოინის ღირებულება დეკემბერში $4000-საც ჩამოსცდა, მაგრამ არ განულებულა.


2020 წლის 1-ელ იანვარს ბიტკოინი $7200 ღირდა. 11 მარტს ჯანმოს მიერ კორონავირუსის პანდემიად გამოცხადების მომენტში - $7700, 2 დღეში ფასი $5000-მდე შემცირდა. ანალოგიური დაემართა ნავთობსა და ტრადიციული ბირჟის ინდექსებს, მაგრამ ვარდნა დროებითი აღმოჩნდა. ივლისში ბიტკოინის ღირებულებამ $10 000-ს გადააჭარბა, ნოემბერში კი უკვე $17 000-ს.


ონლაინ პლატფორმა coinmarketcap-ზე ამ დროისთვის 7700-ზე მეტი კრიპტოვალუტის შესახებ მოიძებნება ინფორმაცია. მათი აბსოლუტური უმრავლესობის შესახებ ცნობადობა დაბალია და სურვილის შემთხვევაში შეძენა გართულებული. 7700-დან $1 მლრდ-ზე მეტი კაპიტალიზაცია მხოლოდ 25-ს გააჩნია, მათგან $10 მლრდ-ზე მეტი მხოლოდ ოთხს: ბიტკოინს, ეთერიუმს, ტეტერსა და რიპლს. კრიპტობაზრის ჯამური კაპიტალიზაცია $0.5 ტრლნ-ს აღწევს, საიდანაც ბიტკოინს 2/3-იანი წილი უკავია.



3 წლის წინანდელი რეკორდის დასამხობად ბიტკოინს $2300 აშორებს. მასზე მოთხოვნის ზრდის გათვალისწინებით ეს შესაძლებლობა სავსებით რეალურია. მხოლოდ ბოლო 24 სთ-ში ბიტკოინი 7%-ით, ბოლო 1 კვირაში 15%-ით, ბოლო 1 თვეში 56%-ით და წლის დასაწყისთან შედარებით 146%-ით გამყარდა.


ბიტკოინის კიდევ 1 უპირატესობა, მისი ლიმიტირებული რაოდენობაა და ეს ლიმიტი 21 მლნ-ა. ამჟამად მაინინგის მეშვეობით 18.5 მლნ ბიტკოინია გამოშვებული. ყოველი ახალი ბიტკოინის მისაღებად უფრო მეტი ენერგიაა საჭირო.

 

გიორგი ელიზბარაშვილი


თეგები:
ბიტკოინი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up