თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მმართველი კომპანია შპს „ჯორჯია თექნოლოჯი პარკი” გაიყიდა.
2023 წლის 23 მარტს ბიზნესს რეესტრში დარეგისტრირდა თიზ-ის მფლობელი კომპანიის მესაკუთრის ცვლილება, Bitfury Holding B.V-ი შპს „ზოტი ჰოლდინგმა“ ჩაანაცვლა. ასევე შეიცვალა კომპანიის გენერალური დირექტორი, გიორგი ტაბიძე ამ პოსტზე კომპანიის ახალმა პარტნიორმა იოსებ ნიბლაძემ შეცვალა. კომპანიის ფინანსური დირექტორი კი ირაკლი ურუმაშვილია.
„ზოტი ჰოლდინგი” 2022 წლის აგვისტოში დაფუძნდა. მისი მფლობელები არიან:
● იოსებ ნიბლაძე - 38%;
● ირაკლი რეხვიაშვილი - 36%;
● ვარლამ რეხვიაშვილი - 14%;
● შპს მირატეკ, უნგრეთი - 6%;
● გილ ფეილერ, გერმანია - 6%.
თბილისში გლდანის მიმდებარედ 17 ჰექტარზე განთავსებული „თბილისის თავისუფალ ინდუსტრიული ზონა” 2015 წლის 26 ოქტომბერს დაფუძნდა და მისი ძირითადი საქმიანობა ტექნოლოგიური კომპანიებისთვის კომერციული სივრცის შეთავაზება იყო.
გარიგების მოცულობა ამ ეტაპზე უცნობია.