ახალი თამაშის წესები ენერგეტიკაში -„ბირჟის შექმნა კონკურენტულ გარემოს წარმოშობს“

ახალი თამაშის წესები ენერგეტიკაში -„ბირჟის შექმნა კონკურენტულ გარემოს წარმოშობს“

access_time2019-12-04 10:50:41

საქართველოში ენერგეტიკული ბირჟა დაფუძნდა, რომლის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ორმხრივი ხელშეკრულებების გაფორმება,ორგანიზებული ბაზრების ფორმირებისა და ბაზრის ოპერატორად ჩამოყალიბებისათვის საჭირო ღონისძიებების მომზადება, ორგანიზება და კოორდინაცია.


ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი დავით მირცხულავა ენერგეტიკული ბირჟის შექმნას მნიშვნელოვან რეფორმად მიიჩნევს და საერთაშორისო პრაქტიკაზე აკეთებს აქცენტს.


„ეს რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია და ძალიან კარგია, რომ ის შეიქმნა, ამას მოსდევს დამატებითი რეფორმები, გადავალთ საათობრივ ვაჭრობაზე, რაც საბოლოო ჯამში შესაძლოა ძალიან კარგი გამოვიდეს. ეს ფაქტი მნიშვნელოვანი რეფორმაა, რასაც მივესალმები. ის უზრუნველყოფს ელექტროენერგიის შესაბამისი ორგანიზებული ბაზრების ოპერატორის ფუნქციების განხორციელებას და ბევრ საკითხს მოაგვარებს. მსოფლიოში გავრცელებული პრაქტიკაა, მაგალითად, თურქეთში და დასავლეთ ევროპის ქვეყნებში დიდი ხანია არსებობს, ჩვენთვისაც უკვე აუცილებელი იყო, კარგია რომ შეიქმნა, მაგრამ უკეთესი იქნებოდა უფრო ადრე განხორციელებულიყო,“ - აცხადებს დავით მირცხულავა.


„ქართული ოცნების“ დეპუტატი რევაზ არველაძე აღნიშნულ სიახლეს მიესალმება, რადგან მიიჩნევს, რომ ენერგეტიკული ბირჟა ბაზარზე კონკურენტულ ფასებს უზრუნველყოფს.



„ბირჟის შექმნა ძირითადად მიმართულია, რომ ბაზარი მაქსიმალურად გაიხსნას, ენერგეტიკაში საბაზრო პრინციპები და კონკურენტული გარემო წარმოიშვას. კონკურენცია იმისთვის, რომ ხარისხი და ფასები უფრო ნორმალური და კარგი იყოს. ამისთვის არის ეს კანონი მიღებული და რამდენად იმუშავებს - ეს შემდეგ წლებში გამოჩნდება. მთელი მსოფლიო ამაზე გადადის და ფაქტია, რომ შესწავლილი და კარგი იქნება. ზოგადად კი ელექტროენერგეტიკაც და ბუნებრივი გაზიც ბუნებრივი მონოპოლიაა და მარეგულირებელი კომისიებიც მხოლოდ ბუნებრივ მონოპოლიებში იქმნება, იმისთვის რომ მომხმარებელი დაიცვას მონოპოლიური ფასებისგან, რა თქმა უნდა სხვა ფუნქციებიც აქვს, თუმცა, ძირითადი ფუნქცია ეს არის. რამდენადაც მეტად ხდება თავისუფალ ბაზარზე გასვლა, ცხადია მარეგულირებელ კომისიას მომხმარებელის დაცვა მონოპოლიური ფასებისაგან უჭირს,“ - განმარტავს რევაზ არველაძე.


ენერგეტიკოსი გია არაბიძეც დადებითად აფასებს ბირჟის შექმნის იდეას, თუმცა ,მთავარ პრობლემას ელექტროენერგიის დეფიციტში ხედავს.


„იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ცივილიზებული ფორმით ელექტროენერგიის ვაჭრობის განხორციელება შესაძლებელი გახდება. თუმცა, საკითხავი ის არის, ქვეყანას, რომელსაც ელექტროენერგიის მილიარდ ნახევარი დეფიციტი აქვს, რანაირი ვაჭრობა უნდა ჰქონდეს. ერთიs მხრივ კარგია, რადგან ცივილიზებული ფორმაა, მაგრამ ამ ბირჟისგან დღეს და ხვალ რაიმე სიკეთეს ველოდოთ - ამის თქმა რთულია. გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ, როცა დასტაბილურდება ელექტროენერგიის მოხმარება და გამომუშავებაც, მერე უკვე სრულად ამუშავდება ბირჟა და ალბათ უკეთეს შედეგს მოგვცემს“, -  აცხადებს გია არაბიძე.


„საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დავალებითა და კოორდინაციით, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისა და „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის 50/50%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნდა. ელექტროენერგიის ბაზარი 2021 წლიდან ამოქმედდება და დღით ადრე, საათობრივი ბაზრისა და საბალანსო მექანიზმის დანერგვას ითვალისწინებს.


ნინო თამაზაშვილი

 





27 ოქტომბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გამყარდა

27 ოქტომბერი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გამყარდა
access_time2020-10-27 18:05:05
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 26 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება...

სილქფესტის აქციით მომხმარებელი ინტერნეტის და სასაუბრო პაკეტების ხელსაყრელ პირობებს გაიაქტიურებს

სილქფესტის აქციით მომხმარებელი ინტერნეტის და სასაუბრო პაკეტების ხელსაყრელ პირობებს გაიაქტიურებს
access_time2020-10-27 15:20:38
28 ოქტომბერს, სილქნეტი მობილური ქსელის მომხმარებლებს ოთხ სააქციო პაკეტს შეთავაზებს. აქცია ხელმისაწვდომია  ფიზიკური და იურიდიული პირი აბონენტებისათვის.  აქცია საშუალებას მისცემს აბონენტს მინიმალურ ფასად სასურველი პირობა გაიაქტიუროს, ისარგებლოს უსწრაფესი ინტერნეტით და სასაუბრო წუთებით თბილისსა და რეგიონებში.   კომბინაციით *202# მომხმარებელი 30 დღით ჩაირთავს: 2 GB + 100 ლოკალური წუთი - 5...

ჩვენ კოვიდპაციენტის მართვაზე პასუხისმგებელი ვერ ვიქნებით - სადაზღვევო კომპანია უნისონი“

ჩვენ კოვიდპაციენტის მართვაზე პასუხისმგებელი ვერ ვიქნებით - სადაზღვევო კომპანია უნისონი“
access_time2020-10-27 16:00:27
„ყველაფერი რაღაცის ხარჯზე ხდება, თუმცა, როდესაც უჭირს სახელმწიფოს და სისტემას, ყველა რესურსს გამოყენება უნდა,“ - ასე პასუხობს სადაზღვევო კომპანია „უნისონის“ ხელმძღვანელი ვასილ ახრახაძე კითხვას, ხომ არ მივიღებთ სისტემაში ხარვეზებს და ხომ არ გაუარესედება დაზღვეულთა მომსახურება.   „უნისონის“ რამდენი ოჯახის ექიმია ჩართული COVID-19-ის მართვაში,   როგორც ახრახაძე აცხადებს, რომ COVID-19-ის მართვაში უნისონის ოჯახის ექიმთა მინიმალური რაოდენობაა ჩართული....

„მედიკამენტების მაღალი ფასი ოლოგოპოლიით არაა გამოწვეული - წამლების სიძვირეს მოქმედი კანონი იწვევს“

„მედიკამენტების მაღალი ფასი ოლოგოპოლიით არაა გამოწვეული -  წამლების სიძვირეს მოქმედი კანონი იწვევს“
access_time2020-10-27 15:03:08
პოლიტიკური პარტია „გირჩის“ ლიდერმა, ზურაბ  ჯაფარიძემ საქართველოში მედიკამენტების მაღალ ფასებზე  და მათი სიძვირის მიზეზებზე ისაუბრა. დიდუბის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი აცხადებს, რომ საქართველოში მედიკამენტების მაღალი ფასი ოლოგოპოლიას და მონოპოლიას ბრალდება, თუმცა მისი თქმით, წამლების სიძვირეს რაელურად სხვა მიზეზი აქვს და მათი გიაფებაც საკმაოდ მარტივია. ზურაბ ჯაფარიძემ საქართველოში არსებული 9 მედიკამენტის ფასი თურქეთში იდენტური მედიკამენტების ფასებს...

SCROLL-ი უკრაინის ბაზარზე შევიდა

SCROLL-ი უკრაინის ბაზარზე შევიდა
access_time2020-10-27 14:29:21
Scroll-ის ელექტროსკუტერები უკვე უკრაინაშია. ამ ეტაპზე, გაქირავების სერვისით სარგებლობა მხოლოდ კიევშია შესაძლებელი. როგორც კომპანიის ბიზნეს განვითარების დირექტორმა „ბიზნესპარტნიორთან“ აღნიშნა, 2021 წლის გაზაფხულისთვის, Scroll-ის ელექტროსკუტერები უკრაინის სხვა ქალაქებშიც გამოჩნდება.   „შემდეგი წლის განმავლობაში ვაპირებთ სხვა ქალაქებშიც შევიდეთ, თუმცა ჩვენი გაფართოება სხვადასხვა ნიუანსზეა დამოკიდებული. მაგალითად, მნიშვნელოვანია როგორი მდგომარეობა იქნება პანდემიის კუთხით და...


მსგავსი სიახლეები

up